გრიშა კოსტავა ( 4 იანვარი 1907-1979) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში(1924–1928, 1931–1934, 1955–1956); იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი(1928–1931, 1935–1945, 1956–1979).
წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. როლები: იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), გაიოზი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), აპრაკუნე, შამილი (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", "შამილი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ილარიონი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა. 1934-1940წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის თოჯინების თეატრში, სადაც დააარსა ჩრდილების თეატრი. გადაღებულია ფილმებში "ქალიშვილი გაღმიდან" (ჯაშუში), "ნინო" (არჩილი), "ბაში–აჩუკი" (ფარნა), "მაია წყნეთელი" (ამილახვარი) და სხვა.