ერეკლე კუხიანიძე ( 31 ივლისი 1960) ისტორიკოსი, მსახიობი, მუსიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს.
1979 წლიდან იღებენ კინოში. შეასრულა მთავარი როლები ფილმებში: "კარიერი"(პ. ჩარკვიანი, 1979), "როგორ ვიცხოვროთ უშენოდ"(ყ. მგელაძე, 1980), "გაზაფხული გადის"(ნ. მანაგაძე, 1983). 1987-1993წწ. მღეროდა საქართველოს კულტურის ფონდთან არსებული ანსამბლ "ოროველაში", 1997-2000წწ. მოსკოვი "ჰელიკონ ოპერაში", 2002-2005წწ. მუშაობდა კომპანია "არტ-იმედში", 2005-2015წწ. ეწეოდა კერძო პედაგოგიურ პრაქტიკას, 2015 წლის სექტემბრიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე; 2017 წლის მაისიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2017 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი.