სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10507

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჟანრი ლოლაშვილი 1942წ. მსახიობი,ვმხატვარი წარმ. ლაგოდეხი კახეთი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ლოლაშვილი სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ჟანრი ლოლაშვილი 1942წ. მსახიობი,ვმხატვარი წარმ. ლაგოდეხი კახეთი. დაბ. თბილისი.

ჟანრი ლოლაშვილი ( 22 აპრილი 1942) მსახიობი,მხატვარი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები 1963 წელს.

1958-1961წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მხატვარი-მულტიპლიკატორი; 1961-1963წწ. კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი; 1963-1964წწ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1965 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრში განსახიერებული როლები: მგელი, ბიჭი (სულხან-საბა ორბელიანი, "სიბრძნე სიცრუისა"), ტიმოთე (ა. ცაგარელი, "ხანუმა"), გრენგოლი (შ. დადიანი, "გუშინდელნი"), მეორე ვეზირი (ა. სულაკაური, "სალამურა"), მწერალი (პ. კაკაბაძე, "ყვარყვარე"), მერკუციო (შექსპირი,"რომეო და ჯულიეტა”),  თედორე (ა. ტოლსტოი, "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), მთხრობელი (ბ. ბრეხტი,  "კავკასიური ცარცის წრე"), გიორგი (ნ. წულეისკირი "თუთარჩელა"), 


ავშაროვი (მ. ჯავახიშვილი, "ქალის ტვირთი"),  ვარსქენი (ი. ცურტაველი,  "შუშანიკის მარტვილობა"), ბრიგადირი (ა. გელმანი "დასაწყისი"), ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ. შატროვი, "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), იონა (ლ. თაბუკაშვილი, "ათვინიერებენ მიმინოს"), მასხარა (შექსპირი, "მეფე ლირი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე, "კაცია-ადამიანი?!"), და სხვა. ჟანრი ლოლაშვილს ასევე შესრულებული აქვს  კინოფილმებში შემდეგი როლები: თავადი ("ნუცა"), ედისონი ("მოხეტიალე რაინდები"), მხატვარი ("მწვანე მდელო"), იონა ("გზა შინისკანენ"), ნაპოლეონი ("ბაგრატიონი"),  ფოტორეპორტიორი ("რამდენიმე ინტერვიუი პირად საკითხებზე"),  ხოსე "ფაქიზად საყვარელი დეტექტივი"),  მმართველი ("გაქცევა ქვეყნის დასალიერში"), მამა ("მიახლოვება"), ხოსე-გარსია ("დონ-კიხოტი"), ხიუზი ("ჩემი ინგლისელი პაპა"), ძმა ("ვინ ამიყვანს იალბუზზე"), ილია ილიას ძე ("სტალინის მოგზაურობა აფრიკაში"), ყადი ("სიბრძნე-სიცრუისა"), მამა ("საფეხურები"), ქურდი ("საბედისწერო გასროლა"), და სხვა. 2000 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("კაცია- ადამიანი?!", რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი").

ლოლაშვილი - ბოდბე, ბოდბისხევი, დედოფლისწყარო, კაჭრეთი, ლაგოდეხი, საქობო, სიღნაღი, ქვ. მაჩხაანი, წნორი, ჯუგაანი

http://www.geogen.ge/ge/treasurege/82/4314/





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0