ნინო ლორთქიფანიძე ( 11 ივნისი 1959) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1980 წელს. მოზარდ-მაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლები: პრესცენტრი (ფრიდრიხ შილერი, კარლო გოცი "პრინცესა ტურანდოტი", რეჟ. გ. ბრეგაძე), გუსტავსონი, თეატრის დირექტორი (ასტრიდ ლინდგრენი "პეპი გრძელი წინდა" რეჟ. გ. თავაძე), დედოფალი (ა. სულაკაური "სალამურა" რეჟ. კოტე მირიანაშვილი), ქეთო (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე "მე ვხედავ მზეს", რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), ნათელა, ეთერიკო (ლ. ბუღაძე "7+1" რეჟ. გ. ქაჩიბაია), ძიძა (იაკობ გოგებაშვილი "იავნანამ რა ჰქმნა?", რეჟ. ო. ბაღათურია), იბრუხტი (გ. ნახუცრიშვილი "ნაცარქექია", რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), ეკა (დ. კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება", რეჟ. დ. ხვთისიაშვილი) და სხვ; კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე: შორენა (კ. გამსახურდია, "დიდოსტატის მარჯვენა" რეჟ. დ. ანდღულაძე), ია (ვ. კოროსტილიოვი "მარტოობის დღესასწაული", რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე: ხათუნა (თ. მეტრეველი "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი", რეჟ. რ. ჩხაიძე), ექიმი (თ. ჭილაძე "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", რეჟ. რ. სტურუა), ვერა (ა. ვამპილოვი "იხვებზე ნადირობა", რეჟ. ა. ვარსიმაშვილი, "დედა ენა" რეჟ. რ. სტურუა); შეასრულა შემდეგი როლები მხატვრულ ფილმებში: ნინო ( "ძილისპირული" რეჟ. ნ. გარდაფხაძე, 1983), ნუნუ ექიმი ("თეთრი ბაირაღები" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1990), აიდე ("წიგნი ფიცისა" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1983), ნათელა ("ნუ გააღვიძებ!" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), ია ("გამარჯობა ყველას" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), ნინო ("ანდერძი" რეჟ. ნ. დვალიშვილი), კირა ("ღამის ზარები" რეჟ. გ. ლორთქიფანიძე) და სხვ.
ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა დასაპირისპირებლად. მართლაც ჩხეიძეთა ძლიერების დამხობაში ლორთქიფანიძეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
XVIII ს. შუა წლებიდან ლორთქიფანიძეები ქვეითდებიან. მათ საგვარეულო სახელოებს „ქრთამითა“ და სხვა გზებით, გაძლიერებული აბაშიძეები და წულუკიძეები იკავებენ.
სოლომონ II–ის მეფობის პერიოდში (1789–1810) ლორთქიფანიძეებმა მიიღეს საჯავახოსა და საპაიჭაოს მოურავობაც. ლორთქიფანიძეების აზნაურები: ნიქაბერიძეები, ყიფიანები, მხეიძეები, მესხები.საჯავახო — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის სამეფოსა და გურიის სამთავროს მუდმივი ქიშპობის საგანი.საჯავახოდ იწოდება საჯავახოს ქედის წინა ზოლის ტერიტორია, ახლანდელი სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სასაზღვრო რეგიონი. დიმიტრი ბაქრაძის აღწერით ესაა ტერიტორია საწაბლიოს ქედსა და საჯავახოსწყალს, ანუ ახლანდელ ხევისწყალს შორის. უფრო ადრე საჯავახო ხევისწყალს გაღმაც ვრცელდებოდა და რიონის ნაპირებამდე უწევდა. საჯავახო იმერეთსა და გურიაში ცნობილი იყო საუკეთესო ჯიშის ღვინოებით.
ყუმური (ყოფ. საპაიჭაო) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დუცხუნი, მაისაური). მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ყუმურის (რიონის სისტემა) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 210 მეტრი. ვანიდან 14 კილომეტრი.
XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა წმინდა გიორგის, ღვთისმშობლისა და ჯვარცმის ეკლესიები. 1926 წლისთვის საპაიჭაოს თემი შედგებოდა ათი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 2683 ადამიანს, ხოლო ფართობი 67,6 კმ²-ს.
ბადრი ცხადაძე
გვარ-სახელ ლორთქიფანიძის წარმომავლობისათვის
(ლინგვისტურ-ეტიმოლოგიური ანალიზი)
გვარ-სახელი ლორთქიფანიძე ერთ-ერთი უძველესი გვართაგანია. ვახუშტი ბატონიშვილის დახასიათებით, `მთავართა შორის უწარჩინებულესი~ [1, 36]. ეს გვარი ძირითადად გავრცელებულია იმერეთში, ვანისა და წყალტუბოს რაიონებში [2, 98], გვხვდება აჭარაში, თურქეთში მცხოვრებ ქართველებშიც. თუმცა გვარ-სახელი ამჟამად `იმერულია~, მაგრამ არსებობს გადმოცემა ამ გვარის მესხური წარმომავლობის შესახებ. ისტორიულად ლორთქიფანიძეები რაჭის ერისთავთა აზნაურებიც ყოფილან. ერთსა და იმავე დროს ამა თუ იმ გვარის მატარებელთა თავადური და აზნაურული თანაარსებობა ძველ საქართველოში იშვიათი არაა. ფეოდალურ საქართველოში წოდებრივ კიბეზე ამაღლება და დამდაბლება ჩვეულებრივი მოვლენა იყო (მაგ., აბაშიძე, ბაგრატიონი, წერეთელი, ლორთქიფანიძე...) [3, 10., 819].
XIX საუკუნის იმერეთის 40-იანი წლების მონაცემებით ლორთქიფანიძეების წოდებრივ-სოციალური სურათი საინტერესო ჩვენებას იძლევა: ლორთქიფანიძე თავადია ჩუნეში, ცხუნკურში (დედაღვთისაში), ახალბედისეულში, გუმათში, დიხაშხოში, ვანში, საბეკაში, სახელმწიფო აზნაურია: ისრითში, პატარა ჯიხაიშში, ყუმურში ( // საპაიჭაოში), დიხაშხოში, დიდ ჯიხაიშში; აზნაურია ახალბედისეულში, გვაშტიბში, სათავადო აზნაურია: ბზვანში, ისრითში; სასულიეროა: ისრითში;
საწირეში ლორთქიფანიძის საბატონო გლეხია ტოფაძე, ჩუნეში ამ გვარის თავადის მოსამსახურეა კინწურაშვილი და ხუნწარია, ძიროვანში მას საბატონო გლეხად ჰყავს კუბლაშვილი.
ქუთაისში კი ამ დროს, XIX ხ. 40-იან წლებში აღებ-მიმცემ გლეხებსა და მედუქნეებს შორის დასახელებულია ვინმე ნალბადოვი (ნალბანდიშვილი?), რომელიც XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ჩანს ლორთქიფანიძედ. ამ შემთხვევაში სპეციალურად საკვლევია - ნალბადოვი ლორთქიფანიძის განაყარო შტო-გვარია თუ პირიქით: ნალბადოვ-ისგან წარმოიშვა (ხელოვნურად?) გვარ-სახელი ლორთქიფანიძე [იხ. 4].
ისტორიულ დოკუმენტებში ლორთქიფანიძე ნაირგვარი დაწერილობით გვხვდება: ლორთქმანიძე ( *ლოფორთქინაძე -> ლორთქიფანიძე (მეტათეზისი?), მაგრამ ეს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთი შეხედვთ.
ჩვენი ახსნით, რეალურად, ლორთქიფან ფუძე აღნაგობით კომპოზიტია, რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება: ლორთქ+იფან: ლორთქ-ი // ლორთქ-ო "ნორჩი, თოთო, ახალი, ახლად ამოყრილი (მცენარე ან მცენარის ტოტი, ყლორტი) (იმერ. გურ. გ. შარაშ. ბ. წერ. ალ. ღლონტ.). ზემოიმერულში მისი ვარიანტებია: ლოთქო // ლონთქი // ლონთქო `თოთო, ნორჩი, ქორფა" [7]. ლორთქო ლექსემის (რომელშიც -ო საწარმოებელი ბოლოსართია) ფონეტიკურ ნაირსახეობას წარმოადგენს გურული ლურთქ "ჩვილი, ახალამოყრილი ყლორტები (გ. შარაშ.). იმერ. ლურტყ // ლურთხ (იმერ. ლურთხი = ნედლი, წყლიანი დამძიმებული ჩალა, ტანსაცმელი, სიმინდი და მისთ. შარვალჩალურთხული - "შარვალჩასვრილი", შარვალშასველებული წვიმისაგან და მისთ.) ღირსსაცნობია, რომ მოხეურ კილოშიც ლორთხავს (დალორთხა, დაულორთხავს) "ასველებს, დასველება"-ს ნიშნავს (ქეგლ). ამრიგად,
ლორთხ // ლორთქ -> ლორთხო ლურთქ // ლურთხ || ლურტყ
იმერულ კილოშივე ლორთქ // ლორთქო-ს ლექსიკურ-ფონეტიკური სახესხვაობაა ლორთქოში // ლორთქოშა, რომელშიც -ოშ/-ოშ-ა სიტყვასაწარმოებლებია. სავარაუდოა, ისტორიულად, ლორთქო //ლორთქოშ-ის გვერდით *"ლორთქოფა" ფორმაც გვქონოდა. შდრ. ლენცოფა (ა. მაყაშ. მცენარე), ლორცოფინა (მესხ. ჯავახ.). ამ უკანასკნელში -ინა კნინობითი სუფიქსია. შდრ. ლოფორთი (ოკრიბ.) "ფოთოლი, უფრო წაბლისა", ლოფორთები "ფოთლები" - რაჭულში (შ. ძიძიგ.)
ამრიგად, თითქოს საბოლოო შემაჯამებელ დასკვნასაც მივაგენით: ლორთქო // ლორთქოფა -> ლორთქოფინა -> ლორთქიფანა, აქედან: ლორთქოფანისძე //-> ლორთქიფანიძე // ლორთქიფანაისძე -> ლორთქიფანიძე. ზემოთქმულის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ ლორთქოფინა // ლორთქიფანა მეტსახელის არსებობაც: ლორთქიფანა "ფოთოლა"?, მაგრამ ასეთი სავარაუდებელი მეტსახელი (ლორთქიფანა//ლოფორთქინა//ლორთქო) ძველ საქართველოში, ზეპირსიტყვიერ თუ წერილობით ძეგლებში არ ჩანს, არ იყო, იგი ასევე არ აღმოჩნდა ალ. ღლონტის "ქართველურ საკუთარ სახელებშიც" [8].
ჩვენი აზრით, ლორთქიფან ძველად მეტსახელად არ უნდა გვქონოდა. ამ რთული სიტყვის მეორე შემადგენელი ნაწილია "იფან-ი": ლორთქიფანიძე