მამუკა ლორია აბესალომის ძე დაიბადა 1 მარტი 1955 წელს თბილისი, 17 იანვარი 2021 წელი თბილისი, მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1984 წელს.
1985 წლიდან მოღვაწეობს რუსთაველის სახელობის თეატრში. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ბანკის მოხელე (პ. ტრავერსი, "მერი პოპინსი", რეჟისორი – ნ. ხატისკაცი), ჭიპი ჭიპურტანიძე (მ. ჯავახიშვილი "კვაჭი კვაჭანტირაძე", რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), ლევანი (ი. სამსონაძე "ბედნიერი ბილეთი", რეჟისორი – გ. ანთაძე), სტუმარი (ფ. გარსია ლორკა "სისხლიანი ქორწილი", რეჟისორები – მ. სვირავა, ლ. წულაძე),
პეტრე (მ. ჯავახიშვილი "მუსუსი", რეჟისორი – გ. ჟორდანია), მეცამეტე (ა. ჩეხოვი "პალატა 16", რეჟისორი – დ. ანდღულაძე), სოგრატი (დ. კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება", რეჟისორი – ა. ენუქიძე), ჯარისკაცი (შექსპირი "მაკბეტი", რეჟისორი – რ. სტურუა), მოძღვარი (ხ. ლევინი "პირდაღებული", რეჟისორი – დ. საყვარელიძე), მუნჯი (გრ. რობაქიძე "ლამარა", რეჟისორი – რ. სტურუა), ჯეონკა (კ. გოცი "ქალი-გველი", რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე), შალვა (ბ. ბრეხტი "კავკასიური ცარცის წრე", რეჟისორი – რ. სტურუა), ხელოსანი (დ. კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი", რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), სარკიანი მსახური (ო. ჭილაძე "წათეს წითელი წაღები", რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე), პოლიციელი (ა. ნოტომი "მტრის ნიღაბი", რეჟისორი – რ. სტურუა), კინა-ლოკო (ა. სულაკაური "სალამურა", რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), მცველი (ო. უაილდი "ვარსკვლავბიჭუნა", დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი), მისანი (უილიამ შექსპირი "იულიუს კეისარი", რეჟისორი – რობერტ სტურუა), მონაწილეა სპექტაკლისა "იაკობის სახარება". გადაღებულია ფილმებში: "თოვლის ბაბუა" (მ. ანთაძე, 1986, ნაცარქექია), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (თ. ფალავანდიშვილი, 1990), "თვინიერი" (ს. ვარსიმაშვილი, 1991), "მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად" (მ. წურწუმია, 1992), "გარიგება" (ზ. კოლელიშვილი, 1993), "დაბადების დღე" (ვ. ვარაზი, 1994), "მორევი" (რ. გიორგობიანი, 1996), "უნამუსო" (გ. ხარებავა, 1977), "ძვირფასო მ." (ო. შამათავა, 2000), "ჯვართოსანი" (ნ. გიუნაშვილი, 2008) და სხვ. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს "ოქროს ნიღაბი" სპექტაკლისათვის "მაკბეტი". მსახიობ აბესალომ ლორიას შვილი.
ლორია - გამოჩინებული, დედალაური, ნოღა, საჯავახო, ტოლები
http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4314/
მამა აბესალომ ლორია, დედა ნელი ახობაძე