არტემ ლუსინიანი ( 18 ივლისი 1910-1963) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სომხური ხელოვნების სახლთან "აიარტუნთან" არსებული დრამატული სტუდია 1928 წელს.
სტუდიის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო თბილისის შაუმიანის სახელობის სომხურ თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ასრულებდა დრამატულ, კომედიურ და სახასიათო როლებს. ჰქონდა კარგი სცენური გარეგნობა, დიქცია. როლები: პეპო, მასისიანი, მიქაელი, ოსეპი (გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი", " დანგრეული კერა"), სეირანი, მურადი, სუმბათი (ა. შირვანზადეს "ნამუსი", "ავი სული", "ქაოსი"), ვარაზდატი (ლ. მიქაელიანის "ვარაზდატი"), ვაგიფი (ს. ვურგუნის "ვაგიფი"), სადეხი (ვ. იაღჯიანის "გაყიდული სახლი"), ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), ფერდინანდი, კარლ მოორი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", "ყაჩაღები"), არსენა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), გოჩა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), კობა (შ. დადიანის "ნაპერწკალიდან"), სტალინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები") გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ნეზმანოვი, ჟალოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), თედორე (ლ. ლეონოვის "შემოსევა") და სხვა. გადაღებულია მ. ჭიაურელის ფილმში "გიორგი სააკაძე", სადაც შეასრულა ვერდიბეგი-ყორჩი-ხანის შვილის როლი(1943).