ეროსი მანჯგალაძე ( 3 მარტი 1925-1982) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1947 წელს.
1947 წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1980–იდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინომსახიობთა თეატრის დირექტორად და მსახიობად. თეატრში შესრულებული მნიშვნელოვანი როლები: ივანე მახარაძე(ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ზიმზიმოვი(გ. სუნდუკიანის "პეპო"), ლოპესი(ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გვადი(ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), აპრაკუნე(ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), დათვი(გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), თავადი ვანო(ა. ცაგარელის "ხანუმა"), აზდაკი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა. კინოში შექმნა კომედიური სახეები: ალექსანდრე("წარსული ზაფხული"), სევერიანი ("თოჯინები იცინიან"), სამჭკუაშვილი("ქვევრი"), მღვდელი("ლონდრე"), ჩორეხი("ნატვრის ხე") და სხვა. დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის(ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში; უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი.