სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მზია მაღლაკელიძე 1936წ. მსახიობი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მაღლაკელიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

მზია მაღლაკელიძე 1936წ. მსახიობი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი

მზია მაღლაკელიძე ( 29 მაისი 1936) მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა მე-6 ქალთა საშუალო სკოლა 1954 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ლელა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), ქალიშვილი (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), ქრისტინა (სერვანტესის "სალამანდრის გამოქვაბული") და სხვა. 1964 წელს რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. აქ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მერი უორენი (ა. მილერის "სეილემის პროცესი") სოფლელი გოგონა, მოტირალი, წერო (სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა", მელა (ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"), გულქანა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ძიძა (ჟ. ანუის "მედეა"), ლუბა ნოდია, ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", "საბრალდებო დასკვნა"), გულთმაზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე) და სხვა. გადაღებულია კინოფილმებშიც. მათ შორის აღსანიშნავია სოფიო მკითხავი ("დიდი მწვანე ველი"), ბეიბი ("ძველი მორალი"). 1973 წელიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სასცენო მეტყველების პედაგოგი, დოცენტი (1993)

მაღლაკელიძე - ამაშუკეთი, დილიკაური, დიხაშხო, სანახშირე, საქარა, საწაბლე, სვირი, შროშა, ძლოურ, დანეთი, ხონი, ხორითი 

http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4315/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0