სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნოდარ მგალობლიშვილი 1931-2019წწ გარდ. 88 წლის მსახიობი, დამსახურებული არტისტი და სახალხო არტისტი დაბ. გომბორი, საგარეჯო, კახეთი

1931-2019 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მგალობლიშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

ნოდარ მგალობლიშვილი 1931-2019წწ გარდ. 88 წლის მსახიობი, დამსახურებული არტისტი და სახალხო არტისტი დაბ. გომბორი, საგარეჯო, კახეთი

ნოდარ ალექსანდრეს ძე მგალობლიშვილი (დ. 15 ივლისი1931გომბორისაგარეჯოს რაიონი — გ. 26 მარტი2019თბილისი[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.



დაბადების ადგილი: სოფელი გომბორი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1959წწ. და 1963-1967წწ. იყო კოტე მარჯანიშვილის, 1959-1963წწ. სანკულტურის, 1967-1975წწ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრების მსახიობი; 1970-1972წწ. რუსთავის თეატრის დირექტორი; 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში". კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის "სიყვარულის ფორმულაში" გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის "ზღვის მაშვრალში", ზაზა ილურიძის "ანთიმოზ ივერიელში", რუსულ ტელესერიალში "სახელად ბარონი" და სხვ. 1976 წელს უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი გახდა (ი. კატონას "ბანკ-ბანში" ოტოს როლისთვის). თეატრისა და კინოს მსახიობი.


ნოდარი დაიბადა სოფელ გომბორში, 1931 წლის 15 ივლისს. ბავშვობიდანვე სურდა ოპერის მომღერლობა, მაგრამ 1950 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ნოდარმა დარდისგან ხმა დაკარგა და კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი ახლო მეგობრის რჩევით ამავე წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში.

1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მგალობლიშვილი მსახიობად მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში: 1954–1959 და 1963–1967 იყო კოტე მარჯანიშვილის, 1959–1963 სანკულტურის, 1967–1975 რუსთავის სახელმწიფო დრამატული. 1970–1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის დირექტორი. 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. თავდაპირველად ის ასრულებდა მარტივ, დადებით როლებს. მაგრამ მალევე იპოვა საკუთარი თავი სპეციფიკური როლების შემსრულებელში. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ , ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება “. უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ , იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“ , თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ .

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა.

1986-დან ნოდარ მგალობლიშვილმა კინოში ტემპი შეანელა. ამ პერიოდში გადაღებული ნამუშევრებიდან მან ითამაშა ედმონდ სეშანის „ზღვის მაშვრალში“ , ზაზა ილურიძის „ანთიმოზ ივერიელში“ , რუსულ ტელესერიალში „სახელად ბარონი“ და ა. შ.

მგალობლიშვილის მსახიობურ ოსტატობას თან ერთვა სიღრმისეული და ინტელექტუალური ხედვა ნათამაშები როლებისა, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

იგი იყო საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

გარდაიცვალა 2019 წლის 26 მარტს 87 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


    რუსთავის თეატრი


    • 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
    • 1976: უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი გახდა (ი. კატონას „ბანკ-ბანში“ ოტოს როლისთვის)
    • 1979: საქართველოს სახალხო არტისტი
    • 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
    • 2016 : თბილისის საპატიო მოქალაქე


    https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98


    კონტაქტი Facebook

    საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

    დავით ფეიქრიშვილი
    დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
    ბოლო რედაქტირება 29.03.2022
    სულ რედაქტირებულია 1

    ნათია ბოტკოველი
    ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.12.2021
    სულ რედაქტირებულია 1



    რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

    1 0


    ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

    3 0


    იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

    1 0


    ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

    4 0


    ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

    1 0


    ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

    2 0