სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიო მგელაძე 1969წ   მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი წარმ. სოფ. აკეთი ლანჩხუთი გურია
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მგელაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

გიო მგელაძე 1969წ მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი წარმ. სოფ. აკეთი ლანჩხუთი გურია

გიო მგელაძე ( 3 იანვარი 1969) მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1993 წელს.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "არა მეგობარო" (1993), "ატუ-ალაბა ოტელ კალიფორნია" (1995), "შვიდი დღე ტიბეტში" (დოკუმენტური, 2002), "ჩემი თვითმფრინავი" (2006), "იმაგო მუნდი" (2012) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "არა მეგობარო" (1993), "ატუ-ალაბა ოტელ კალიფორნია" (1995), "შვიდი დღე ტიბეტში" (დოკუმენტური, 2002), "ჩემი თვითმფრინავი" (2006), "იმაგო მუნდი" (2012) და სხვ.; პროდიუსერია ფილმების: "შვიდი დღე ტიბეტში"(დოკუმენტური, 2002), "ჩემი თვითმფრინავი" (2006); გადაღებულია ფილმებში: "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975), "ფესვები" (1987), "თამაში" (1990), "კაცი საელჩოდან" (ნიკო, 2006) "ჩემი თვითმფრინავი" (2006), "იმაგო მუნდი"(2012) და სხვ. 



მგელაძე ცხოვრობენ  აკეთი, ასკანააცანა, ბახვი, ბოხვაურიბუკნარი, განახლებაგვიმრალაურიგოგოლესუბანი გორაბერეჟოდვაბზუერკეთი, ვაკიჯვარი, ვანიზომლეთი, კონჭკათიკოხნარი ლაითური, ლანჩხუთილიხაურიმაკვანეთი მთისპირი, მელექედური, მთისპირინარუჯანატანები, ნიგვზიანი, ნიგოითიოზურგეთისილაურისუფსა, ფამფალეთიფარცხმა, ქვენობანიქვიანიღრმაღელეშუა ფარცხმა, შემოქმედიშუხუთიჩაისუბანიჩიბათი, ჩოხატაურიცხემლისხიდიძიმითიჭყონაგორა, ხევი, ჯურუყვეთი

http://www.geogen.ge/ge/treasurege/78/4315/

რეჟისორ გიო მგელაძეს ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და მოსაყოლი. სულ მოგზაურობს და უამრავი მეგობარი ჰყავს. სამწუხაროდ, ბავშვობის ძმაკაცების უმრავლესობა ახლა სხვა რეალობაში ცხოვრობს. თავისუფალ და ლაღ თაობას მოულოდნელად ცეცხლი ყველა მხრიდან გაუხსნეს. თბილისში ყველაფერი დაილეწა და აილეწა. უამრავი ნიჭიერი ადამიანი დაიღუპა...… რატომ გახდა პავლე ინგოროყვას დასაფლავება დავის საგანი



- ფოტოზე მამაჩემის მამაა, ვის სახელსა და გვარსაც ვატარებ, სწავლობდა და ცხოვრობდა ბელგიაში, ანტვერპენში. ამ ქალაქში მოიყვანა გერმანელი ცოლი. დაბრუნდა საქართველოში მეუღლესა და შვილთან - ვალოდიასთან ერთად. 



სამწუხაროდ, ცოლი ტუბერკულოზით გარდაეცვალა. მოგვიანებით ცოლად ითხოვა მამაჩემის დედა. მერე დახვრიტეს ბაბუა. ბაბუა რომ წაიყვანეს დასახვრეტად, ერთმა კარგმა ''ენკავედეშნიკმა'' ბებიაჩემი მინიმუმ გადასახლებას გადაარჩინა. მის წასაყვანად რომ მოვიდნენ, საბუთში, რომლის მიხედვითაც ბებია უნდა გადაესახლებინათ, ერთი ასო შეცდომით ეწერა, ''ენკავედეშნიკმა'' თქვა, იქნებ, ეს ის ოჯახი არაა, რომელიც უნდა წავიყვანოთო. ალბათ, შეეცოდა სამი შვილის დედა. წავიდნენ და მას შემდეგ ხალხის მტრების შვილებს შეეშვნენ, აღარ ასახლებდნენ... დედაჩემი პავლე ინგოროყვას შთამომავალია. ჩვენ ახლა მის დატოვებულ სახლში ვცხოვრობთ. პავლე ინგოროყვას, გუგული მგელაძეს და მე გვაქვს ერთი ბინა. ბაბუას არქივის 80% სახელმწიფოს, კერძოდ, ლიტერატურის ინსტიტუტს ვაჩუქეთ. ის განძი შეუფასებელია. თუმცა ახლა ზუსტად გავარკვიე, რომ ყველაზე დაბალი შეფასებითაც კი ის, რაც ჩვენმა ოჯახმა სახელმწიფოს ჩააბარა, თხუთმეტი მილიონი ლარის ღირებულების გახლავთ. მომდევნო ფოტო პავლე ინგოროყვასა და ჩემს დასთან, ქეთინოსთან ერთად მაქვს გადაღებული.



- როდის გადაეცით სახელმწიფოს პავლე ინგოროყვას არქივი?

- ეს მოხდა პავლე ინგოროყვას ცხოვრებაშივე. 1983 წელს ბაბუა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლები ამბობდნენ, რომ დიდუბის პანთეონში უნდა დაკრძალულიყო, აკაკი ბაქრაძე, რეზო თვარაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა მიიჩნევდნენ, რომ მთაწმინდაზე უნდა დაგვეკრძალა. მე მერვე კლასში ვსწავლობდი ამ დროს და ჩემს სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახში და არა მარტო ოჯახში. ამ საკითხში მაშინ ჩავერიე, როცა კომუნისტებმა გადაწყვიტეს, რომ დიდუბეში დაეკრძალათ და მეორე მხარე ფიქრობდა, პროცესია რომ დაიძვრებოდა, მთაწმინდის გზას დასდგომოდნენ და იქ დაესაფლავებინათ. მაშინ ვთქვი, სათამაშო ხომ არაა, ცხედარია-მეთქი. დიდუბის ეკლესიაში დაიწერა თამარ მეფემ ჯვარი და დიდუბის პანთეონში თუ დაიკრძალებოდა ბაბუა, ამით რა დაშავდებოდა. მწერალთა კავშირიდან დიდუბის პანთეონამდე პავლე ინგოროყვა ხელით მივასვენეთ. დიდუბის პანთეონის კარიბჭიდან მამაკაცების მაგივრად კუბო საფლავამდე ქალბატონებმა მიასვენეს. ასეთი რამ საქართველოში მხოლოდ ორჯერ მოხდა. პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილს მიაგეს ასეთი პატივი. იხილე რეიტინგის სტატია სრულად









კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0