სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კირა მებუკე 1952-2019წწ  მოცეკვავე, მსახიობი.

1952-2019 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მებუკე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

კირა მებუკე 1952-2019წწ მოცეკვავე, მსახიობი.

.კირა მებუკე ( 19 მაისი 1952-2019) მოცეკვავე,მსახიობი.


1968 წელს სწავლობდა პანტომიმის სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალული ინსტიტუტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტი დრამის მსახიობის სპეციალობით 1974 წელს.

1970 წლიდან მუშაობდა პანტომიმის თეატრში წამყვან მსახიობად. 1982 წლიდან იყო პანტომიმის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1983 წლიდან ასწავლიდა პანტომიმას და პლასტიკას შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დადგმული აქვს 4 სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, სოხუმის დრამატიულ თეატრების სცენაზე უზრუნველყოფდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში.


კირა მებუკე იყო პირველი ქართველი მიმი ქალი - მსახიობი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოცენტი (2004),  ასოცირებული პროფესორი სამსახიობო (პანტომიმის თეატრის მსახიობის) მიმართულებით (2006). მიღებული აქვს პრიზი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1979), ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის მედალი (ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, 2018). ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელის, ამირან შალიკაშვილის მეუღლე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0