სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
რუსლან მიქაბერიძე 1939-2020წწ მსახიობი,პოეტი დაბ. ხარკოვი,უკრაინა. წარმ. წყალტუბო

1939-2020 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მიქაბერიძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

რუსლან მიქაბერიძე 1939-2020წწ მსახიობი,პოეტი დაბ. ხარკოვი,უკრაინა. წარმ. წყალტუბო

რუსლან მიქაბერიძე (დ. 24 აგვისტო1939ხარკივიუკრაინა — გ. 16 დეკემბერი2020) — ქართველი მსახიობი.



დაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი, უკრაინა.

1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ(1960-1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ(1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: შურა(ს. მიხალკოვის "სომბრერო"), ვალენტინო(შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), სპირიდონი(ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), მეზღაპრე(ანდერსენის "თოვლის დედოფალი"), ქამელეონი(მ. მაშადუს "ბრაზილიის საუნჯე"), რუინდანი(ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), ძერჟინსკი(დ. თაქთაქიშვილის "ნევის შადრევანი"), კიკვიძე(ვ. დარასელის "დივიზია №16"), გრძელი გაიოზი(რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი") და სხვ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: პეტრიონიუსი(ჯ. ფლეტჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), ოფიცერი(შილერის "დონ კარლოსი"), ჯოყოლა(ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა"), ბენ იოხაი(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), არჩილი(ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), პატრონი(ნ. გოგოლის "ქორწინება"), შიო ხარაძე(ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში") და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში განასახიერა შემდეგი როლები: ხაჟომია(კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გლებ რიაბინინი(ი. დვორეცკის "უცხო კაცი"), სპირიდონი(რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), შუისკი(ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), კაპულეტი, ბრეკენბერი(შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "რიჩარდ III"), პირველი აბჯროსანი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), კრეონი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), გრიგოლი(მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), მალისოვი(ა. გელმანის "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი). 1972 წლიდან მოღვაწობს "ქართულ ფილმში". შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. რუსლან მიქაბერიძის პოპულარობას არანაკლებ ზრდის ნიჭიერად დაწერილი ეპიგრამები და მახვილგონივრული ფუნაგორიები.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 18.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




მიქაბერიძე - გვარის 7 ღვთისმსახური

1 0

პაატა მიქაბერიძე 1960-1992წწ.გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0

კოტე მიქაბერიძე 1896-1973წწ მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი.ტემრიუკი,რუსეთი.

1 0