სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12288

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
სანდრო ჟორჟოლიანი 1888-1969წწ მსახიობი დაბ. ოზურგეთი,გურია.

1888-1969 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჟორჟოლიანი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

სანდრო ჟორჟოლიანი 1888-1969წწ მსახიობი დაბ. ოზურგეთი,გურია.

სანდრო ჟორჟოლიანი ( 8 თებერვალი 1888-1969) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1911 წელს.

1912-1920წწ. იყო პედაგოგი ბაქოსა და თბილისში; ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში; 1921 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. ამ პერიოდის საუკეთესო როლებია: ყარამანი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), დიტო (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), კოწია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მინისტრის მდივანი (ნ. აზიანის "დეზერტირკა") და სხვა. 1925 წლიდან იღებდნენ კინოში. როლები: იმერელი თავადი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1927), გენერალი ("ელისო", 1928) მოსე მწერალი ("დარიკო", 1936), კოსტაია ("ნარინჯის ველი", 1937), მაჭანკალი არისტო ("დაკარგული სამოთხე, 1938), ფოსტალიონი კირილე ("ჭრიჭინა", 1954), სანდრო ("აბეზარა", 1956), ბაბუა ("მანანა", 1956), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1963), ედემიკა ("მე ვხედავ მზეს", 1963) და სხვა. ფართო პოპულარობით სარგებლობდა როგორც ესტრადის მსახიობი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




ჟორჟოლიანი - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0

სიმონ ჟორჟოლიანი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო იმერეთი

3 0

გიორგი ჟორჟოლიანი 1966-92წწ გარდ. გაგრა დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი

2 0


ოლეგ ჟორჟოლიანი გარდ. ბრძოლაში დაბ. წყალტუბო

2 0

დავით ჟორჟოლიანი 1962-93წ. დაკარგ. სოფ. ახალდაბა, ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0

ლევან ჟორჟოლიანი დ.1988წ. მსოფლიო პრიზიორი ძიუდო

1 0

2 3 2