სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
რობერტ შალვას ძე ადამია 1933-2011წწ. მექანიკოსი და მანქანათმშენებელი, აკადემიკოსი. ქუთაისი, იმერეთი.

1933-2011 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ადამია სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

308       ბეჭდვა

რობერტ შალვას ძე ადამია 1933-2011წწ. მექანიკოსი და მანქანათმშენებელი, აკადემიკოსი. ქუთაისი, იმერეთი.

რობერტ შალვას ძე ადამია (დ. 6 აპრილი1933 — გ. 2011თბილისი დაიბადა 1933 წელს მოსამსახურის ოჯახში.


მან თავიდანვე შეისისხლხორცა მშობლების მიერ აღიარებული ფასეულებები - სიკეთე, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და სამშობლოს ერთგული სამსახური. თბილისის მე-8 ვაჟთა საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტზე ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით. შრომითი საქმიანობა 1956 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, დაიწყო უკრაინაში, ქალაქ კომუნარსკის მეტალურგიული ქარხნის ფურცელსაგლინავ საამქროში და ორი წლის განმავლობაში გაიარა გზა ოსტატიდან ცვლის უფროსის თანამდებობამდე. 1958 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებული იყო მოსკოვში, მეტალურგიული მანქანათმშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-მეტალურგის აკადემიკოს ალექსანდრე ცელიკოვის ხელმძღვანელობით 1962 წელს ბრწყინვალედ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომლის შედეგები სწრაფადვე დაინერგა პერვოურალსკისა და ნიკოპოლის მეტალურგიულ ქარხნებში და ქვეყანამ უდიდესი ეკონომიკური ეფექტი მიიღო, ხოლო ლიცენზიები ბატონ რობერტის გამოგონებაზე გაიყიდა საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიასა და შვეიცარიაში.



საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი მშობლიურ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტს დაუბრუნდა და სულ მალე, 36 წლის ასაკში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "მეტალურგიული მანქანების ოპტიმალური დინამიკის გაანგარიშების საინჟინრო მეთოდები", რომლის შედეგების გამოქვეყნებამ, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო სტატიების სახით, ბატონ რობერტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემოქმედებითი ნიჭიერებითა და დიდი შრომისმოყვარეობით დაჯილდოებულმა მეცნიერმა შედარებით მოკლე დროში, თავისი კვლევის შედეგებით, არსებითად გაამდიდრა სარწმუნო გადაწყვეტილებებისთვის ძნელად მისაწვდომი სამეცნიერო ტექნიკური დარგი. მან პირველმა დაიწყო მძიმე მრეწველობის მანქანებში გარდამავალი რეჟიმების დროს დინამიკური მახასიათებლებისა და რთული რხევითი პროცესების შესწავლა, რითაც აღიარებული იქნა ახალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულების ფუძემდებლად მძიმე მანქანების დინამიკური პროცესების ოპტიმიზაციური სინთეზის სფეროში.
ბატონმა რობერტ ადამიამ 1971 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1972 წელს მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიულ ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ლითონთა წნევით დამუშავების კათედრა, რომლის პირველ გამგედ ერთსულოვნად აირჩიეს. ათ წელზე მეტ ხანს განაგებდა ამ კათედრას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით საყოველთაოდ აღიარებულ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრად იქცა.
ბატონი რობერტ ადამია სათავეში ჩაუდგა მისივე ინიციატივით დაარსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ქვედანაყოფს. ამავე პერიოდში, 1983 წელს, იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს მანქანათა დინამიკისა და სიმტკიცის სპეციალობით. ქუთაისში მოღვაწეობის რამდენიმე წლის მანძილზე ბატონი რობერტის დიდი ძალისხმევითა და ორგანიზაციული ნიჭის წყალობით სამეცნიერო ქვედანაყოფი მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. ამ ცენტრს იგი მრავალი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. ქუთაისში მოღვაწეობის დროს მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მრავალი სამეცნიერო მიმართულება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ლაბორატორია. ფასდაუდებელია ბატონი რობერტის მოღვაწეობა ამ ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე, რაც სათანადოდ აღინიშნა კიდეც მისი არჩევით ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქედ 1994 წელს.
რობერტ ადამიას მეცნიერული ღვაწლისა და შემოქმედების დიდი აღიარება იყო მისი მსოფლიო მექანიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის წევრად არჩევა იტალიის ქალაქ უდინეში 1990 წელს.
რობერტ ადამია 1993 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს მანქანათმშენებლობისა და გამოყენებითი მექანიკის დარგში, ხოლო 1991 წელს იგი საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა.
1998 წლიდან რობერტ ადამია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორად აირჩიეს, რომელსაც ჩვეული შემართებითა და ენერგიულობით უხელმძღვანელა 2006 წლამდე. 2006 წლიდან კი დღემდე ამავე ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - მანქანათმშენებლობის პრობლემათა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა და ამავე დროს იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეცნიერული მოღვაწეობის მანძილზე რობერტ ადამიამ 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, მათ შორის 12 მონოგრაფია და 30-ზე მეტი გამოგონებაა, რომელთა ნაწილი აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამოიცა. მისი მონოგრაფია "მანქანათა დინამიკა" გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომად აღიარეს მანქანათმშენებლობისა და მანქანათმცოდნეობის დარგში. უკანასკნელი მონოგრაფია კი "სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია" მიმდინარე, 2011 წელს გამოაქვეყნა, ისიც ფუძემდებლური სამეცნიერო ნაშრომია. 1994 წელს რობერტ ადამიას მონოგრაფიისათვის "დიზელის ძრავის აირმიმოცვლის ტრაქტის რაციონალური დაპროექტების საფუძვლები" მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმაღლესი ჯილდო - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია, ხოლო 2000 წელს ნაშრომთა ციკლი "მექანიკური სისტემების დინამიკური პროცესების გაანგარიშებისა და რაციონალური დაგეგმარების საფუძვლები" აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით.
დიდია მისი როლი როგორც პედაგოგის, აღმზრდელის, სამეცნიერო კონსულტანტის ახალგაზრდების მეცნიერებად ჩამოყალიბების საქმეში. რობერტ ადამიას ხელმძღვანელობითა და კონსულტაციით 20-ზე მეტმა პიროვნებამ დაიცვა სადოქტორო, ხოლო რამოდენიმე ათეულმა საკანდიდატო დისერტაციები.
ბატონი რობერტ ადამია იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის და კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი, სამეცნიერო ჟურნალების და კრებულების რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი.
რობერტ ადამია მრავალმხრივ განსწავლული ადამიანი ბრძანდებოდა. მან საფუძვლიანად იცოდა ფილოსოფია, ზედმიწევნით კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას. ზეპირად იცოდა ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა შედევრები არა მარტო ქართულ, არამედ ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, იტალიურ ენებზე. მისი მომადლებული დეკლამაციის ნიჭი აღტაცებასა და გაოცებას იწვევდა ქართველ თუ უცხოელ სპეციალისტთა შორის.


წყარო- opentext.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0