სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი. ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი.

1930-2004 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ამაღლობელი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ნოდარ ამაღლობელი 1930-2004წწ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წარ. იმერეთი. დაბ. თბილისი.

 ნოდარ ამაღლობელი დაიბადა 1930 წლის 24 აგვისტოს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.


1937-48 წლებში ნ.ამაღლობელი სწავლობდა ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის 1 საშუალო სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ, 1953 წელს, ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1957 წელს წარმატებით დაამთავრა იგი. ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებული იყო ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ბირთვული პრობლემების ლაბორატორიაში.




1957-62 წლებში ნ.ამაღლობელი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1962 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1962 წლიდან მოღვაწეობს თსუ-ში. სხვადასხვა წელს იყო თსუ-ის კიბერნეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო -კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე. მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში და სხვ.




ამავდროულად, ნ.ამაღლობელი ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების (აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში და სხვ.) მუშაობაში. 1976 წელს მეზონების პროტონებთან და ნახშირბადის ბირთვებთან ურთიეთქმედებისას წარმოქმნილ უცნაური ნაწილაკებისადმი მიძღვნილ შრომათა ციკლისათვის მიენიჭა პ.მელიქიშვილის სახელობის პრემია, ხოლო 1985 წელს - ახალი ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისა და გამოკვლევისათვის -საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.




1975 წელს ნ.ამაღლობელმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1979 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტად, ხოლო 1988 წელს – აკადემიკოსად.




აკადემიკოსი ნ. ამაღლობელი არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაბეჭდილია უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან ნ. ამაღლობელი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელია. ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. აქ საქმიანობისათვის რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 1998 წელს ¨მეგობრობის ორდენით¨ დააჯილდოვა.




1985 წლის 13 სექტემბერს ნ. ამაღლობელი დაინიშნა თსუ-ის რექტორად. მისი ხელმძღვანელობით 1988 წელს ფართოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 70 წლისთავი. 1991 წლის 27 აგვისტოს ნ. ამაღლობელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. იმავე დღეს იგი დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად; ნოემბერში მიიწვიეს თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორად. 1994 წლიდან ნ. ამაღლობელი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.




ნ. ამაღლობელი სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწევა: 1989-90 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; არის საქართველოს პარლამენტის წევრი , პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

ნ. ამაღლობელის სამეცნიერო -პედაგოგიური და საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოღვაწეობა მთავრობის არაერთი ჯილდოთია აღნიშნული, მათ შორის, ღირსების ორდენით.

წყარო-TSU.GE

ამაღლობელი - გეგუთი, მუხაყრუა, ოფეთი, საჯავახო, შუამთა 

http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4304/



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0