სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი. დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ  კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი.

1873-1953 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი არაყიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი 1873-1953წწ კომპოზიტორი, აკადემიკოსი. ვლადიკავკაზი. რუსეთი.

დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (დ. 11 თებერვალი/23 თებერვალი, 1873, ვლადიკავკაზი — გ. 13 აგვისტო, 1953, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1929). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).



სიჭაბუკის წლები არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში - არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული არაყიშვილს გაუღვიძა ლ. აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ი. რატილი), რომელსაც პირველად 1890 წელს მოუსმინა არმავირში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები - რომანსი "ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი" (ლექსი ი. ჭავჭავაძისა) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ა. ილინსკის (კომპოზიცია), ს. კრუგლიკოვის (თეორიული საგნები) და ვ. კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით.
მოსკოვში ყოფნის წლებში (1894-1918) არაყიშვილმა ახლო ურთიერთობა დაამყარა გამოჩენილ რუს მუსიკოსებსა და მეცნიერებთან ( ს. ტანეევი, ა. კასტალსკი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ს. პასხალოვი, მ. პიატნიცკი). ამ პერიოდში იგიდიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (დ. 11 თებერვალი/23 თებერვალი, 1873, ვლადიკავკაზი — გ. 13 აგვისტო, 1953, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1929). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).


სიჭაბუკის წლები არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში - არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული არაყიშვილს გაუღვიძა ლ. აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ი. რატილი), რომელსაც პირველად 1890 წელს მოუსმინა არმავირში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები - რომანსი "ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი" (ლექსი ი. ჭავჭავაძისა) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ა. ილინსკის (კომპოზიცია), ს. კრუგლიკოვის (თეორიული საგნები) და ვ. კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით.
მოსკოვში ყოფნის წლებში (1894-1918) არაყიშვილმა ახლო ურთიერთობა დაამყარა გამოჩენილ რუს მუსიკოსებსა და მეცნიერებთან ( ს. ტანეევი, ა. კასტალსკი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ს. პასხალოვი, მ. პიატნიცკი). ამ პერიოდში იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართული მუს
იკის ფოლკლორს. ხალხური მუსიკის შემოქმედებისადმი ინტერესმა იგი მჭიდროდ დააკავშირა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ სამუსიკო-ეთნოგრაფიის კომისიასთან. ამ კომისიის დავალებით არაყიშვილმა ოთხი (1901, 1902, 1904, 1908) სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და მოაგროვა დიდძალი მუსიკალური მასალა (500-ზე მეტი ხალხური სიმღერა), რომელიც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფობა.




1906 წელს არაყიშვილმა მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა "სახალხო კონსერვატორიას", სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით 1908 მოსკოვში გამოვიდა პროგრესული ჟურნალი "მუზიკა ი ჟიზნი", რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა. ამავე პერიოდში იგი აქტიური წევრი იყო მოსკოვის "მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოებისა", რომელსაც სათავეში ედგა ა.სუმბათაშვილ-იუჟინი.


საზოგადო, პედაგოგიურ და მეცნიერულ მოღვაწეობა არაყიშვილი დაძაბულ შემოქმედებით შრომას უთავსებდა. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი ოცზე მეტი საუკეთესო რომანსები, ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1904), რომელიც 1919 წელს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა (ამ 


ნაწარმოებით იწყება ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია), სიმფონიური სურათი "ჰიმნი ორმუზდს" ("საზანდრებს შორის", 1911) და ბევრი საგუნდო ნაწარმოები.
1918 არაყიშვილი საქართველოში გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად მან მუსიკოსთა ახალგაზრდა კადრების მომზადება დაისახა. 1921 წელს თბილისში მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია, რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. 1926-1930 არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის (1923 ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი. 1932 იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. საბჭოთა პერიოდში არაყიშვილის შემოქმედება გამდიდრდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებით (კომიკური ოპერა "დინარა", სიმფონიები, კანტატა).




არაყიშვილის მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის ნიმუშები შექმნა. მეტად მრავალფეროვანია არაყიშვილია სარომანსო შემოქმედების ლიტერატურული-პოეტური საფუძველი (ჰაფიზი, ა. პუშკინი, ა. ფეტი, ი. პოლონსკი, ა. მაიკოვი, ი. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, გ. ქუჩიშვილი, გ. ტაბიძე), მისი რომანსები გამოირჩევა მელოდიურობითა და გამომხატველობით, ფორმის პლასტიკურობითა და ლაკონიურობით, ფაქიზი ჰარმონიული კოლორიტით. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ივერიის მთებზე", "ნუ მღე
რი, ლამაზო" ( პუშკინი), "აღსდექ, შეინავარდე", "ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი", "სიოვ ნაზო" (ჰაფიზი), "ვარსკვლავიანსა ღამეს" ( ა. ფეტი), "მე შენ გელი" (მ. დავიდოვა), "ღამეა ბნელი", "შემოღამდება", "ურმული" ( გ. ქუჩიშვილი), რომლებიც ფართოდ გავრცელდა ხალხში, დამკვიდრდა საკონცერტო და პედაგოგიურ რეპერტუარში. საგულისხმოა, რომ მრავალრიცხოვანმა რომანსებმა ნიადაგი მოუმზადა არაყიშვილის ოპერას "თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერის სტილისტური თავისებურებები იმავე ინტონაციური საწყისებით განისაზღვრება (ძველი თბილისის მუსიკალური ფოლკლორის აღმოსავლური ნაკადი), რომლიდანაც არაყიშვილის სარომანსო მუსიკა აღმოცენდა. ოპერას საფუძვლად დაედო ხალხური თქმულება რუსთაველის ცხოვრების ერთ დრამატული ეპიზოდის შესახებ (ლიბრეტო ალ. ხახანაშვილის, ს. შანშიაშვილის, ი. მჭედლიშვილის). სიუჟეტის ინტიმურმა ხასიათმა და რომანსული ფორმების ფართო გამოყენებამ ოპერას კამერული ხასიათი მისცა. ოპერის ცალკეულმა ნაწყვეტებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა (შესავალი, თამარის კავატინა, შოთას არია, მგოსნის სიმღერა, ურმული, აბდულ-არაბისა და რუსუდანის დუეტი).




უფროსი თაობის სხვა ქართველ კომპოზიტორებთან ერთად (მ. ბალანჩივაძე, ზ. ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ვ. დოლიძე) არაყიშვილი აღიარებულია ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. აღებულია georyal.ge დან


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0