სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვლადიმერ სამსონის ძე ასათიანი 1901-1972წწ. ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი. დაბ. ფერღანა, უზბეკეთი. ვლადიმერ სამსონის ძე ასათიანი 1901-1972წწ. ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი. დაბ. ფერღანა, უზბეკეთი.

1901-1972 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ასათიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

303       ბეჭდვა

ვლადიმერ სამსონის ძე ასათიანი 1901-1972წწ. ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი. დაბ. ფერღანა, უზბეკეთი.

ვლადიმერ სამსონის ძე ასათიანი (დ. 23 სექტემბერი [ ძვ. სტ. 10 სექტემბერი]1901, ქ. ფერღანა, ახლანდელი უზბეკეთი ― გ. 9 მარტი1972თბილისი) დაიბადა 1901 წელს ქალაქ ფერღანაში.


1923 წელს დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერიმენტული აგროქიმიის ინსტიტუტი. 1923-1926 წლებში მუშაობდა პარიზის, სტრასბურგის, შარლოტენბურგის უნივერსიტეტებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანული და ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრაზეა. 1948 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ორგანული და სასამართლო ქიმიის კათედრის გამგეა, 1931 - 1933 წლებში ანასეულის ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1937 - 1939 წლებში ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიურის ინსტიტუტის დირექტორი.


ასათიანის ძირითადი შრომებია (რუსულ ენაზე): "ბიოქიმიური ფოტომეტრია" (1957), "ბიოქიმიური ფოტომეტრიის ახალი მეთოდები" (1965), "ანალიზის ფერმენტული მეთოდები" (1969; პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია, 1971), "ჩვენი ორგანიზმის ქიმია" (1969, საკავშირო პრემია, 1970), "შეცდომები ნივთიერებათა ცვლაში" (1972) და სხვა.

მთის კლიმატის ბიოქიმიის, ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმიის ფარმაკოლოგიური ფუძემდებელია საქართველოში. ასათიანი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ღავმჯდომარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფერმენტების კომისიის თავმჯდომარე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

წყარო-wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0