სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამამულო ომი 1941-45
ვარაზაშვილი გიორგი დიმიტრის ძე 1914-1945 იტალიის გმირი ჯიმითი გურჯაანი კახეთი გიორგი დათუნაშვილისგან ვარაზაშვილი გიორგი დიმიტრის ძე 1914-1945 იტალიის გმირი ჯიმითი გურჯაანი კახეთი გიორგი დათუნაშვილისგან

681      

ვარაზაშვილი გიორგი დიმიტრის ძე 1914-1945 იტალიის გმირი ჯიმითი გურჯაანი კახეთი გიორგი დათუნაშვილისგან

გიორგი დიმიტრის ძე ვარაზაშვილი, კაპიტანი მონტი (იტალიურად: Giorgi Varazashvili, „MONTI“; დ. 12 მაისი1914, სოფ. ჯიმითი (გურჯაანის მინიციპალიტეტი) — გ. 6 თებერვალი1945კოცუოლოს ბორცვიტრევიზოს პროვინცია, დასაფლავებულია ჩიზონ დე ვალმარინოში, ტოვენას სასაფლაზე, იტალია) — ქართველი, ბრინჯაოს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი.

გიორგი ვარაზაშვილი დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ საჩვენებლი თითის ნახევარი მოკვეთილი ჰქონდა, მაინც სულ თიხისგან ძერწავდა სხვადასხვა ფიგურებს. ექვსი წლის იყო, როცა დამ, სონა ვარაზაშვილმა თბილისში ჩაიყვანა.

სწავლობდა თბილისის შრომის მეოთხე სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალურ გამგეობასთან არსებულ მოსამზადებელ კურსებზე, აიღო ატესტატი და მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც გამოჩენილი მოქანდაკის, ნიკოლოზ კანდელაკის კლასში დაიწყო სწავლა.

1940 წლის 30 ივნისს ცნობილი მოქანდაკის, პროფესორ ბორის იაკოვლევის ხელმძღვანელობით მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსული კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვა თავისი სადიპლომო ნამუშევარი „სპორტსმენი„. ამ ქანდაკების ფოტოები დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთებში: „ზარია ვოსტოკა“ (თბილისი) და „ვეჩერნაია მოსკვა“ (მოსკოვი).

1940 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. ჯერ 194-ე მსროლელი დივიზიის (მეთაური — გენერალი ივან ეფიმის ძე პეტროვი ) 299-ე საარტილერიო პოლკში გაანაწილეს, პირველ სასწავლო ბატარეაში.

1941 წლის 30 სექტემბერს ფაშიტური გერმანიის ჯარები გენერალურ შეტევაზე გადავიდნენ მოსკოვის მიმართულებით. 194-ე მსროლელი დივიზია გადაისროლეს ბრიანსკის მიმართულებით, სადაც გერმანულმა ნაწილებმა ფრონტის ხაზის გაარღვიეს და მოსკოვისკენ დაიძრნენ. 7 ოქტომბერს დივიზიამ კალუგის დასავლეთით, მდინარე უგრისა და ოკის შესართვათან დაიკავა თავდაცვითი ხაზი, ხოლო მომდევნო წლის იანვრის შუა რიცხვებში დივიზიამ ბრძოლით მიაღწია ქალაქ იუხნოვის მიდამოებს.

მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას 299-ე პოლკის არტილერისტები უკან იხევდნენ და დაზვერვაზე წასულ გიორგი ვარაზაშვილს და მის ორ მეგობარს თავისიანები უკვე წასული დახვდნენ. გადაწყვიტეს ღამე ერთ-ერთ სოფელში გაეთიათ და გზად მიმავლები გერმანელთა მზვერავებმა ტყვეებად აიყვანეს.

1942 წლის დასასრულს და 1943 წლის დასაწყისში გიორგი ვარაზაშვილი ბრიანსკის ოლქის, გორდეევის რაიონის სოფელ სტრუგოვა ბუდაში იშუშებდა ჭრილობას, სადაც სმოლენსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გამოიქცა. ამავე წელს გერმანელებმა კვლავ დააპატიმრეს და წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც კიდევ გაიქცა და ბრიანსკის ოლქის პარტიზანებს შეუერთდა.

ამის შემდეგ, ისევ ტყვეობამ მოუწია და მერე კი იტალიაში გადაისროლა ბედისწერამ

1944 წლის ივლისში, ტრევიზოს პროვინციაში პარტიზანული ბანაკიდან შინ, სოფელ მირო-ფრონტოში მიმავალმა ჯოვანო ლიესიმ თან წაიყვანა ტყეში გადაყრილი ხუთი ჩამოძენძილი ტყვე, რომელთა შორის იყო გიორგი ვარაზაშვილიც. გაქცეულებმა ხუთი დღე დაჰყვეს ლიესების სტუმართმოყვარე ოჯახში. ამასობაში ჯოვანი ლიესი მოელაპარაკა კათოლიკური პარტიზანული ბრიგადის „პიავეს“ ერთ-ერთი პაზმის უფროსს, ფარეზს, რომ საბჭოთა ტყვეები რაზმში მიეღო.

გიორგი ვარაზაშვილს პარტიზანული სახელი „მონტი„ დაარქვეს და რაკი დიდად გაბედული და საზრიანი მეომარი იყო, მალე „კაპიტან მონტის„ სახელითაც მონათლეს.

ამ დროს კაპიტანი მონტი დაუახლოვდა პარტიზანების მეკავშირეს, ჯოვანი ლიესის დას, პაოლას, რომლისგანაც შემდეგ შვილიც შეეძინა, ჯორჯო, რომელიც იწერება „ძამბონიდ“ (გიორგი ვარაზაშვილის სიკვდილის შემდეგ, პაოლა ცოლად გაჰყვა რენატო ძამბონის, რომელიც აგრეთვე პარტიზანი იყო და ჩინო მოსკატელის რაზმში იბრძოდა. სწორედ მისი გვარი მისცა პაოლამ გიორგი ვარაზაშვილის შვილს).


1945 წლის 6 თებერვალი

1945 წლის თებერვალში ტრევიზოს პროვინციის მთაში დიდი თოვლი მოვიდა. გერმანელ ფაშისტებთან შეტაკების შემდეგ „პიავეს“ პარტიზანები მთაში ისვენებდნენ. საჭირო იყო სხვაგან გადასვლა, რაკი მტერმა მათ სამყოფელს მიაგნო, შეიძლებოდა, გზები შეეკრა და ადვილად გაენადგურებინა მთელი ბრიგადა.

კაპიტანი მონტი და ბარბა (ჯოვანი მორანდინი), რომლებიც პაოლას დედის, ბერნარდინას საჯინიბოში იმალებოდნენ, 5 თებერვლის ადრიან დილას დაზვერვაზე წავიდნენ. მათთან ერთად იყო ჯუზეპე კასტელი.

ბერნარდინამ თანამებრძოლებთან ერთად ადრიანად მიმავალი კაპიტანი მონტი რომ დაინახა, შეეკითხა, უიარაღოდ სად მიდიხარო. იმან ქამარში გაკეთებული ორი ხელყუმბარა აჩვენა და უპასუხა, — თუ გამიჭირდა, ერთი იმათთვის იქნება და ერთიც ჩემთვისო. მზვერავები დიდი სიფრთხილით მიდიოდნენ თოვლიან გზაზე, მაგრამ ისინი მაინც შენიშნა ერთმა ფაშისტმა ქალმა და თავისიანებს შეატყობინა. ფაშისტებმა თოლზე დარჩენილი ნაფეხურების მიხედვით მიაგნეს პატიზანების კვალს და უკან გაჰყვნენ.

კაპიტანმა მონტიმ და მისმა თანამგზავრებმა შენიშნეს შავხალათიანები, ისინი ბევრნი იყვნენ და შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მტერს განერიდნენ, სხვა გზით წავიდნენ. ფაშისტები კვლავ უკან მიჰყვნენ. უკვე ახლოს მისდევდნენ, მაგრამ იარაღს არ ხმარობდნენ, მზვერავების ცოცხლად ხელში ჩაგდება უნდოდათ, რომ მთელი ბრიგადისთვის მიეგნოთ.

ლტოლვილებს ფრიალო კლდემ შეუშალა ხელი წინსვლაში და სწორედ ამ კლდის წინ, რიფრონტოლის გორაზე გათამაშდა ტრაგედია: მამაცმა პარტიზანებმა მეგობრების გაცემას სიცოცხლის გაწირვა ამჯობინეს, თითო ხელყუმბარა მტერს ესროლეს, მეორე კი მკერდზე აიფეთქეს.

წყარო https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98?fbclid=IwAR0xMC2TtAdmdWNlnTdbQyW-pbyRzyU-sju_2UMxCUWZms1lRigZ8CRO2U8








სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამამულო ომი 1941-45


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0