სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გუგული ილიას ძე გოდერძიშვილი 1917-2008წწ გარდ. 91 წლის, პირველი აკადემიკოსი ვეტერინაშიაში, დაბ.  საგარეჯო, კახეთი.

1917-2008 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გოდერძიშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

გუგული ილიას ძე გოდერძიშვილი 1917-2008წწ გარდ. 91 წლის, პირველი აკადემიკოსი ვეტერინაშიაში, დაბ. საგარეჯო, კახეთი.

გუგული ილიას ძე გოდერძიშვილი პირველი აკადემიკოსი ვეტერინაშიაში დაიბადა 1917 წლის 17 ოქტომბერს საგარეჯოში.


აქვე 1942 წ.წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. 1950 წ.საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულოტეტი წარჩინებით. 1952 წ.ლენინგრადის სავეტერინარო ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო,ხოლო 1967 წ. მოსკოვის კ.ს.სკრიაბინის სახელობის ჰელმინთოლოგიის ინსტიტუტში სადოქტორო დისერტაციები. 1970 წლიდან აირჩიეს პროფესორად. 1968წლიდან გარდაცვალებამდე(2009წ ) საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის( ინსტიტუტი,აკადემია) პარაზიტოლოგიის და ვეტერინარიულ-სანიტარიული ექსპერტიზის კათედრის გამგეა,რომელ კათედრასაც 2002 წლიდან აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილის სახელი მიენიჭა. 1972-1992 წ.წ. ხელმძღვანელობდა. სავეტერინთრო მედიცინის ფაკულტეტს. 1992-1997 წ.წ. იყო პრორექტორი სასწავლო მუშაობის დარგში. 1997-1998 წ.წ ასრულებდა რექტორის მოვალეობას. 1981 წ. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეა. 1984წ.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. 1985 წ. პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიური მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. 1976-2008 წ.წ. ვეტერინარიის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. იყო აზერბაიჯანის საპატიო ინტელიგენტი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 50-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მის კალამს ეკუთვნის 200 სამეცნიერო შრომა და სტატია,მ.შ 20-მდე სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და 1 რაციონალიზაციის მოწმობა. იყო 100-ზე მეტი სადიპლომო შრომის ხელმძღვანელი. დაჯილდოებულ იყო მრავალი სიგელით,მედლებით და "ღირსების ორდენით".

ინფორმაცია მოგვაწოდა გოჩა ჯანიაშვილი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,სავეტერინარო დარგის ისტორიკოსი.

vikipedia :



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.06.2020
ბოლო რედაქტირება 29.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.05.2023
სულ რედაქტირებულია 2


აპოლონ გოდერძიშვილი მართლმ. მღვდელი 1898წ.

2 0

გოდერძიშვილი - გვარის 6 ღვთისმსახური

1 0

გიორგი (გია) გოდერძიშვილი 1992წ გარდ. გაგრა აფხაზეთი.

3 0

რეზო გოდერძიშვილი 1951-1992 წწ გარდ. სოფ. შრომა ახალშენი სოხუმი დაბ. სოფ. სნო სტეფანწმიდა

3 0


ნიკოლოზ პავლეს ძე გოდერძიშვილი დ. 1973წ. ჩოხოსანი პოეტი დაბ. რუსთავი

1 0