ზაირა ზაალის ასული ქაფიაშვილი
დაიბადა 1945 წლის 3 მარტს ქ.დუშეთში.
დაამთავრა ქ.დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის #1 საშუალო სკოლა(1951-1958) ფრიადებზე.
1962 წ. წარჩინებით დაამთავრა დუშეთის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო. ტექნიკუმის სავეტერინარო განყოფილება.
1963 წელს ჩაირიცხა და 1968წ. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტი წარჩინებით(წითელ დიპლომზე).
1968 წ.დაინიშნა ამავე ინსტიტუტის ფარმაკოლოგია და პათფიზიოლოგიის კათედრაზე,ერთი თვის შემდეგ კი მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგიის კათედრაზე გადაიყვანეს უფროს ლაბორანტად.
1979წ. ასისტენტია,1981 წ.დოცენტი,2002წ. პროფესორი.
1973წ.ჩაირიცხა და 1977 წ. დაამთავრა ლენინგრადის ფრინველთა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.
1978 წ.დაიცვა საკანდიდატო,ხოლო 2002წ. სადოქტორო დისერტაციები.
არჩეულია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის წევრად 2005წ.
შეტანილია წიგნში "21 საუკუნის უდიდესი ქალბატონები".
ავტორია 5 ზე მეტი სახებმძღვანელოსი,ათზე მეტი სასწავლო პროგრამების,მეთოდური მითითებების და სამუშაო რვეულების.100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის.მიღებული აქვს რამოდენიმე საავტორო მოწმობა(პატენტი).
სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად არის "ღირსების ორდენის" კავალერი
ინფორმაცია მოგვაწოდა გოჩა ჯანიაშვილი,
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,სავეტერინარო დარგის ის ორიკოსი..