სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზურაბ ბალაშვილი 1981-2008 გარდ. 27 წლის სამაჩბლო კაპრალი,  დაბ. სოფ. ნაფარეული თელავი ზურაბ ბალაშვილი 1981-2008 გარდ. 27 წლის სამაჩბლო კაპრალი,  დაბ. სოფ. ნაფარეული თელავი

1981-2008 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბალაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ზურაბ ბალაშვილი 1981-2008 გარდ. 27 წლის სამაჩბლო კაპრალი, დაბ. სოფ. ნაფარეული თელავი

ზურაბ ბალაშვილი 1981 წლის 17 დეკემბერს სოფელ ნაფარეულში დაიბადა.


18 წლის ასაკში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, რის შემდეგაც, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 2002 წელს გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო. მსახურობდა ერაყში. 2008 წლის 9 აგვისტოს, სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას, ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. 

კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


 



სოფელ ნიქოზზე მიტანილი საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა ზურაბ ბალაშვილი, რუსულმა ბომბდამშენებმა ნიქოზს 9 აგვისტოს შეუტიეს. ზურა იქ იყო, თავის ბატალიონთან ერთად. სიკვდილის წინ მეგობრებისთვის უთხოვია, ოჯახს მიმიხედეთო. 4 თვის იყო ლიკა, მამამ რომ დატოვა და თავისი თავდადებით გმირის ქალიშვილის სტატუსი მიანიჭა.

კაპრალი ზურაბ ბალაშვილი 21-ე ბატალიონში მსახურობდა. 17 დეკემბერს 28 წლის გახდებოდა...

ბალაშვილი ირინა, ზურას მეუღლე: `სანამ ომი დაიწყებოდა, წინა პერიოდში, ერთი კვირით სახლში იყო ჩამოსული. იმ ერთ კვირაში სულ იმას გაიძახოდა, მე თუ რამე დამემართა, თქვენ თავს მიხედეთო... სახლიდან 2 აგვისტოს გავიდა. როცა გადიოდა უკან მობრუნდა და ყველას სათითაოდ გამოგვემშვიდობა... ცრემლიანი თვალებით წავიდა... თითქოს გრძნობდა რაღაცას.



კონტრაქტს ერთ წელში ამთავრებდა. ერაყშიც ნამყოფი იყო...

ბოლოს 6 აგვისტოს ველაპარაკე, მითხრა - ბავშვს მიხედე და თავსაც გაუფრთხილდიო. მერე ჩემს ძმას დაურეკა, დაბადების დღე მიულოცა, უთქვამს: ერთი წლისთავი შეგვისრულდა, რაც მე და შენი და დავქორწინდით, შენს დაბადების დღეზეო... სახლშიც დაურეკავს და უთქვამს, ირინას არ გააგებინოთ, რომ ომში ვარო... ამ დროს უკვე ზემო ნიქოზში ყოფილა. არადა გვატყუებდა, არსად არ გავსულვარო. რომ დაიღუპა მერე გავიგეთ, რომ ომში იყო. 9 აგვისტოს დაღუპულა. ნიქოზში, საჰაერო დაბომბვა რომ მომხდარა, კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვედრია... არტერია ჰქონია გადაჭრილი... მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს, ვინც მასთან ერთად იყვნენ ბოლო წუთამდე, უთქვამს ბიჭებისთვის ცოლ-შვილს მიმიხედეთ ბიჭებოო... მარტო ზურა დაიღუპა, მისი ბატალიონიდან ყველანი ცოცხლები არიან“.

ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდა... უნდოდა ხუთი შვილი გვყოლოდა. ძალიან უყვარდა ბავშვები...

ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყველაფრის გაკეთება მოასწრო. ხელი მოვაწერეთ, 9 თებერვალს გადავიხადეთ ქორწილი... 9 აპრილს, ზურას გარდაცვლილი მამიდის დაბადების დღეზე, გოგონა შეგვეძინა და მისი სახელი ლიკა დავარქვით. უბედნიერესი ადამიანი იყო, როცა ლიკა გაჩნდა. არ გამოუშვეს ჯარიდან და სურათები გავუგზავნეთ. სამ დღეში მოვიდა... ყველაფერს გვპირდებოდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანები თქვენ იქნებითო... მეუბნებოდა, ნახე, როგორ უნდა გაცხოვროთო...

ბავშვი ოთხი თვის იყო, მამა რომ დაეღუპა... მაშინ მოვნათლეთ ჩვენი შვილი. არადა ზურას უნდოდა დიდი ნათლობა გადაეხადა...

ახლა სურათებით იცნობს მამას, საფლავზე ხშირად დამყავს. იცის, რომ მამა წასულია და ტკბილეული უნდა მოუტანოს. დღეს ლიკა მამას, მამაჩემს და ჩემ ძმას ეძახის...

საშინელებაა მის გარეშე ცხოვრება. მთელი 5 თვე აზრზე ვერ მოვდიოდი. ყოველდღე სასწრაფო იდგა ჩვენს კარებთან. ალბათ, ადამიანი ეგუება ყველაფერს, შვილის გამო... ფეხზე უნდა დავდგე და გავზარდო. ჩემი გულიდან არასდროს არ წაიშლება ზურა...“

ზურა ბალაშვილი 1981 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. ოჯახში მეორე შვილი იყო. ზუსტად ერთი წელი იცხოვრა მეუღლესთან ერთად, ქორწინებიდან ერთი წლის თავზე დაიღუპა... არაფერი დარჩა ოჯახს სანუგეშო, გარდა იმისა, რომ იციან ზურა სამშობლოს შეეწირა და დღეს უკვდავყოფილი გმირების რიგებშია. პატარა ლიკა მამას მაინც ელოდება...


გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0