სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
თამაზ ნიკიტინი ედუარდის ძე 1982-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაკრძ. ოზურგეთი ცხოვ. ქუთაისი

1982-2008 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ნიკიტინი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

491       ბეჭდვა

თამაზ ნიკიტინი ედუარდის ძე 1982-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაკრძ. ოზურგეთი ცხოვ. ქუთაისი

კაპრალი, მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. გარდ   09 აგვისტო


 დედა ომში წასულ შვილს შეეხმიანა. შვილი მალავდა, რომ ცხინვალში იბრძოდა, დედას მოესმა აფეთქების ხმა და „ვაიმე დედა“... კავშირი გაწყდა... 26 წლის ვაჟკაცი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.

თამაზის უფროსი შვილი გიორგი ნიკიტინი დაიბადა 2004 წლის 12 ოქტომბერს. მოუთმენლად ელოდა მეორე შვილს, საბა მისი გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, შობა ღამით...

თამაზ ნიკიტინი 1982 წელს დაიბადა ქუთაისში. მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო.

ნელი მჭედლიძე, დედა: „თავისებური ბავშვი იყო. სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებაზე იყო, ხშირად მითქვამს, დამშვიდდი, გააანალიზე და ისე მოიქეცი-მეთქი, მაგრამ წამებში რეაგირებდა ყველაფერზე. ძალიან სულსწრაფი იყო“.


ძმებმა ერთად მოიარეს ბაღი, სკოლა, სამხედრო ლიცეუმი, ჯარი...

ძმები სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ _ ბიჭების ბაბუა თეთრგვარდიელი იყო, წითლებმა დახვრიტეს...

დედა: „იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდათ, რომ სავალდებულოს სანამ მოიხდიდნენ, შემოგვთავაზეს, აკადემიაში გაეგრძელებინათ სწავლა. მაშინ დიდი თანხები იყო საჭირო, საშუალება არ გვქონდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მაშინ ვალერი ჩხეიძე იყო, მან გვითხრა, რომ თუ ნახევარს გადავიხდიდით, სწავლის საფასურის ნახევარს დეპარტამენტი გადაუხდიდა, მაგრამ ამის საშუალებაც არ გვქონდა, ობლები იყვნენ, მამა ადრე გარდაეცვალათ. შემდეგ უკრაინაში გაგზავნა შემომთავაზეს, მაგრამ 4 წელი უნდა ესწავლათ, შემდეგ კიდევ 4 წელი უკრაინაში ემსახურათ, ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო...“


ბიჭებმა ჯარის მოვლის მერე კონტრაქტი გააფორმეს სამშობლოსთან.

დედა: „ 8 წელიწადი ორივე ძმას სამხედრო ფორმა ეცვა, პირნათლად ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას. ბოლოს, 2-3 წელი, თავდაცვის სამინისტროში მსახურობდნენ, მანამდე საზღვრებზე მუშაობდნენ. პირველი ამერიკული წვრთნა წარმატებით გაიარეს. ამერიკელ ინსტრუქტორებთან ნიძლავიც აქვს მოგებული: თვალებახვეული ნებისმიერი სისტემის იარაღს ცნობდა, თვალებახვეული წამებში შლიდა და აწყობდა იარაღს...“

პირველ კონტრაქტს, მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ბოლო კონტრაქტი - სამშობლოსთან 2008 წლის აპრილში დადო... მეორე ბრიგადაში მსახურობდა, მეტყვიამფრქვევე იყო...

თამაზ ნიკიტინი 23 წლის იყო რომ დაოჯახდა – მომავალი მეუღლე თავის ძმის ქორწილში გაიცნო და რამდენიმე დღეში ცოლადაც შეირთო. ძალიან უნდოდა მეორე შვილი, მოუთმენლად ელოდა, საბა მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, შობა ღამით...

დედა: „ომამდე ორი კვირით ადრე, თითქმის მთელი ბრიგადა შვებულებაში გამოუშვეს. 8 წლის მანძილზე ორივე ბიჭი ერთად სახლში არ მინახავს, მიკვირდა, მეუბნებოდნენ ახალი წესი შემოიღეს, არაფერიაო. ბოლო ერთ კვირაში მთელი სანათესავო შემოიარა, ყველას დაემშვიდობა, წასვლის წინა დღეს, ზღვაზე წაგვიყვანა, პატარა ბავშვებივით ატრაქციონებზე დაგვსხა და საათობით გვიყურებდა. რომ ვკითხე, რატომ იქცევი, შვილო, ასე მეთქი, არა, ისე გიყურებო. მეორე ბიჭი მანამდე წაიყვანეს კოდორში და ძმაზე დარდობდა... ბოლოს ღამის 3 საათზე მოვიდა ჩემთან, გადამეხვია, თითქოს აუცრემლიანდა თვალები, ბიჭები მელოდებიან მანქანაში, გამომიძახეს, მივდივარ და აბა, შენ იციო. 5 აგვისტოს გამთენიისას წავიდა... ხშირად ვურეკავდი... მიბრაზდებოდა, რომელი იქცევა შენსავით, ნუ რეკავო... 8 აგვისტოს, დღის 1 საათზე დავურეკე, კარგად ვარ, ბაზაზე ვარ, ცხინვალში არ ვარო... ამ დროს აფეთქების ხმა მომესმა, რასაც `ვაი, დედა~ მოჰყვა და გაწყდა სატელეფონო კავშირი... მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ იყო ჩვენს თავს. სამი დღის ძებნის მერე მივაგენი გორში... შავნაბადას სპეცრაზმელებს უცვნიათ და არ დაუტოვებიათ... `ნიკიტას~ ეძახდნენ თურმე ბიჭები... ოზურგეთში დავკრძალეთ, მამაჩემის გვერდით. ომამდე ჩემი დისთვის უთქვამს, რამე რომ მოხდეს, ბაბუას გვერდით დამასაფლავეთო... კარგი მეუღლე ჰყავდა, სიცოცხლის მეტი არაფერი აკლდა. ერთადერთი, შვილზე ოცნებობდა, იცოდა, რომ ფიქრია ორსულად იყო... ბავშვმა მარტო სურათებით იცის მამა. საფლავზეც ხშირად დაგვყავს... დღემდე ვერ ვეგუები უმისობას, დღემდე ველოდები... ჩემთვის ცხოვრება 8 აგვისტოს დამთავრდა... მას მერე ჩემს სახლში აღარც ახალი წელია, აღარც არსად დავდივართ, არც სტუმრები მოდიან... მკვდრად არც ვიხსენიებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველგან ჩემთან ერთადაა...“


მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, ადგილობრივმა ვეტერანებმა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ოზურგეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოსათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
მოგვიანებით, უწყების ადგილობრივი სამმართველოების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები მათ მშობლიურ სოფლებში გაიხსენეს და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთადან იყო. სამხედრო აკადემია უკრაინაში დაამთავრა. ფოთში სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. როდესაც ფოთის პორტი დაბომბეს, თავის სამუშაო ოთახში იმყოფებოდა და მეგობრებს, ღია ფანჯრიდან გასძახა_ ყველანი დაწექითო. ამ დროს ჩამოუგდია მტერს კასეტური ბომბი, რომლის ანასხლეტიც თავში მოხვდა... ადგილზევე დაიღუპა.
თეიმურაზ ჭიტაძე, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის და მედლით ‘’ქაქუცა ჩოლოყაშვილი’’.
კაპრალი თამაზ ნიკიტინი და მისი ძმა სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ _ ბიჭების ბაბუა თეთრგვარდიელი იყო, ‘’წითლებმა’’ დახვრიტეს...
2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში, თამაზის ძმა კოდორში წაიყვანეს, მის ძმაზე ნერვიულობდა... თავად 5 აგვისტოს წავიდა. ბოლოს დედას 8 აგვისტოს ესაუბრა ტელეფონით_ ცხინვალში ბაზაზე ვარო, უპასუხა და სწორედ ამ დროს აფეთქების ხმა გაისმა, რომელსაც მოჰყვა სიტყვები:’’ვაიმე, დედა’’... და კავშირი გაწყდა. 3 დღის შემდეგ იპოვა ოჯახმა, შავნაბადას სპეცრაზმელებს უცვნიათ და არ დაუტოვებიათ... ‘’ნიკიტას’’ ეძახდნენ თურმე ბიჭები... ოზურგეთში, ბაბუის გვერდით დაკრძალეს...
თამაზ ნიკიტინი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის.
კაპიტანი მერაბ ახობაძე წარმოშობით ჩოხატაურიდან იყო. სამხედრო აკადემია დაამთავრა. 2004 წლის ცხინვალის მოვლენებშიც მონაწილეობდა; 2008 წელსაც სწორედ იმ პოზიციებზე მოუხდა ყოფნა, რომელზედაც 2004 წელს. დაგეგმარების უფროსი იყო და წესით, არ უნდა ებრძოლა, მაგრამ ბრძოლის ველზე იყო, სხვებისთვის მაგალითი რომ მიეცა. 9 აგვისტოს, ცხინვალში, დაბომბვისას დაიღუპა...

მერაბ ახობაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
კაპრალი მურთაზ ირემაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდან იყო. კონტრაქტით 41-ე ბატალიონის მე-4–ე ბრიგადაში მსახურობდა. 6 აგვისტოს ვაზიანიდან გორის ჰოსპიტალში, მაღალი სიცხით გადაიყვანეს _ ნუშისებრი ჯირკვლების (‘’გლანდების’’) ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა, 7-ში სიცხიანი წავიდა საბრძოლველად... 9 აგვისტოს, ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა; ჯერ მხარში მოხვედრია ტყვია, წამომდგარა, შემობრუნებულა და ავტომატი მოუმარჯვებია. ამ დროს ზურგიდან კეფაში დაუჭრიათ... ბიჭებო, მომკლესო_ მეგობრებისთვის დაუძახია.. იქ იყო მისი ძმაკაცი, კაპრალი გაგა სირაძე. მან უკვე გარდაცვლილი თანამებრძოლი 12 კილომეტრი ზურგით ატარა... ცხინვალიდან თითქმის გორამდე...
მურთაზ ირემაძე, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის.
სერჟანტი ფილიპე მგალობლიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის დედათა მონასტრის ეზოში განისვენებს. 2008 წლის ტრაგიკული აგვისტოს დღეებში ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და გადაადგილება უჭირდა, თუმცა, როცა გაიგო, რომ 7 აგვიტსოს განგაში გამოცხადდა, ნაწილში თავადაც მივიდა. 21-ე ბატალიონის მეთაური, შალვა დოლიძე იყო და ფილიპე რომ დაინახა, უსაყვედურა_შენ სადღა მოდიხარ, ფეხსაცმელს ვერ იცმევო.. რას ჰქვია, სად მივდივარ, „პედალზე” ხომ მაინც მივაჭერო“_ უპასუხა...
7 აგვისტოს, თავისი ქორწინების მე-9 წლისთავზე, ერგნეთთან, ავტომანქანების კოლონა დაიბომბა, რომელთაგან ერთ-ერთს, ფილიპე მართავდა..იგი ადგილზევე დაიღუპა...
ფილიპე მგალობლიშვილი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის.
კაპრალი ემზარ წილოსანი ლანჩხუთიდან იყო. სენაკის ბაზაზე მსახურობდა. ბავშვობიდან უყვარდა სამხედრო ფორმა... 6 აგვისტოს გამოიძახეს ბაზაზე, საიდანაც ცხინვალისკენ წაუყვანიათ... 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში, სადგურთან დაიღუპა...
შინდისის გმირი, ემზარ წილოსანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახხტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
კაპრალი რუსლან წულაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანიდან იყო. ბავშვობიდან ჯარისკაცის ფორმის ჩაცმაზე ოცნებობდა. მეორე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა, გამნაღმველი იყო... სახლიდან გასვლის წინ, 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, თავისი ჯვარი მოიხსნა და დედას დაუტოვა_ შენ ატარეო... მისმა დედამ, ლიდია ინშუნამ, ომში წასული შვილის ხმა ბოლოს 9 აგვისტოს გაიგო...
რუსლანი შინდისში დაიღუპა...
შინდისის გმირი, რუსლან წულაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის.
დიდება გმირებს!
პირველი ქორწინებიდან გიორგი თამაზის ძე ნიკიტინი. თამაზის პირველი შვილი, გიორგი ნიკიტინი  დაიბადა 2004 წლის 12 ოქტომბერს.
გიორგი, თამაზის დიდი ბაბუის სახელს ატარებს. 2008 წელს გიორგი იყო 4 წელის ხდებოდა. მაშინ ძალიან პატარა და ფაქტიურად არც ახსოვს მამა. გიორგი გმირი მამის  ისტორიაზე გაიზარდა.
მეუღლე პირველი ქორწინებიდან მარი სამუშია, დაბადებულია სოფ. ლია (წალენჯიხა)

დედა ნელი თამაზის ძე მჭედლიძე 1961წელი


შვილი  საბა თამაზის ძე ნიკიტინი  დაბადებულია 2009 წელი, 

მამის მამა გიორგი ნაფეტვარიძე დახვრიტეს თეთრგვარდიელებმა 32 წლის ასაკში


მამის მამა გიორგი ნაფეტვარიძე დახვრიტეს თეთრგვარდიელებმა 32 წლის ასაკში


მამის მამა გიორგი ნაფეტვარიძე დახვრიტეს თეთრგვარდიელებმა 32 წლის ასაკში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 04.09.2024
სულ რედაქტირებულია 9





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0