სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
ჯაილოვა დიმიტრი ოთარის ძე 1971 – 2008 36 წლის სამაჩაბლო ქუთაისი

296      

ჯაილოვა დიმიტრი ოთარის ძე 1971 – 2008 36 წლის სამაჩაბლო ქუთაისი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1971 – 2008

 

მტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, დიმიტრის დაჭრილი რეზერვისტები საავადმყოფოში მიჰყავდა. ორი გზა გააკეთა და გაიყვანა კიდეც დაჭრილი ბიჭები სამშვიდობოს, მესამედ რომ გამოდიოდა, პატარა ძმამ სთხოვა, დროებით თავი შეეკავებინა, ყველაფერი იბომბებოდა, მიწა დუღდა. დიმიტრიმ იუარა, დაჭრილ ბიჭებს ვერ მივატოვებო. ძმას დაემშვიდობა, გზატკეცილზე გამოვიდა და... ძმის თვალწინ აფეთქდა...

ძმა მივარდა, კარი გამოაღო. უფროსი ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა...

ამ შემზარავი ფაქტის შემსწრე გიორგი ჯაილოვმა სულიერ ტრავმას ვერ გაუძლო და სერიოზულად დაავადებული გამოარიდეს სამხედრო სამსახურს...

ეს არის დედის თვალწინ დატრიალებული სამი შვილის ტრაგედია.

11 წლის იყო დიმიტრი ჯაილოვი-უმცროსი, 10 წლის ძმა მის თვალწინ რომ დაიხრჩო წყალში...

დედა, ციალა ჯაილოვა, მაშინ 26 წლის იყო... ცხოვრება გაგრძელდა, შვილმკვდარმა დედამ მესამე ვაჟი შვა... გამოხდა ხანი. დიმიტრი და მის ხელში გაზრდილი, 14 წლით უმცროსი ძმა – გიორგი, სენაკის ბაზაზე მსახურობდნენ. დიმიტრი კავშირგაბმულობის ასეულში მუშაობდა მძღოლად.

დიმიტრი ჯაილოვი 1971 წლის 10 მარტს დაიბადა ქუთაისში. 15 წლის ციალა ჯაილოვასთვის ის პირველი ვაჟი იყო. დედა გაიხსენებს, რომ დიმიტრი თავიდანვე ჭკვიანი და წყნარი ბავშვი ყოფილა, მაგრამ მას მერე, რაც ძმა მის თვალწინ დაიხრჩო, კიდევ უფრო გულჩათხრობილი გამხდარა. სწავლობდა ქუთაისის 34-ე საშუალო სკოლაში, მასწავლებლები მუდამ კარგად ახასიათებდნენ. 2 წელი მსახურობდა ლიპეცკში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 2004 წელს საკონტრაქტო სამსახური დაიწყო.

23 წლის იყო დიმიტრი, რომ დაოჯახდა. ზემო ნიქოზში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს – ეკა მჭედლიძეს.

2000 წელს პირველი შვილი შეეძინათ – ვაჟი.

ციალა ჯაილოვა: „სულ ჯარზე ელაპარაკებოდა ბავშვს, უნდოდა, რომ ბიჭი სამხედრო მოსამსახურე გამოსულიყო. ახლა ის 10 წლისაა. მეორე გოგონა შეეძინა 2001-ში და მესამე – ბიჭი, 2004-ში...“

დიმიტრი უკვე სამი შვილის მამა იყო, კონტრაქტი რომ გააფორმა სამშობლოსთან. პირველი ხელფასი მთლად საჩუქრებში დაუხარჯავს.

შრომობდა, ხარობდა შვილებით და არ დასცალდა…

ციალა ჯაილოვა, დედა: „სიტუაცია რომ დაიძაბა, შინ იყო. ძალიან დაუმძიმდა ხასიათი. ვკითხე, რატომ ხარ-მეთქი ასე შეფიქრიანებული. სამი ბავშვი რთული გასაზრდელიაო. შინიდან ბოლოს 1 აგვისტოს წავიდა, განგაშია გამოცხადებული და ერთი კვირა ვერ გნახავთ, ტელეფონით დაგიკავშირდებითო. გიორგიც იქ იყო... ხშირად ვესაუბრებოდი ბიჭებს ტელეფონით, სულ მამშვიდებდნენ. 8 აგვისტოს დღის მანძილზე რამდენჯერმე ვესაუბრე...“

სენაკის ბაზა დაიბომბა... დედა ღამის 2-ის ნახევარზე ურეკავდა შვილებს. დიმიტრი უკვე აღარ პასუხობდა... მეორე შვილს, გიორგის დაელაპარაკა...

დედა: „გიორგიმ მითხრა, ალბათ, სძინავსო... არადა უკვე გარდაცვლილი ყოფილა დიმიტრი და მე მიმალავდა...“

თავზარდაცემული ჯარისკაცი მწარე სიმართლეს უმალავდა დედას, მაგრამ დილით სხვა გზა არ იყო... დედასთან დარეკა...

დედა: „მთხოვა, მეზობელი დამალაპარაკეო. მისთვის უთქვამს, რაც მოხდა... თავიდან მიმალავდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, უკვე მოასვენებდნენ ცხედარს“.

გმირის ცხედარი მამისა და უმცროსი ძმის გვერდით დაკრძალეს...

გმირის უფროსი ვაჟი ჯარისკაცობას აპირებს – მამაჩემივით ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო...

მართლაც მწარეა ხვედრი, რომელიც გმირის დედას ერგო...

მას გმირი ვაჟი ხშირად ესიზმრება... „პირჯვარს გადაგვწერს და მეუბნება, დედა, აბა, შენ იცი, გამიზარდე ბავშვები...“





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0