Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
კოხრეიძე ლევან რეზოს ძე 1975 - 2008 33 წლის სამაჩაბლო სამტრედია

374      

კოხრეიძე ლევან რეზოს ძე 1975 - 2008 33 წლის სამაჩაბლო სამტრედია

მცროსი სერჟანტი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1975 - 2008

 

შინდისში კბილებამდე შეიარაღებულმა რუსებმა ქართველი მეომრები რომ ალყაში მოაქციეს, ის თანამებრძოლებთან ერთად გამოეშურა... 9 მანქანა მოდიოდა, ტყვია-წამლითა და დაჭრილებით, მოდიოდა და... ყელქცეულში დააწია მტერმა ბომბები... აფეთქებამ მანქანიდან გადმოაგდო...

ბოლოს აღმოხდა: „ეს სად ვკვდები, ნეტავ, კიდევ ერთხელ ჩამახუტა ნანუკა...“

ლევან კოხრეიძე 1975 წელს დაიბადა სამტრედიაში.

სამი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მსახიობმა მამამ ამ ტრაგედიის შემდეგ სცენა მიატოვა და მღვდლად ეკურთხა.

სკოლაში ქუთაისში შეიყვანეს. იმ პერიოდიდან ოჯახი უკვე ქუთაისში სახლობდა. კარგად სცოდნია რუსული და ინგლისური ენები. დადიოდა მხატვრულ ტანვარჯიშზე და არაერთი მედალი და ჯილდოც მიუღია.

სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა.

27 წლის იყო რუსთაველ გოგონაზე, ინგა ბარათაშვილზე რომ დაქორწინდა.

ინგა ბარათაშვილი, მეუღლე: „აღდგომა დღეს გავიცანი ჩემს მეგობართან, დიდ ჯიხაიშში, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი... ლევანს მცირე ბიზნესი ჰქონდა და თითქმის ყოველდღე უწევდა რუსთავში ჩამოსვლა, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს... 9 თვის შემდეგ გავიპარეთ... ცხოვრებაში სულ ერთხელ მითხრა, მიყვარხარო, და ერთხელ, ცოლად გამომყევიო. მიაჩნდა, რომ ნამდვილი მამაკაცი ამას მხოლოდ ერთხელ ამბობს... სიურპრიზებს არ მაკლებდა, აივანზე მიყრიდა ყვავილებს... 9 თვის შემდეგ შვილი შეგვეძინა. ბავშვს მისი გარდაცვლილი დედის სახელი დავარქვით... ჯარში წასვლა გადაწყვიტა. დედაჩემი იყო ძალიან წინააღმდეგი, ეხვეწებოდა, ნუ წახვალო. მაინც წავიდა. სენაკში, მეორე ბრიგადაში მუშაობდა, კავშირგაბმულობის ხაზით. ორი წელი იმსახურა ჯარში, სექტემბერში უფროსი სერჟანტი უნდა გამხდარიყო...“

ომი დაიწყო და ლევანს სამშობლოსთვის თავგანწირვის გარდა, ყველა სხვა გეგმა განუხორციელებელი დარჩა.

ინგა: „ლევანი უკანასკნელად 19 ივლისს ვნახე. შვებულება ჰქონდა. 19 ივლისს წამოვიდა სოფლიდან. მთელი ცხოვრება თავად აღებდა ჭიშკარს და იმ დღეს მე მთხოვა, ჭიშკარი გამეღო. შენ უნდა გამიღო ჭიშკარი და შენ უნდა გამაცილოო... გავაცილე... ხშირად ვეხმიანებოდი... თავიდანვე ცხინვალში იყო და ბოლომდე მატყუებდა, ხან გორს ამბობდა, ხან – ქარელს...

ლევანის დაღუპვა სამი დღის შემდეგ გავიგე... ერთადერთი ოცნება ჰქონდა, უნდოდა, ნანუკა ენახა მოცეკვავე. ნანუკა ახლა 6 წლისაა და არაჩვეულებრივად ცეკვავს... მიმძიმს უმისობა, ერთადერთი ბედნიერი იმით ვარ, რომ ლევანის ხატება დაიარება ამქვეყნად ნანუკას სახით...“