სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე 1984 - 2008 25 წლის სამაჩბლო სოფ. ძიროვანი ტყიბული ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე 1984 - 2008 25 წლის სამაჩბლო სოფ. ძიროვანი ტყიბული

270      

ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე 1984 - 2008 25 წლის სამაჩბლო სოფ. ძიროვანი ტყიბული

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1984 - 2008

 

თერთმეტ აგვისტოს შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული ნიკოლოზ ფორჩხიძე, გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მისი ბატალიონი რუსულ არმიას. ქართველი გმირები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. შინდისი დღეს მათ ხსოვნას ინახავს.

ნონა ფორჩხიძე, დედა: „პირველად 7 აგვისტოს დაგვირეკა, დაგვამშვიდა, გვითხრა ყველაფერი კარგად არისო. არადა ამ დროს თურმე ჯარისკაცები ცხელ ხაზზე გადაჰყავდათ და ზესტაფონი-თბილისის გზაზე გადადიოდნენ. ჩემი მული ამ დროს თბილისში მიდიოდა. მან არაფერი იცოდა ომის დაწყების შესახებ. ჯარისკაცები, რომ დაუნახავს გაჰკვირვებია, რა ხდებაო. ამ დროს ნუკრის დაურეკავს მასთან და სრულიად შემთხვევით გაუგიათ, რომ ერთ გზაზე იყვნენ. ნუკრის ასე უთქვამს მამიდასთვის, ომში მივდივარ და დედიკოს არაფერი უთხრა, მოკვდებაო. თუმცა ჩემმა მულმა მაინც მითხრა. 7, 8, 9 აგვისტო გათიშული ვიყავი თურმე, როგორც მითხრეს, მხოლოდ წყალზე ვიყავი. მე არაფერი მახსოვს. ამ პერიოდში გვიკავშირდებოდა და ისევ გვაიმედებდა. 10 აგვისტოს მამამისს დაურეკა, მალე ჩამოვალო. ამ დროს კი ცხინვალში იდგნენ. ამის მერე ვეღარ დავუკავშირდით. ჩვენ მთელი დღეები ველოდით, მაგრამ ამაოდ... ჩემთვის ეს საშინელი დღეები იყო. ნუკრი 18 აგვისტოს ჩამოასვენეს და როგორც იყო მითხრეს. უფრო სწორად, მე მივხვდი იმდენი ხალხი იყო ჩვენთან მოსული... ჩემს ნუკრის უკანასკნელი ღამე სახლში გავატარებინე. 19 აგვისტოს კი წესის აგებით დავასაფლავეთ.

სულით მებრძოლი იყო ჩემი შვილი. 2006 წელს სამხედრო სავალდებულო ჯარიდან რანდენიმე თვეში ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზაზე 22-ე ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი იყო. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ერთხელ სავალდებულოდან იყო სახლში ჩამოსული და გვითხრა: ,,დედა, იცი, ჩვენთან რჩეული ბიჭები უნდათ ჯარში, კონტრაქტს აწერენ ხელს და მე უარი როგორ უნდა ვუთხრა ქვეყნის სამსახურში ყოფნას?!~ ნუკრი მაღალი და მხარბეჭიანი ბიჭი იყო. ამის მერე როგორ უნდა დაგვეშალა. მას ეს მთელი გულით უნდოდა. შვებულებიდან რომ მოდიოდა ხოლმე, სულ იქით უწევდა გული. სულ იქითკენ მიიჩქაროდა“.

ნიკოლოზ ფორჩხიძე 1984 წლის 7 თებერვალს, ქალაქ ტყიბულში დაიბადა. დედა იხსენებს: „დიდთოვლობა იყო. სამშობიაროში, რომ მიმიყვანეს საშინელი ქარი ქროდა, იძროდა ყველაფერი. ნუკრი რომ დაიბადა, შემოვიდა ექიმი და მეუბნება: ,,თქვენი შვილი გმირი იქნებაო“. მე გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატომ მითხრა მან ეს. გაკვირვებულმა ვკითხე, რატომ მეუბნებით მაგას-მეთქი. ,,აქ რომ მოგიყვანეს კედლები იძროდა ქარისგან, თქვენი შვილის დაბადებისთანავე ყველაფერი ჩაწყნარდაო“ - ასე მითხრა. მართალი გითხრათ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა, ან საერთოდ ნიშნავდა კი რამეს? ახლა მენიშნება იმ ექიმის სიტყვები.

საოცარი ბავშვი იყო. თბილი და მოსიყვარულე. ყველას მიმართ ყურადღებიანი. დამთმობი და დინჯი, ამით იყო გამორჩეული. საოცრად კარგი ძმა იყო დისთვის. ნუკრიმ ტყიბულის მეოთხე საშუალო სკოლის 10 კლასი დაამთავრა. მერე მოეწყო თბილისში ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე სპორტს მიჰყვებოდა. დიდი სამეგობრო ჰყავდა. ადვილად შედიოდა ადამიანთან კონტაქტში.

შეყვარებული ჰყავდა ბათუმელი - დიანა. ის მისი დიდი სიყვარული იყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. აგვისტოში უნდა მოვიყვანო ცოლი და დიდი ქორწილი გადავიხადოო, ამბობდა, მაგრამ ვერ მოასწრო. დიანამ, რომ გაიგო ნუკრის დაღუპვის ამბავი, ნერვიული სტრესი მიიღო და წელს ქვევით მოწყდა. დაახლოებით ნახევარი წელი ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან. ამის გამო ვერ მოახერხა დიანამ ნუკრის გასვენებაზე ჩამოსვლა. თქვენ არ იცით, მე როგორი შვილი დავკარგე, მაგრამ ამაყი დედა ვარ, გმირი გავზარდე, ქვეყნისთვის სასახელო“.

ნიკოლოზის მშობლიური ქუჩა დღეს მის სახელს ატარებს.






სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0