სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ირაკლი ჯანელიძე ვაჟას ძე 1987 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი ირაკლი ჯანელიძე ვაჟას ძე 1987 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი ირაკლი ჯანელიძე ვაჟას ძე 1987 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი ირაკლი ჯანელიძე ვაჟას ძე 1987 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჯანელიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

ირაკლი ჯანელიძე ვაჟას ძე 1987 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი

ირაკლი ჯანელიძე ვაჟას ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1987 – 2008


 

ოცი წლის ჭაბუკს შინდისთან ჩასაფრებულმა მტერმა მოუსწრაფა სიცოცხლე.

ბიჭები მედგრად იგერიებდნენ მტრის იერიშებს, მაგრამ მტრის ურიცხვობამ თავისი გაიტანა...

ის ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად.

მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა, მხოლოდ მარცხენა ბეჭი გადარჩა უვნებლად. ბეჭი, რომელზეც ჯვარი ჰქონდა ამოსვირინგებული... სწორედ ამ ნიშნით იცნო მამამ შვილის დამწვარი ცხედარი...

ირაკლი ჯანელიძე ნანატრი ვაჟი იყო ოჯახისთვის, ტყუპი დების შემდეგ რომ შეეძინათ მშობლებს.


დაიბადა 1987 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში.

ჯარისკაცის მამა გაიხსენებს, რომ ირაკლი იყო წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი. 9 კლასის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში გააგრძელა. 18 წლის გახდა თუ არა, უკვე 2006 წლის აგვისტოში, კოლეჯი არც დაუმთავრებია, ისე წავიდა ჯარში. 45-დღიანი კარანტინი სენაკში გაიარა და ისე, რომ მშობლებმა არც იცოდნენ, კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. იყო კაპრალი.

მანქანაზე ოცნებობდა თურმე და აიხდინა ოცნება – მანქანა იყიდა.

დღესაც სახლში ჰყავს ოჯახს ირაკლის მანქანა...

მამა გაიხსენებს, რომ ომის დაწყების წინა დღეებში ირაკლი გულჩათხრობილი გახდა.

მამა: „2-3 აგვისტოს სახლში მოვიდა, მაგრამ ისე იყო დაღვრემილი და ჩაფიქრებული, რომ სიტყვას არავის ეუბნებოდა. მგონი, იცოდა, რომ ომი იწყებოდა... 6 აგვისტოს ბიძაშვილი ჩამოიყვანა ჭიათურიდან, ქუთაისში საავადმყოფოში დააწვინა. მეორე დილას, 7 აგვისტოსაც ჩამოაკითხა და წავიდა... საერთოდ არაფერი უთქვამს. მე სახლში არ ვიყავი, საჩხერეში ვმუშაობდი იმ პერიოდში, დედასა და დებს უთხრა, ხვალ ჩამოვალო... მე ტელეფონით ველაპარაკე, არც ჩემთვის გაუმხელია არაფერი, არც ვიცოდი, რომ ომში იყო წასული... არც 9 აგვისტოს გამიმხილა, რომ ომში იყო, მითხრა, პოლიგონზე ვარო... ტელეფონზე ხშირად ველაპარაკებოდი და სულ გვამშვიდებდა. ბოლოს 10 აგვისტოს, ღამის 2 საათზე ველაპარაკე.

ვკითხე, სად ხარ, ცუდ ამბებს აცხადებენ-მეთქი. პანიკას ნუ აჰყვები, პოზიციებზე ვდგავართ და მალე ჩამოვალო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ამის შემდეგ ვეღარ ვუკავშირდებოდით... 11-ში, 12-ში, 13-ში რომ აღარ დარეკა, უკვე ვგრძნობდი, რომ ცოცხალი აღარ იყო...

მაინც ვეძებდი, ხან ბორჯომში წავედი, ხან – ბაკურიანში, მერე გზები ჩაიკეტა. ნათესავებს ვთხოვე, თბილისის საავადმყოფოებში ეძებნათ – დაჭრილებში, მიცვალებულებში, ყველგან. 17-ში საღამოს დამირეკა ერთ-ერთმა ნათესავმა, ერთ-ერთ „ცინკის“ კუბოს „ჯანელიძე“ აწერიაო...

ამასობაში მთავრობიდანაც დამირეკეს და თავდაცვის სამინისტროში ამოცნობაზე დამიბარეს... 19 აგვისტოს გადმოვასვენეთ და დავკრძალეთ ქუთაისში...

ორი კი არა, ორი ათასი წელი რომ გავიდეს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცხოვრება დასრულებულია... იმისთვისღა ვცოცხლობ, რომ მის ტყუპ დებს, ჩემს ქალიშვილებს მივაქციო ყურადღება...

ბავშვი უნდა მოენათლა ჭიათურაში, ვერ მოასწრო... დაიღუპა... მერე მე მთხოვეს, მის ნაცვლად მომენათლა. შარშან ნათლისღებაზე უნდა მომენათლა, მაგრამ წასვლის თავი არ მქონდა. წინა ღამით დამესიზმრა ირაკლი... ჭიშკართან დადიოდა. ვკითხე, სადა ხარ, ბიჭო, ამდენს ხანს, არ იცი, ხვალ გიორგი რომ უნდა მონათლო-მეთქი? ჩაფიქრდა და მერე მითხრა: დიდი ხნით მივდივარ მე და მოდი, მამა, შენ მონათლეო. მეორე დღეს წავედი, მოვნათლე ის ბავშვი...“

კიდევ ერთი ქართველი გმირი დაეცა სამშობლოსთვის ბრძოლაში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0