სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
ბარამია მარლენ ტარიელის ძე 1984 - 2008 24წლის სამაჩბლო ოჩამჩირე აფხაზეთი ბარამია მარლენ ტარიელის ძე 1984 - 2008 24წლის სამაჩბლო ოჩამჩირე აფხაზეთი ბარამია მარლენ ტარიელის ძე 1984 - 2008 24წლის სამაჩბლო ოჩამჩირე აფხაზეთი

318      

ბარამია მარლენ ტარიელის ძე 1984 - 2008 24წლის სამაჩბლო ოჩამჩირე აფხაზეთი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1984 - 2008

 

აფხაზეთი მისი მოუშუშებელი ტკივილი იყო, ხშირად იგონებდა წლებს, რომელიც იქ გაატარა. ენატრებოდა ცა, ზღვა და მიწა, სადაც დაიბადა, მაგრამ წაართვეს. აფხაზეთის დაბრუნება მისი ოცნება იყო. ოცნება, რომელიც ვერ აისრულა. 11 აგვისტოს შინდისთან ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი გმირი.

სალომე სანაძე, მეუღლე: „მისი ნაწილი ომში 8 აგვისტოს წაიყვანეს, მანქანების კოლონამ ჩვენი სახლის წინ 11 საათზე ჩაიარა, სენაკის ბაზიდან გამოსვლის წუთიდან მირეკავდა. ქუჩაში გამოდი, ბავშვი დაიკავე და დამანახვეო, თითქოს გრძნობდა, რომ მეტად ვეღარ გვნახავდა. ცრემლიანი თვალებით ვუყურებდით, როგორ გაგვიცინა, რომ ჩაიარა.

10 აგვისტოს, როცა კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენთვის დაერეკა, მითხრა: მე კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდოთო. 11 აგვისტოს, 4 საათისთვის კი უკანასკნელად დამირეკა: ბრძანება მოვიდა, გამოვდივართ და მალე სახლში ვიქნებიო. 11 აგვისტოს შინდისში ჩამოჰკრა მისი სიცოცხლის უკანასკნელმა წამმა. ალბათ, მასავით ლამაზი იყო მაშინ სიკვდილი. ლამაზი იმიტომ, რომ მკვდარი გმირად იბადებოდა!

გადმოცემით ვიცით, რომ შეტაკება 11 აგვისტოს შინდისში დღის ოთხიდან ხუთ საათამდე მომხდარა, ამ დროს ომი დამთავრებული იყო. მე-2 ქვეითი ბრიგადა, სრული შემადგენლობით, მანქანებში ჩამჯდარა და ბაზაზე ბრუნდებოდა. როგორც კი შინდისს მიუახლოვდნენ, თურმე რუსებს ცეცხლი გაუხსნიათ, წინ მიმავალი მანქანა ააფეთქეს. 17 აგვისტოს ჩამოვასვენეთ სამტრედიაში და 20 აგვისტოს დავკრძალეთ. პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ სიკვდილის შემდეგ. მარლენმა ეს ლექსი ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე გამომიგზავნა:

„არ დაიჯერო არასდროს სხვისი,

უნდა იცოდე, გჯეროდს ვისი,

უნდა იცოდე, ილოცო ვისთვის,

ანდა სიცოცხლე გასწირო რისთვის.

ვისთვის შესთხოვო ღმერთს პატიება

და ვისთვის შეძლო შენ ატირება,

უნდა იცოდე, ვინ არის ღირსი,

რომ სიყვარული ატარო მისი,

ვიცი, რომ იცი, ვინ არის ღირსი“.

 

გამორჩეული სიყვარული იცოდა. თითქოს უნდოდა, დაცლილიყო და მოფერებოდა ყველას, დაენახვებინა მისი სითბო, სანამ დრო ჰქონდა. საყვარელი, თბილი მეუღლე იყო. ჩვენ 2004 წელს შევუღლდით. 2005 წელს შეგვეძინა ქალიშვილი – თეკლა, რომელსაც მოფერებით პრინცესას ეძახდა. ვერ გეტყვით, რა დონეზე უყვარდა პატარა თეკლა. აგვისტოს მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, ხშირად მოსულა დაღლილი სახლში, ჩაგვსვამდა მანქანაში და გვასეირნებდა. ჩვენი ერთადერთი ქალიშვილი, ცისფერთვალება თეკლა უზომოდ უყვარდა“.

გმირის საყვარელი მეუღლე დღეს იხსენებს იმ წერილსაც, რომელიც მარლენმა 2008 წლის 15 მარტს, შვილის დაბადების დღეზე მოსწერა ზემო აფხაზეთიდან, სადაც სამშვიდობო მისიას ასრულებდა: „მიყვარხარ, ჩემო სიხარულო, და მინდა, მუდამ ეგრე იყოს, სიკვდილის მეტი ვერავინ დაგვაშორებს და თუ მოვკვდები და მარტო დაგტოვებ, ერთი თხოვნა მაქვს: მოდი საფლავზე და ქვაზე დახატულს ჩუმად მაკოცე, მე მივხვდები, რომ ეს შენ ხარ, ჩემო სიცოცხლევ და ლამაზ სიზმრად მოგევლინები, გაკოცებ და მოგეფერები“.

მარლენ ბარამია 1984 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ოჩამჩირის რაიონში. მას აფხაზეთის ომმა ბავშვობა დააკარგვინა და დევნილად აქცია „აფხაზეთი მისი მოუშუშებელი ტკივილი იყო“, – ამბობს მეუღლე და იხსენებს:

„ფიზიკურად ძლიერი წარმატებული იყო სპორტშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მუდამ მოფუსფუსე და საქმიანი, ყოველთვის იქ გამოჩნდებოდა, სადაც არ ელოდნენ. მისი სამხედრო სამსახურში წასვლის მიზეზი სამშობლოს სიყვარული და აფხაზეთში დაბრუნების იმედი იყო. 2007 წლის მარტში კარანტინი გაიარა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არქონის გამო უარი უთხრეს საკონტრაქტო სამსახურზე. იმავე წლის ნოემბერში ხელმეორედ გაიარა კარანტინი, ამჯერად სენაკის II ქვეით ბრიგადაში, სადაც დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. 2007 წლის 1 დეკემბრიდან იმსახურა 8 თვე, მეტი ვერ მოასწრო. სამაგიეროდ გმირის სახელი დაგვიტოვა, რომლითაც ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ“.






სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0