სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
ხარჩილავა კობა რევაზის ძე 1987 – 2008 21 წლის სამაჩბლო წალენჯიხა

283      

ხარჩილავა კობა რევაზის ძე 1987 – 2008 21 წლის სამაჩბლო წალენჯიხა

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1987 – 2008

 

კაპრალი კობა ხარჩილავა ცხინვალის მისადგომებთან 11 აგვისტოს საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. ჭურვის ანასხლეტი მოხვდა, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: „ომამდე ერთი კვირით ადრე შვებულება ჰქონდა აღებული. ის ერთი კვირა, ძალიან დაღონებული იყო, ჩემთან არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დარდობდა. სახლიდან რომ გავიდა, ეკლესიასთან გაჩერებულა, მუხლებზე დაჩოქილა და ლოცულობდა. ეს ყველაფერი მერე ბავშვებმა გვითხრეს... დედის გულიც გრძნობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ომი დაიწყებოდა... 7 აგვისტოს, როცა პირველი იერიში მოიტანეს ჩვენზე, ძალიან ცუდად გავხდი. დღე ერთი იყო და მასთან დარეკვა ასი. სულ ტელეფონზე ვეკიდე. ბოლოს, რომ ველაპარაკე, მითხრა, ქუთაისში ვარო... არადა ამ დროს ცხინვალში, მტერს ეომებოდა... ბოლოს 10 აგვისტოს ველაპარაკე, სად და როგორ ვარ, ამის თქმის უფლება არ მაქვსო.

არ ვიცი რუსი თუ ოსი ჯარისკაცი, ტყვედ აუყვანია და უფროსისთვის ჩაუბარებია... დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან... საკუთარი სიცოცხლის ფასად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა... ბიჭები ამბობდნენ, ისე იქცეოდა, თითქოს იცოდა, რომ უნდა დაღუპულიყოო... სანამ დაიღუპებოდა, ჩვენი მეზობელი ბიჭისთვის უთქვამს, როგორ ფიქრობ, აქედან ცოცხლები გავალთო? მერე ისიც დაუყოლებია, მგონი მე აქედან გასვლა არ მიწერიაო...

11 აგვისტოს, დილაადრიან, ცხინვალის მისადგომებთან, ჭურვის ჩამოგდების შემდეგ ანასხლეტი მოხვედრია ხერხემალში. ფეხი ჰქონდა მოტეხილი. როგორც კი წაქცეულა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოუსწრია, გაუღიმია და სულიც დაულევია...

ორი დღის მერე გავიგე, რომ აღარ მყავდა, ჩემი გაჭირვებით გაზრდილი შვილი... ყველას სცოდნია ჩვენს გარდა და თქმას ვერ გვიბედავდნენ...

ბებიის და ბაბუის გვერდით დავკრძალეთ...“

კობა ხარჩილავა 1987 წლის 14 ივნისს დაიბადა წალენჯიხაში. ოჯახში მეორე ბიჭი იყო. უმცროსი და ჰყავდა, სამი თვის ორსული იყო და, როცა კობა ომში წავიდა. ოცნებობდა დისშვილზე, ბიძა ვხდებიო, ამაყობდა თურმე, მაგრამ ვერც ბიძობას მოესწრო და ვერც საკუთარ ოჯახს, არადა საკონტრაქტოს დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებდა, შეყვარებული ჰყოლია, ტელეფონით გაცნობილი გოგო.

დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: „ჩემი გოგო სამი თვის ორსული იყო, როცა კობა დაიღუპა. ოცნებობდა, ნეტა ბიძა როდის გავხდებიო... არც მამობა ეღირსა და არც ბიძობა... დაოჯახება ვერ მოასწრო... მარტვილელი გოგო ჰყვარებია. ტელეფონით გაუცნიათ ერთმანეთი. იმ გოგოს ქუთაისში, ჯარშიც მიუკითხებია. ერთი წელი ტელეფონით ჰქონდათ ურთიერთობა. სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს... დაოჯახება გადაწყვეტილი ჰქონდათ, ამბობდა, სანამ კონტრაქტს არ მოვრჩები, იქამდე ცოლს არ მოვიყვანო. არ ვიცი გული მიგრძნობდა რამეს თუ არა, მაგრამ სულ იმას ვეხვეწებოდი, დედა შენს თანატოლებს უკვე დიდი შვილები ჰყავთ და შენც მოიყვანე, ბავშვს ჩვენ გაგიზრდით-მეთქი. არა დედა, სანამ კონტრაქტს არ მოვრჩები, მანამდე არ დავოჯახდებიო, ხომ ხედავ ჩემს თანატოლებს ცოლ-შვილი ჰყავთ, მაგრამ სულ ჯარში არიან და ენატრებათო...”

კობა ხარჩილავამ სოფელ ჯგალის საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულოში გაიწვიეს. 6 თვის შემდეგ, კობამ და მისმა ორმა თანასოფლელმა, კონტრაქტზე შესვლა გადაწყვიტეს. ქუთაისში, 31-ე ბრიგადაში, III ბატალიონში გაანაწილეს. წოდებით კაპრალი, ყუმბარმტყორცნელი იყო.

დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: „ძალიან არ მინდოდა კონტრაქტზე რომ შედიოდა, ვეუბნებოდი კიდეც, დედა არ გინდა დამიჯერე-მეთქი, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე... ბოლოს, ისე მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომ არავინ არ ვიცოდით. 2005 წელს შევიდა კონტრაქტზე, 2 წელი და 6 თვე იყო გასული... მანამდე ერაყშიც იყო ნამყოფი სამშვიდობო მისიით. გამორჩეული ბატალიონიაო და 6 თვის ნაცვლად 10 თვე დატოვეს... ძალიან მოსწონდა ჯარის მკაცრი ცხოვრება. ორი წლის განმავლობაში ერთი შენიშვნა არ დაუმსახურებია. ამბობდა, ამ კონტრაქტს რომ მოვრჩები, კიდევ უნდა გავაგრძელოო...“

კონტრაქტი გაგრძელდა, სამუდამოდ... 21 წლის კობა ხარჩილავამ სამშობლოს წინაშე დადებული ფიცი პირნათლად შეასრულა და ისტორიაში კიდევ ერთი თავდადებული ქართველი გმირის სახელით შევიდა.






სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0