სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიგა გოგორიშვილი ტიტეს ძე 1986-2008წ გარდ. სამაჩბლო დაბ. ქუთაისი გიგა გოგორიშვილი ტიტეს ძე 1986-2008წ გარდ. სამაჩბლო დაბ. ქუთაისი გიგა გოგორიშვილი ტიტეს ძე 1986-2008წ გარდ. სამაჩბლო დაბ. ქუთაისი

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი გოგორიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

გიგა გოგორიშვილი ტიტეს ძე 1986-2008წ გარდ. სამაჩბლო დაბ. ქუთაისი

გიგა გოგორიშვილი ტიტეს ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1986 - 2008


 

ის ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოვიდა, რუსულ აგრესიას მაინც ვერ გადაურჩა. გიგა გოგორიშვილი მაშინ დაიღუპა, როცა მისი ბატალიონი თბილისის გასამაგრებლად მოდიოდა.

შემოდგომით ქორწილს აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა...

გიგა გოგორიშვილი 1987 წელს დაიბადა ქუთაისში. ოჯახში პირველი შვილი იყო, მალე ძმაც შეეძინა.

მამა იტყვის, რომ გიგა სხვებისგან პატიოსნებით გამოირჩეოდა.

ტიტე გოგორიშვილი, მამა: „გამორჩეული იყო პატიოსნებით და ადამიანობით. ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ გიგამ რაიმე დაუშავა. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, ოთხები ჰყავდა, ხანდახან – სამებიც... სკოლის დამთავრების შემდეგ, ფარმაცევტული დაამთავრა. სამხედრო ვალი კრწანისში მოიხადა, წელიწადნახევარი მუშაობდა იქ ლაზარეთში. ჯარიდან რომ დაბრუნდა, ვურჩიე, ტყუილად ქუჩაში დგომას, ხელობა ისწავლე და დასაქმდი-მეთქი. არაო, მითხრა, ისევ ჯარში მინდა მუშაობის გაგრძელებაო. მე თვითონ ვეხმარებოდი საბუთების მოგროვებაში... ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. თავისი პირველი ხელფასით მუსიკალური ცენტრი იყიდა. ძალიან უყვარდა მუსიკა“.

გიგა გოგორიშვილი მამამ თვითონ მიიყვანა სამხედრო ნაწილში, როცა გამოიძახეს.

მამა: „ღამის 3 საათზე ავიყვანე ნაწილში. ნაწილთან რომ მივედით, ვუთხარი, აბა, ჭკუით იყავი-მეთქი და მოიცა-მოიცა, გაკოცებო, მითხრა და ის იყო და ის... ტელეფონით ხშირად ვესაუბრებოდი. ახლა, მის ტელეფონს მე ვხმარობ... ომში რომ იყო, იქიდან მეუბნებოდა ტელეფონით, ეტყობა გული უგრძნობდა: „მამა, შენ მეორე შვილი გყავს, მე ნუ დამელოდებიო“. როდესაც თბილისის გამაგრების ბრძანება გაიცა, ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ. შემდეგ გორში გააგზავნეს საჯარისო ნაწილებისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების დასარიგებლად. გორში ჩამოვიდნენ, ყველაფერი დაარიგეს უკან ბრუნდებოდნენ, საღამოს 8 საათი იყო, ნატახტრის ტეკსა და მცხეთის ასახვევს შორის შეჩერდა კოლონა, გამცილებელს ელოდნენ. ჩემი ბიჭი მანქანის დასათვალიერებლად გადმოვიდა, შეამოწმა, მანქანაზე მსხდომი ბიჭებისთვის წყალი გამოურთმევია... სწორედ ამ დროს დაიღუპა გიგა. ეს მოხდა 13 აგვისტოს, მე 14 აგვისტოს გავიგე, გამთენიისას, ჩემი შვილის მეგობრისგან... თბილისიდან ჩემმა ნათესავებმა ჩამოასვენეს... 21 წლის იყო. სექტემბერში ცოლი უნდა მოეყვანა, მაგრამ არ დასცალდა. არ ვიცი ამ ბავშვმა საიდან მოასწრო ამდენი, ყველასთან ყველაფრის ასე გაკეთება, რომ ცა და ქვეყანა ტიროდა მის დაღუპვას... სამხედროში აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას, საოფიცროზე უნდოდა სწავლის გაგრძელება. ჩემში ზის სამხედრო სულიო – ამბობდა...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0