სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვასილი სმირნოვი იურის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ლანჩხუთი გურია ვასილი სმირნოვი იურის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ლანჩხუთი გურია ვასილი სმირნოვი იურის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ლანჩხუთი გურია ვასილი სმირნოვი იურის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ლანჩხუთი გურია

1980-2008 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი სმირნოვი სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ვასილი სმირნოვი იურის ძე 1980-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ლანჩხუთი გურია

ვასილ სმირნოვი - ვინ იყო ლანჩხუთელი გმირი რუსული გვარით, რომელიც აგვისტოს ომს შეეწირა


სანამ გმირებად იქცეოდნენ, ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ... ცელქობდნენ, ზოგჯერ გაკვეთილებს აცდენდნენ, ალბათ, მშობლებსაც აბრაზებდნენ. უყვარდათ ოცნებობდნენ და საკუთარ მომავალს გეგმავდნენ...


მათ შორის იყო, ლანჩხუთელი ბიჭი რუსული გვარით, მორჩილაძის ქუჩიდან - ვასილ სმირნოვი.


2007 წელს ერაყში იმყოფებოდა საბრძოლო მისიით, სადაც 7 თვე დაჰყო და 2008 წლის თებერვალში სამშობლოში დაბრუნდა. აგვისტოში კი საკუთარი სამშობლოს მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. 


დედამ, ნინო ტუღუშმა ვასილი ბოლოს 2008 წლის 3 აგვისტოს ნახა. წინათგრძნობა ჰქონდა, რამდენჯერმე მობრუნდებოდა, დედას შეხედავდა და წავიდოდა. 

2008 წლის 7 აგვისტოს კი ქუთაისის 32-ე ბატალიონი ცხინვალში გადასხეს. რუსებმა ტერიტორიის ოკუპირება მოახდინეს და საჰაერო სივრცეში ახორციელებდნენ შეტევებს. ოკუპირებული ტერიტორია ქართველმა ჯარისკაცებმა თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით დატოვეს, ბევრმა ბრძოლის ველის დატოვება ვერც მოასწრო და მტრის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ვასილი მაშინ მტრებს გადაურჩა და 5 დღე იბრძოდა ცხინვალში.

12 აგვისტოს კი რუსებმა გორზე საჰაერო იერიში მიიტანეს და მიკროავტობუსი ააფეთქეს. ვასილი მგზავრებთან ერთად ადგილზევე გარდაიცვალა.

ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ვასილი 12 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო. ისინი დილიდან უშედეგოდ ელოდნენ მის გამოჩენას. 3 დღიანი ძებნის შემდეგ ახლობლებმა მისი ცხედარი ხაშურის ,,მორგში“ აღმოაჩინეს სხვა დაღუპულ მეომრებს შორის.

ნინო ტუღუში (ვასილის დედა): "ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა ჩემს შვილთან. იმ დღესაც დილით დამირეკა, დე, მოვდივარ მშიერ-მწყურვალი, დასვრილიო. მთხოვა თბილი წყალი დამახვედრეო. სახლში რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, გვარი რუსის რომ აქვს, ტყვედ ხომ არ ჩავარდა-თქო, რას ვიფიქრებდი, თუ ჩემი შვილი უკვე აღარ იყო. 

ვასილი ლანჩხუთში ჩამოასვენეს, მას ძმათა სასაფლაოზე უპირებდნენ დაკრძალვას, როგორც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირულ ვაჟკაცს. მაგრამ ოჯახმა არჩია მისი ცხედარი მშობლიურ ლანჩხუთში დაესაფლავებინათ.

გაცვლის მეთაური სიცოცხლეშივე, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

აგვისტოს ომში მისი ძმა და 2 ბიძაშვილი იბრძოდნენ, თუმცა დედას მხოლოდ ვასილის შიში ჰქონდა:

„გული მიგრძნობდა, რომ რაღაც დაემართებოდა. ჩემი მეორე ვაჟი მე-4 ბრიგადაში მსახურობდა თბილისში, მაგრამ არ მეშინოდა. ვასილი ქუთაისში მსახურობდა, ახალი ჩამოსულები იყვნენ ერაყიდან და ისინი შეიყვანეს წინა ხაზზე. იგი უშიშარი იყო, ბრძოლის ველს არ დატოვებდა და ამიტომ მქონდა შიში, ნამდვილად მამაცი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო 2004 წლის სამაჩაბლოს ამბების შემდეგ აღარ წავიდოდა ჯარში. ყველა აგვისტოს თვე ჩემთვის ძალიან ძნელია, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ  წესიერი და პატიოსანი შვილი გავზარდე. დიდი, ახოვანი ბიჭი იყო, მართლაც ტყვიის მეტი ვერაფერი წააქცევდა. თავიდან მომატყუა, ომში არ ვარო, მაგრამ ტელეფონში ისმოდა ტყვიების ზუზუნი. მე ვინ წამიყვანს ჯარშიო, მითხრა. მაგრამ რეზერვისტები, გამოუცდელი ბავშვები მიჰყავდათ და მაგას ვინ დატოვებდა?“- ამბობს ომში დაღუპულის დედა.

2008 წლის 28 აგვისტოს ვასილ სმირნოვი 28 წელი შეუსრულდებოდა.


ფოტოები მოიძია და სტენდი გააკეთა ელგუჯა ჩხაიძე დავითის ძე დ. 1955წ ვეტერანი დაბ. სოფ. ჩიბათი ლანჩხუთი გურია

შოთა ფირცხალაიშვილი 1956-2017წწ ვეტერანი დაბ. ლანჩხუთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0