სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ფრიდონ ბრეგაძე ავთანდილის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ.  სოფ.ბუეთი ტყვიბული იმერეთი ფრიდონ ბრეგაძე ავთანდილის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ.  სოფ.ბუეთი ტყვიბული იმერეთი ფრიდონ ბრეგაძე ავთანდილის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ.  სოფ.ბუეთი ტყვიბული იმერეთი

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბრეგაძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ფრიდონ ბრეგაძე ავთანდილის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.ბუეთი ტყვიბული იმერეთი

ფრიდონ ბრეგაძე ავთანდილის ძე უმცროსი სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთის, 2008 წ.


 

რუსულმა ავიაციამ სოფელ ნიქოზზე მიიტანა იერიში. ფრიდონ ბრეგაძის ბატალიონი ქართულ პოზიციებს ამაგრებდა. 5 ქართველი მეომარი დაიღუპა დაბომვის დროს, ბრეგაძე მათ შორის იყო. ის გმირულად დაეცა სამშობლოს სადარაჯოზე. დღეს მის ისტორიას მეომარი ძმა იხსენებს, რომელიც ერთადერთ იმედად დარჩა ოჯახს.


კოტე ბრეგაძე, ძმა: „მე ვაზიანის ჯარში ვმსახურობ. 2008 წლის ივლისში, ორი თვე, შვებულებით ვიყავით ჩამოსულები სოფელში. ორივე გამოგვიძახეს. ჩვენ-ჩვენ ბაზებში წავედით. კარგად ვიცოდით სადაც გვიწევდა წასვლა, ვიცოდით, რომ ომი დაიწყო... მე პირველივე დღეს დავიჭერი, ფრიდონი კარგად იყო. ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდა. ამ დროს ჩემი ძმა ნიქოზში იყო. 8 აგვისტოს დავუკავშირდით, და მითხრა, - გამოვდივარ სამშვიდობოს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ მოახერხა, მამისთვისაც დაურეკავს, კარგად ვარო. 9-10 აგვისტოს ვეღარ დავუკავშირდი. 11 აგვისტოს თბილისში ჰოსპიტალში ვიწექი, დაჭრილი ვიყავი. მეგობარმა დამირეკა, მითხრა, რომ ჩემი ძმა დაიღუპა შეტაკებისას და გორში გადაასვენეს. ტყიბულში ჩამოვასვენეთ 15 აგვისტოს...“


ორივე ობლობაში გაიზარდა, ბიჭებს დეიდა ზრდიდა, დედის სითბოს მოკლებულებს, სამშობლოს სიყვარულს სწორედ დეიდა უნერგავდა.

კოტე ბრეგაძე, ძმა: „დედა ადრე გარდაგვეცვალა. ჩემი ძმა ამას ძალიან განიცდიდა... იცით, მიჭირს მისი ბავშვობის შესახებ რაიმეს თქმა. დედის დაღუპვის შემდეგ, ძირითადად დეიდა გვზრდიდა, და ის უყვარდა განსაკუთრებით. ჩვენ ძმებს, კარგი, თბილი ურთიერთობა გვქონდა, ხშირად ვსაუბრობდით ჯარის შესახებ, ფრიდონი მოწოდებით მეომარი იყო.


ჩვენ, ბოლო 4 წელი, იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს, ორივე ჯარში ვიყავით და ამიტომ იშვიათად გვიწევდა ერთად ყოფნა. დიდი საერთო სამეგობრო გვყავდა. ძალიან უყვარდა ყველას. სული არ ენანებოდა მათთვის“.

ძმამ გადმოცემით იცის რა მოხდა ნიქოზში, მისთვის მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი, თუმცა ისიც მეომარია და ძალას იკრებს.

კოტე ბრეგაძე, ძმა: „ნიქოზში დაბომბვა მოხდა. სწორედ ამ საავიაციო დაბომბვაში მოყვა. პატარა შენობა ყოფილა, რომ გაუგიათ საჰაერო დაბომბვა იყო მოსალოდნელი ამ შენობაში გადაუწყვეტიათ თავის შეფარება, ნაწილი შესულა და ნაწილს კი ვერ მოუსწრია. შენობას ბომბი რომ დაეცა, ჩემი ძმა იქ იყო. 5 ბიჭი დაიღუპა...“

1987 წლის 4 დეკემბერს დაიბადა, ტყიბულში დღეს ფრიდონის სახელობის ქუჩაა, მის მშობლიურ სოფელში კი, გმირის სახელობის სპორტული მოედანია გახსნილი. მედალი მხედრული მამაცობისთვის ფრიდონ ბრეგაძის ოჯახში ინახება.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0