სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზაურ თენიეშვილი ჯუმბერის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ოზურგეთი ზაურ თენიეშვილი ჯუმბერის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ოზურგეთი ზაურ თენიეშვილი ჯუმბერის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ოზურგეთი

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი თენიეშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ზაურ თენიეშვილი ჯუმბერის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ოზურგეთი

ზაურ თენიეშვილი ჯუმბერის ძე კაპრალი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1986 – 2008წწ


ზაურ თენიეშვილი ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მანამდე კი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები გადაარჩინა....

 


სულ რაღაც 21 წლის იყო, თუმცა ცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტის გაკეთება მოასწრო, ვიდრე მის ასაკს შეეფერება... სწავლა, სამსახური, ოჯახის რჩენა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის სამაგალითო თავდადება... კაპრალ ზაურ თენიეშვილს, როგორც დედისერთას, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა კომისარიატში საბუთების შესავსებად მისული ახალგაზრდა, მოულოდნელად სამხედრო სამსახურით დაინტერესდა... დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, კონტრაქტი გააფორმა და შეიარაღებულ ძალებში რიგითი ჯარისკაცის სტატუსით ჩაეწერა. ზაურს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, პირველი ჯგუფის ინვალიდი დედის და მოხუცი ბებიის რჩენა 12 წლიდან საკუთარ თავზე აიღო. მის მშობლიურ ოზურგეთში, დღესაც კარგად ახსოვთ, როგორ აგროვებდა პატარა ბიჭი ჯართს და როგორ ცდილობდა ოჯახისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში მოეწყო, სტომატოლოგიის განხრით, კაბინეტის გახსნაზეც ფიქრობდა... ხელფასი საკუთარ თავზე მეტად ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ემეტებოდა.


ნანი თენიეშვილი, ზაურის დედა:

„წინააღმდეგი ვიყავი ჯარში რომ წასულიყო, მაგრამ არ დაიშალა. ვაზიანში გაანაწილეს, სულ 8 თვე იმსახურა. პირველად სამი თვის ხელფასი ერთად მისცეს. იმ დროს გამზრდელი ბებია დაეღუპა, რომელსაც ხანდახან ჩემს წინ აყენებდა. ბებიის დაკრძალვას მოახმარა პირველი ხელფასი.

ვაზიანში სამხედრო სამსახურის შემდეგ რუსთავში დეიდაშვილთან რჩებოდა... პირველად სწორედ მას გაუმხილა შეყვარებულის შესახებ. ერაყშიც უნდოდა წასვლა, მაგრამ სწორედ შეყვარებულის გამო გადაიფიქრა, მალე ცოლადაც აპირებდა მოყვანას“.

ეკა ვეფხვაძე, დეიდაშვილი:

„შეყვარებული ჰყავდა, სექტემბერში აპირებდა მოყვანას. ტელეფონით გაიცნო ქუთაისელი გოგო, მაგრამ.... მისი გარდაცვალების შემდეგ დავუკავშირდი ამ გოგოს, 16 წლის ბავშვი იყო, ახლაც გვაქვს კონტაქტი“.

ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოფელში იყო ჩასული, დედას საჩუქრად მობილური ტელეფონი ჩაუტანა, მეგობრებს შეხვდა. მეგობრისთვის უთქვამს კიდეც: მგონი ეს ჩვენი ბოლო შეხვედრააო, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს საბედისწერო წინათგრძნობა იყო... ოზურგეთიდან კვლავ რუსთავში დეიდაშვილთან დაბრუნდა... 6 აგვისტოს გვიან, ნაწილიდან დაურეკეს, განგაში გამოცხადდა და ყველანი ვაზიანშიო...


ეკა ვეფხვაძე, დეიდაშვილი:

„ძალიან ვინერვიულე რომ წავიდა. ვურეკავდი, მაგრამ ოთხ საათზე უკვე გაითიშა ტელეფონი. გზაზე რომ მიდიოდა უკან არ მოუხედავს, ადრე სულ იხედებოდა, თავდახრილი მივიდა ტაქსამდე, უცებ ტირილი ამიტყდა, ეტყობა გულმა მიგრძნო. იმ ღამეს, სანამ ბაზაზე გამოცხადდებოდა, ლომბარდში გაუვლია, ტელეფონი დაულომბარდებია. უთქვამს, მე თუ ვეღარ დავბრუნდი ჩემს დეიდაშვილს დაურეკეთ და ის გაიტანს, არ დამიკარგოთო. მართლაც, 10 დღის მერე დამირეკეს ლომბარდიდან და მითხრეს, თქვენი ნომერი მოგვცაო. ამ დროს უკვე დაკარგული იყო, ვეძებდით, ავუხსენი ომშია ქალბატონო, გამოჩნდება, მაგრამ ხვალვე ჩამოვალ და გავიტან-მეთქი. სადღაც 3 დღე დამაგვიანდა, მაგრამ არ გაუყიდიათ. ის ტელეფონი რომ არ დაგვრჩენოდა ზაურის ფოტოებიც არ გვექნებოდა“.

ნანი თენიეშვილი:

„7 აგვისტოს მირეკავს ჩემი დისშვილი, დეიდა ომი დაიწყოო, მაშინვე აღმომხდა – ვაიმე, მგონი დავიღუპეთ-მეთქი“.

ომი დაიწყო, სამხედრო ნაწილებიდან ჯარისკაცები ცხელ წერტილებში გადაჰყავთ. მათ შორისაა, 21 წლის კაპრალი, ზაურ თენიეშვილი... ის ნაღმმტყორცნელი გახლდათ და ცხადია, მისმა ეკიპაჟმა პირდაპირ ცხინვალისკენ აიღო გეზი... ცხინვალშივე დაეცა გმირულად, თუმცა მანამდე რამდენიმე დაჭრილის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ გამოსაყვანად ომის ქარ-ცეცხლში ორჯერ შევიდა, მეორე ცდა ტრაგიკულად დასრულდა. ომშიც დედაზე ფიქრობდა და ცდილობდა მას არ ენერვიულა. 7 აგვისტოს დაურეკა და უთხრა – უსაფრთხოდ ვარ, შენ ნუ ინერვიულებო. რამდენიმე დღეში ნანი თენიეშვილი ხილული სასწაულის მომსწრე გახდა, ეს 9 აგვისტოს მოხდა, მაშინ, როცა ზაური ბრძოლის ველზე დაეცა.

ნანი თენიეშვილი:

„მატყუებდა გორში ვარო, შეყვარებულისთვისაც დაურეკავს – არ შეგეშინდესო. ტელეფონში გავიგონე მისი ბოლო სიტყვები – არ შეგეშინდეს, მალე დავბრუნდები სახლშიო. 9-ში დილით ტელევიზორი ჩავრთე, კარისკენ გავიხედე და მომელანდა სამხედრო ფორმით, ინსტინქტურად წამოვხტი, ვიკივლე ზაური-მეთქი, რომ მივედი უკვე აღარ იყო. სასწაული მოხდა, გამომეცხადა ხილულად, ზუსტად იმ დღეს დაიღუპა...“

 

9 აგვისტოს ჯარისკაცების 17–კაციანი ჯგუფი ცხინვალში დაჭრილი თანამებრძოლების გამოსაყვანად შევიდა, მათ შორის იყო ზაურ თენიეშვილიც... 17 კაციდან ცოცხალმა მხოლოდ ორმა გამოაღწია, ზაურს სამხედრო მანქანამდე სულ რაღაც 10 ნაბიჯი აშორებდა, სნაიპერის ტყვიამ რომ მოუსწრო... სასიკვდილო ჭრილობა კისერში ჰქონდა მიყენებული...

ახლობლები დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ შეეტყობინებინათ დედისთვის ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების ამბავი.

ნანი თენიეშვილი, დედა:

„ჩემს დისშვილთან ვიყავი რუსთავში, თავიდან არ მეუბნებოდნენ, ეშინოდათ ხელში არ ჩავკვდომოდი. ნათესავებს დაურეკეს, როგორც კი ისინი დავინახე, მივხვდი რაშიც იყო საქმე და იქვე ჩავიკეცე. ორი წელი გავიდა, ძალიან მიჭირს უმისოდ, მაინც ყოველდღე ველოდები...“

21 წლის კაპრალი, ზაურ თენიეშვილი მხედრული მამაცობისთვის გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0