სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ქსენია ბახტაძე 1899-1978წწ აკადემიკოსი, ბიოლოგი. დაბ. ქობულეთი, აჭარა.

1899-1978 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ბახტაძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ქსენია ბახტაძე 1899-1978წწ აკადემიკოსი, ბიოლოგი. დაბ. ქობულეთი, აჭარა.

ქსენია ერმილეს ასული ბახტაძე (დ. 6 თებერვალი [ ძვ. სტ. 24 იანვარი] 1899თბილისი ― გ. 26 სექტემბერი1978დაბა ჩაქვიქობულეთის რაიონი)  1928 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით. 1921-1926 წლებში მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის, გარდაბნის და განჯის სამეცნიერო ინსტიტუტში.  ხოლო 1927 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჩაქვის კვლევით ინსტიტუტში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურის საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას.


ცნობილია, რომ 1848 წელს საქართველოში პირველად შემოიტანეს ჩაის მცენარე და თესლი. ჩაის გაშენება 1865 წელს, გურიის სოფ. გორაბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში დაიწყო, ხოლო სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 1926 წელს ჩაქვში დაარსდა საცდელი სადგური, 1930 წელს კი ანასეულში _ ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. შეირჩა ჩაის საუკეთესო პოპულაციები, პირველი სელექციური ჯიშები. მეცნიერები ჩაის რენტაბელობის ზრდაზე მუშაობდნენ. ამ საქმეში აკადემიკოს ქსენია ბახტაძის წვლილი განსაკუთრებულია. მისი ხელმძღვანელობით არაერთი უმნიშვნელოვანესი თეორიული თუ პრაქტიკული ღირებულებების მქონე გამოკვლევები იქნა ჩატარებული და დანერგილი პრაქტიკაში.


ასზე მეტი სამეცნიერო შრომა აქვს გამოქვეყნებული. მისი ცნობილი ნაშრომებია: “ჩაის მცენარის მორფოლოგიური აგებულება საქართველოში”, “ჩაის მცენარის ბიოლოგია, სელექცია და მეთესლეობა”, “ახალი ქართული ჩაი”. ქ. ბახტაძემ ჩაის მცენარის ბოტანიკის, ანატომიის, ციტოლოგიისა და გენეტიკის დარგში სელექციური ჯიშების გამოყვანის მიზნით ვრცელი გამოკვლევები ჩაატარა. მან შეისწავლა ჩაის სამეურნეო პოპულაციები და ისინი მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების მიხედვით ჯგუფებად დაჰყო; დაადგინა კორელაციური კავშირი ჩაის მცენარის მორფოლოგიურ ნიშნებს, მოსავლიანობასა და ხარისხს შორის. ქ. ბახტაძის მონაცემებით, პირველი ადგილი მოსავლიანობის მიხედვით ინდური ჩაის პოპულაციამ დაიკავა, მეორე _ ჩინურმა, მესამე კი _ იაპონურმა.


მეჩაიეობის შემდგომ განვითარებაში საჭირო გახდა უხვმოსავლიანი, მაღალხარისხიანი სელექციური ჯიშების გამოყვანა. ქ. ბახტაძე ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის მუშაობდა. ამოცანის სირთულე ის იყო, რომ არ ყოფილა მაგალითი ჩაის ჯიშების გამოყვანისა და მისი გავრცელებისა უკიდურესი ჩრდილოეთის პირობებში. ჩაის ახალი ჯიშების გამოყვანის ძირითად მეთოდად ქ. ბახტაძემ აირჩია შერჩევა და ჰიბრიდიზაცია მტვრის ნარევით, დამატებითი დამტვერვის გამოყენებით. 1943 წელს, მისი ხელმძღვანელობით გამოიყვანეს ჩაის პირველი სელექციური ჯიშები. მის მიერ გამოყვანილი ჩაის ჯიშებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია“ჩაი  #1. “ჩაი #2 შექმნისათვის ქ. ბახტაძეს 1948 წ. მიენიჭა საკავშირო სახელმწიფო პრემია. განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ სელექციური წესით მიღებული სრულიად უნიკალური ჩაისჯიში “ჩაი #8_ “ზამთრის გმირი’’. ჩაის ეს ჯიშები მაღალი საგემოვნო თვისებებით, უხვი მოსავლიანობით და გამძლეობით გამოირჩევა. საერთოდ, ქ. ბახტაძის ხელმძღვანელობით, ოცდაათამდე სელექციური ჯიშია გამოყვანილი, მათ შორის, საქართველოში _ 19, ასევე, აზერბაიჯანსა და კრასნოდარის მხარეში. ჯიშთა გამოცდის შედეგებმა ცხადყო, რომ ჩაის სელექციური ჯიშები, სამეურნეო ღირებულების ყველა მაჩვენებლებით, არასელექციურ ჯიშებს სჯობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინ, როცა საქართველოს, სამამულო მეჩაიეობის  მეცნიერული საფუძვლების შექმნისა და წარმოების განვითარებისათვის, განსაკუთრებით სჭირდებოდა სათესი მასალა, მეთესლეობის დარგში ქ. ბახტაძის ცოდნისა და მისი გამოკვლევების საშუალებით შესაძლებელი გახდა, მოკლე ვადაში შექმნილიყო საკუთარი მეთესლეობის ბაზა და თავიდან აცილებულიყო სხვა ქვეყნებიდან თესლის შემოტანა. თუ ადრე სარგავი მასალა სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა, მოგვიანებით, ქართული სელექციური ჯიშების სათესლე მასალა საზღვარგარეთის 20-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნებოდა.

ქ. ბახტაძე იყო პირველი ქალი სელექციონერი არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩაის სელექციური მუშაობით განვითარებას. მის მეთოდებს წარმატებით იყენებენ მეჩაიეობის კლასიკურ ქვეყნაში _ ჩინეთში.

1971 წელს გამოიცა ქ. ბახტაძის ფუნდამენტური შრომა _ “ჩაის კულტურის ბიოლოგიური საფუძვლები”. მასში შეჯამებულია მეცნიერის  40  წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები.

ქ. ბახტაძე მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი მეცნიერული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით და სხვა ორდენებითა და მედლებით.

ქ.   ბახტაძე გარდაიცვალა 1978.


წყარო-geowomen.com


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 10.10.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0