სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ირაკლი მორბედაძე ოთარის ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. ქსოვრისი მცხეთა ირაკლი მორბედაძე ოთარის ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. ქსოვრისი მცხეთა

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მორბედაძე სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ირაკლი მორბედაძე ოთარის ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. ქსოვრისი მცხეთა

რეზერვისტი ირაკლი მორბედაძე თბილისში, 1985 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.



 ბავშვი 2 წლისაა უკვე... სურათებით ცნობს მამას. აიღებს ფოტოებს და კოცნის ბევრს...“

ირაკლი მორბედაძე ომამდე ორჯერ იყო რეზერვში. 8 აგვისტოსაც გამოიძახეს, თვალის დაუხამხამებლად წავიდა რეზერვში... და დაიღუპა...

ირაკლი მორბედაძე თბილისში, 1985 წლის 2 აგვისტოს დაიბადა.

მშობლებისთვის – ოთარ და მარინა მორბედაძეებისთვის ირაკლი პირველი შვილი იყო, შემდეგ ქალიშვილიც შეეძინათ.

დედა: „ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო, ძალიან ჭკვიანი, სკოლაში კარგად სწავლობდა, ქუჩაში ზედმეტად სიარული არ უყვარდა, კარგი სამეგობრო ჰყავდა და სულ მათთან იყო...“


სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე ჩააბარა, სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ირინა. გაიცნო და შეუყვარდათ ერთმანეთი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეუღლდნენ.

დედა: „ირაკლი და ირინა ჯგუფელები იყვნენ. ირინა ბაკურიანიდანაა. ირაკლი ბაკურიანში წავიდა, ძალიან მორიდებული და გულჩათხრობილი ბიჭი იყო, იქიდან დაურეკა თავის დას, ჩამოდი შეყვარებული უნდა გაგაცნოო. ბაკურიანიდან რომ ჩამოვიდნენ მაშინ გავიგე, რომ შეყვარებულები იყვნენ. იმ ზაფხულს დაქორწინდნენ. ცოლის მოყვანა რომ უნდოდა, მისი ძმაკაცისგან გავიგეთ. იმ ბიჭმა მოიყვანა ცოლი და მერე გვითხრა, იკასაც უნდა ცოლის მოყვანაო. ნიშნობის მერე ანკარაში წავიდნენ. ჯვარი შემოდგომით დაიწერეს. გაზაფხულზე ბავშვი შეეძინათ. სამი თვის იყო ირაკლი რომ დაიღუპა...“



ომამდე მშენებლად მუშაობდა. 8 აგვისტოსაც სამსახურიდან შინ, შესვენებაზე მიდიოდა, კომისარიატიდან რომ დაურეკეს და გამოიძახეს. იმ დღესვე წავიდა გორში იმ ბიჭებთან ერთად, ვისთანაც მანამდე ჰქონდა გავლილი რეზერვი კახეთსა და კოჯორში.

დედა: „არანაირი წინათგრძნობა არ მქონია... ერთი კვირის ჩამოსული იყო ბაკურიანიდან, იქ ჰყავდა ცოლ-შვილი. გასვლისას ძალიან ჩქარობდა, ტირილი დავიწყე გაცილებისას, მითხრა ნუ ტირი, ნერვები არ მომიშალოო... ხშირად ველაპარაკებოდი, მამშვიდებდა, არ ინერვიულოთ, გარეთ ვართ ბიჭებიო. გორში სპორტულ დარბაზში იყვნენ რეზერვისტები...“

მამა: „მეუღლეს ელაპარაკებოდა ღამის სამ საათამდე. დილით აფეთქებისას სპორტული დარბაზის კედელი ჩამოიქცა, დაეცა და... ორი ბიჭი მოყვა ამ კედელში, ერთი ჩემი ვაჟი და მეორე კახელი ბიჭი, იმ ბიჭზე თქვეს, ცოცხალი იყო და რომ ჩამოიყვანეს მერე გარდაიცვალაო. იმ დილითვე გაგვაგებინეს ირაკლის დაღუპვის ამბავი... მისმა მეგობარმა დამირეკა, ვისთან ერთადაც იყო წასული. ბოლოს მანქანა ვუყიდე, იმ მანქანით ჩავედი გორში... თავის მანქანით ჩამოვიყვანე... ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ, ძალიან უნდოდა რომ 4 შვილი ჰყოლოდა. უნდოდა რომ სამსახური დაეწყო და თვითონ მას და მის მეუღლეს აღეზარდათ შვილი. ბევრი ჩანაფიქრი ჰქონდათ მას და მის მეუღლეს, მაგრამ...“

დედა: „ირინას ჰქონია ცუდი წინათგრძნობა, არ უნდოდა მისი ბაკურიანიდან გამოშვება... მერე თქვა, რომ მიდიოდა მეგონა ვეღარასოდეს ვნახავდიო... სიცარიელეა მის გარეშე, ძნელია მის გარეშე ცხოვრება, ბავშვი გვაძლებინებს...“

ირაკლი მორბედაძე 15 აგვისტოს დაკრძალეს ქსოვრისში, იქ, საიდანაც მოდის მათი გვარი.

მამა: „პატრიოტი იყო და არც უფიქრია სადმე წასვლა. ჩამოყალიბებული პიროვნება იყო, სერიოზულად ეკიდებოდა გადაწყვეტილებებს. ჭკვიანი და დამჯერი ადამიანი იყო. დიდ პატივს სცემდა თავის მეგობრებს და მათაც ძალიან უყვარდათ. ბედნიერი ოჯახი ჰქონდა... გვიჭირს უმისოდ. ბავშვი 2 წლისაა უკვე, სურათებით ცნობს მამას. ჰგავს კიდეც მამას... აიღებს მამამისის ფოტოებს და კოცნის ბევრს...“

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0