სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
ზურაბ ბეგიაშვილი თემურის ძე 1980-08 გარდ. 28 წლის სამაჩაბლოში დ. სოფ. კუმისი გარდაბანი

497      

ზურაბ ბეგიაშვილი თემურის ძე 1980-08 გარდ. 28 წლის სამაჩაბლოში დ. სოფ. კუმისი გარდაბანი

სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი

ვახტანგბ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1980 – 2008

 „მარტო ჩემი ბიჭი კი არ მოკლეს, ჩვენც მოგვკლეს, ის შვილებიც და მთელი შთამომავლობაც, რომელიც ჩემს შვილს უნდა ჰყოლოდა“, – ამბობს სამხედრო ექიმის, ზურა ბეგიაშვილის დედა...

შვილის დაღუპვის შემდეგ მან ვეღარ შეძლო პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელება, მამამ ინსულტი მიიღო, ორგზის – ჯერ აგვისტოში, შემდეგ დეკემბერში, როცა მისი ვაჟი მუხათგვერდიდან მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს.

შვილის სიკვდილი... ასეთი სიმწარისთვის ზურას დედას ოსი და რუსი დედებიც არ ემეტება...

ზურას ბუნება ჰყვარებია, საერთოდ, სოფლად რომ ვინმე ესტუმრებოდა, მშობლიური კუმისის ლამაზ ადგილებს ათვალიერებინებდა, ჩანჩქერს, სოფლის ეკლესიას, თვითონაც რომ სადმე უცხო სოფელში ჩავიდოდა, შთაბეჭდილებების მოყოლას იმ სოფლის სილამაზით იწყებდა...

ნელი ბეგიაშვილი, ზურას დედა: „მთვარეც შეეძლო ლამაზად დაენახა. მახსოვს, ერთხელ მეძახდა: დედა, დედა, გამოდი, ნახე, რა ლამაზი მთვარეაო... მართლაც, ისეთი მრგვალი, დიდი, ბადრი მთვარე იყო...

ხის ტოტებში შეეძლო შეემჩნია სილამაზე, მეტყოდა: ნახე, რა ლამაზიაო. ეჰ...

ყველაფერი უყვარდა, ხატავდა, პატარა მოთხრობებს წერდა.

ერთხელ, ზურას მასწავლებელმა მითხრა, ზურას რამდენი ტყუილი ჰყვარებიაო. შევიცხადე, ვაიმე, რატომ-მეთქი? რატომ და რომ ვიტყვი: აბა, ზღაპარს ვინ მოყვება-მეთქი, ადგება და ერთ ზღაპარს მეორეს მიაყოლებს, მეორეს მესამეს მიაბამს და ამ ზღაპრის გმირებს ერთმანეთთან აკავშირებსო. რომ ვეუბნები, მასე როდის იყო-მეთქი, რატომ არ შეიძლება, რომ ასე იყოსო? – პასუხობდა თურმე. თვითონ თხზავდა, კომბლეს დააკავშირებდა ნაცარქექიასთან... კირკიმალა იყო, უკირკიტებდა ყველაფერს, სულ „რატორატო“ ეკერა პირზე. შენ „რატომელა“ ხარ-მეთქი, ვეუბნებოდი. ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერს შლიდა, ზოგს აწყობდა, ზოგს – ვერა, მერე უკვე კონსტრუქტორებს ვყიდულობდი, დაჯდებოდა და თამაშობდა, ძალიან უყვარდა მათი დაშლა–აწყობა.

მართლა „ღიმილის ბიჭი“ იყო, ყველა იხსენებს, როგორი მისალმება იცოდაო... სამსახურში მანქანით დადიოდა და სოფლიდან რომ გავიდოდა, ქალაქისკენ მიმავალს არავის დატოვებდა, ქალაქიდანაც, როცა მოდიოდა, სოფლისკენ მომავალს არავის დატოვებდა...

ეჰ, ამას ვასწავლიდი, ასეთი უნდა იყო-მეთქი. მე მეგონა, ერთი ყურიდან მეორეში უშვებდა ჩემს დარიგებებს, მაგრამ თურმე ბევრ რამეს იმახსოვრებდა... საოცრად მოსიყვარულე და გულისხმიერი იყო. მახსოვს, კუჭის წყლული მაწუხებდა, ზურა მეოთხე კლასში იყო, ნათესავი გვესტუმრა, ჰკითხა: აბა, ზურა, რა უნდა გამოხვიდეო, კუჭების ექიმი უნდა გამოვიდეო. ნათესავი ჩაეკითხა, რატომო, იმიტომ, რომ დედიკოს კუჭი სტკივაო...“

ზურა მართლაც ექიმი გამოვიდა. ეს არჩევანი უფროსი დის არჩევანმაც განაპირობა – დამ სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, ზურაც სამედიცინო ინსტიტუტის კოლეჯში შეიყვანეს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამკურნალო ფაკულტეტის მეორე კურსზე ჩაირიცხა, მესამე კურსიდან სამხედრო სამედიცინოზე გადავიდა.

ნელი ბეგიაშვილი: „მოსწონდა სამხედრო საქმე... მოსწონდა დატვირთული სამუშაო. ზურამაც ვაზიანში, მეოთხე ბრიგადის ლაზარეთში დაიწყო მუშაობა. ძალიან კარგი კოლექტივი იყო, კარგადაც მიიღეს, ხალისით მიდიოდა, უყვარდა თავისი საქმე. ლაზარეთის მთავარი ექიმიც ძალიან კარგი ადამიანია, გრიშა ტურძელაძე. რომ ხედავდა, პატარა ბიჭი იყო, მონდომებული, ახლო ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ, მეოთხე ბრიგადიდან სამხედრო აკადემიაში, ოფიცრების კურსებზე გაგზავნეს, დაჩქარებული წესით დაამთავრა და ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. მაგრამ მერე ისევ ახალი ბრძანება გამოსცეს და ვისაც რეზიდენტურა არ ჰქონდა გავლილი, გაათავისუფლეს. დარჩა უმუშევარი. არადა არ შეეძლო უსაქმოდ ყოფნა. ინსტიტუტში სწავლის დროს, არდადეგებზეც ხან სად მუშაობდა, ხან – სად, ფულის ხარჯვაც იცოდა და თვითონვე უნდოდა ეშოვნა ეს სახარჯო ფული. ცოტა ხანს მარნეულის კლინიკაში იყო რეზიდენტად, ვერ გაჩერდა, ასეთი წყნარი საქმე არ მინდა, ბოლნისის საავიაციო ნაწილში წავიდა სამუშაოდ, იქაურობა ძალიან მოსწონდა, პატარა ნაწილია, ერთი ოჯახივით ვართო, ისევ შეიცვალა ბრძანება და დაბრუნდა ისევ თავის მეოთხე ბრიგადაში. 6 აგვისტოს შემდეგ ჩემი შვილი აღარც მინახავს... ზურამ 7 აგვისტოს დამირეკა და მითხრა - დედა, რაღაც ისეთი საქმე გამოჩნდა სამსახურში, ეტყობა, რამდენიმე დღე ვერ გნახავო“.

მერე მეგობრებმა მითხრეს, თქვენ რომ ელაპარაკეთ, ჩვენ უკვე ცხინვალში ვიყავით და არ გითხრათო.

ზურას დედამ ტელევიზორი ჩართო და თავზარი დაეცა. დაიწყო შვილთან რეკვა. ზურას უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ვერც მის მეგობრებს დაუკავშირდა ვერანაირად. იმ დღეს ვერაფერი გაარკვია, შემდეგ დღეებში ზურას მეგობრებს ძლივს დაუკავშირდა, ცხინვალში ყოფნის ფაქტს ისინიც უმალავდნენ, გორში ვართო, მერე მოვდივართო, ზურას ამბავს დაზუსტებით ვერავინ ეუბნებოდა.

ნელი ბეგიაშვილი: „ბოლოს ვინც ნახა, ყველა ამბობს, რომ 8 აგვისტოს დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. ერთ-ერთი გამოყვანის დროს, თვითონაც დაიჭრა ფეხში მსუბუქად და ისევ ცხინვალში შებრუნდა დაჭრილების გამოსაყვანად. ბიჭებს ეუბნებოდა, არაფერია, ბიჭებს მივხედავო. 8 აგვისტოს დაბომბვის მერეც, 9 აგვისტოსაც ბევრს ესმოდა ზურას ხმა რაციით.

შემდეგ, ვიღაც ოსს დაურეკავს მთავარი ექიმისთვის, ქართულად უთქვამს: ზურა ბეგიაშვილს თუ იცნობთო. მთავარ ექიმს უკითხავს, სად გყავთ ზურაო, იმ ოსს არ უპასუხია, პირდაპირ გინებაზე გადასულა. ცხადია, რომ ზურას ტელეფონი ჩაუვარდათ ოსებს ხელში და, ალბათ, ზურა ბოლოს ვისაც ურეკავდა, იმათთან დაიწყეს რეკვა... რომ არ გამოჩნდა, ყველგან ვეძებდით. სოზარ სუბართან მითხრეს, ცხინვალის პოლიციაში ტყვედ ჰყავთ და ჩვენ ვმუშაობთ ახლა ტყვეების გადმოყვანაზეო. თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ტყვედ არისო. 16 სექტემბერს დამირეკეს თავდაცვიდან, ზურა რუსების გამოგზავნილ სიაშიაო. ფაქტია, რომ ჩემი შვილი ტყვედ იყო ჩავარდნილი, შემდეგ დახვრიტეს...

სიზმარში რომ ვხედავ, გაღვიძება აღარ მინდა...“






სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


უკრაინაში გარდაცვილი 12 ქართველი მებრძოლი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0