სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
შმაგი ხაიკაშვილი ამირანის ძე 1989-08წწ. გარდ. სამაჩბლოში  შმაგი ხაიკაშვილი ამირანის ძე 1989-08წწ. გარდ. სამაჩბლოში  შმაგი ხაიკაშვილი ამირანის ძე 1989-08წწ. გარდ. სამაჩბლოში

1989-2008 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ხაიკაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

შმაგი ხაიკაშვილი ამირანის ძე 1989-08წწ. გარდ. სამაჩბლოში

შმაგი ხაიკაშვილი ამირანის ძე კაპრალი 1989 წლის 28 თებერვალს დაიბადა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 9 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან კაპრალი ხაიკაშვილი, თანამებრძოლთან ერთად, მტრის გამოჩენას ელოდებოდა... უცებ გასროლის ხმა გაისმა. 19 წლის შმაგი ხაიკაშვილს სნაიპერის ტყვია მოხვდა...



ხაიკაშვილი ანასტასია, დედა: „1989 წლის 28 თებერვალს დაიბადა. ერთადერთი შვილი მყავდა... მოძრავი და მოუსვენარი ბავშვი იყო. სულ რაღაცას ჩხირკედელაობდა. მერე თბილისში ჩამოვედით საცხოვრებლად, აქ გაიზარდა“.

ერთადერთი შვილი დედას ჯარის მკაცრი ცხოვრებისთვის არ ემეტებოდა, მაგრამ ვერაფრით გადაიბირეს. ბავშვობის ოცნება - გავიზრდები და ჯარისკაცი გავხდებიო, შმაგიმ 18 წლის ასაკში აისრულა.


დედა: „სანამ კონტრაქტზე წავიდოდა, რამდენიმე თვით ადრე, მთაწმინდაზე ჯარისკაცები გაუცვნია. ჯიბეში რაღაც კაპიკები ჰქონია და მათთვის მიუცია... იცოდა რა იყო ჯარისკაცური ცხოვრება და ძალიან უნდოდა... დედისერთა იყო და სავალდებულოს მოხდა არ შეხებია... არ ეკუთვნოდა სავალდებულოს მოხდა, მაგრამ ვერ შევაკავეთ. პირდაპირ კონტრაქტზე შევიდა. საბუთები რომ შეჰქონდა მეხვეწებოდა, ხელი მომიწერეო, უარზე ვიყავი... მერე ჩემი დისთვის უთხოვია, მაგრამ მასაც უარი უთქვამს... ბოლოს მაინც შევიდა კონტრაქტზე. რვა თვის განმავლობაში არასდროს დაუწუწუნია, დავიღალეო. პირიქით, რასაც აკეთებდა გულით და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. კონტრაქტის მოწერიდან 9 თვე იყო გასული... ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში მეტყვიამფრქვევე იყო...


ძალიან მოსიყვარულე ბიჭი, ყველას ზედ ჰყვებოდა... თუმცა მისი სიყვარული ცალმხრივი იყო. თავისზე რამდენიმე წლით უმცროსი გოგო უყვარდა“.

სახლში ბოლოს 2 აგვისტოს მივიდა. რაღაც საბუთი სჭირდებოდა. დეიდაშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს, მომიძებნე და მალე მოვალო. იმ დღეს, როცა შმაგი სახლში უკანასკნელად იყო მისული, დედამ ვერ ნახა...

დედა: „ბოლოს, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვნახე... ჩაფიქრებული იყო... ყოველთვის მომღიმარი შმაგი, იმ დღეს სხვანაირი იყო... როცა სამსახურიდან მოვიდოდა მთელი დღე მეგობრებთან ატარებდა. გვიან მოდიოდა. 24 საათში სამი საათი ძილი, მისთვის საკმარისი იყო. დილაადრიან გაიღვიძებდა, სამსახურში არ დამაგვიანდესო და გარბოდა... ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის მქონე იყო.

ბოლოს 4 აგვისტოს ველაპარაკე. არაფერი უთქვამს ისეთი, მომიკითხა... მისი ნაწილი ვაზიანიდან 7 აგვისტოს გაიყვანეს, ყველას ტელეფონი ადგილზე დაატოვებინეს და იმის მერე ვერაფრით ვეღარ ვუკავშირდებოდი...

სად იყო და როგორ იყო ჩემი შვილი, არაფერი ვიცოდი. ყველგან ვეძებდით. 10 თვის შემდეგ დეენემის ანალიზის პასუხი მივიღეთ... დედამ ერთადერთი შვილი დავკარგე... მაგრამ მაინც ამაყი და ბედნიერი ვარ იმით, რომ გმირი გავზარდე“.

შმაგი ხაიკაშვილი თანამებრძოლებთან ერთად ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0