სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10056

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
შმაგი ნოზაძე გუგულის ძე 1984-08 დაკარგ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ.ნინიგორი ლაგოდეხი კახეთი შმაგი ნოზაძე გუგულის ძე 1984-08 დაკარგ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ.ნინიგორი ლაგოდეხი კახეთი შმაგი ნოზაძე გუგულის ძე 1984-08 დაკარგ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ.ნინიგორი ლაგოდეხი კახეთი

1984-2008 წწ. გარდ. 24 წლის

სამაჩაბლო

გვარი ნოზაძე სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

117       ბეჭდვა

შმაგი ნოზაძე გუგულის ძე 1984-08 დაკარგ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ.ნინიგორი ლაგოდეხი კახეთი

შმაგი ნოზაძე გუგულის ძე  კაპრალი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად


 ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. პირველ დაბომბვას გადაურჩა.

ყველას გამოუღწევია იქაურობიდან. მასაც, მაგრამ მერე ისევ შებრუნებულა. ყველა ამბობდა თურმე, ეგ თუ ისევ იქ შებრუნდა, გიჟი ყოფილაო. გიჟი კი არა, გმირი იყო... გმირი, რომელსაც სნაიპერმა მოუსწრაფა სოცოცხლე...

შმაგი ნოზაძე 1984 წელს, სოფელ ნინიგორში დაიბადა.



წლის და 2 თვის იყო შმაგი, მამა რომ ავტოავარიაში დაეღუპა. პედაგოგი დედა ორ ობოლს ზრდიდა.

რუსუდან ჩუთლაშვილი, დედა: „შმაგი ბავშვობიდან ძალიან მშრომელი იყო. პატარა იყო, როცა თბილისში ჩამოდიოდა და ფიზიკურად მუშაობდა. ტანსაცმელსაც თავისით ყიდულობდა... ბავშვობაში ცეკვაზე და კარატეზე დადიოდა. ცეკვიდან გასტროლებზეც იყო უკრაინაში. მღეროდა კიდეც... გარეგნულად ტომ კრუზს ჰგავდა და ყველა ტომ კრუზს ეძახდა. თვითონ ვან დამზე და შვარცნეგერზე აბოდებდა, სულ მათი სურათები ეკრა კედელზე, უნდოდა მსახიობი გამოსულიყო და მათნაირი როლები ეთამაშა.


ბავშვობიდან სულ იარაღით თამაშობდა ომობანას. თავის სახელს ამართლებდა, მართლა შმაგი და ძლიერი, ძალიან ხიფათიანი ბავშვი იყო“.

ჯარისკენ გული ჯერ კიდევ სკოლის დამთავრების შემდეგ უწევდა.

ფოტოზე შმაგი და ზურაბ ტურაშვილი გიორგის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩბლოში დაბ. სოფ. ალმატი ყვარელი კახეთი

დედა: „ძალიან მომწონდა ჯარისკაცები, მაგრამ იმ პერიოდში არ მინდოდა რომ წასულიყო. სანამ ცოტა არ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია საქართველოში. თელავში, სამხედრო ფიზკულტურაზე ჩააბარა უნივერსიტეტში. სწავლისას სულ საჩუქრებს მიკეთებდა, ხან რას მიყიდდა, ხან რას. ყვავილებსაც მიგზავნიდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს, ლაგოდეხში მსახურობდა - სასაზღვრო ჯარში. სავალდებულო რომ მოიხადა, დარჩენა უნდოდა სასაზღვრო ჯარში, მაგრამ სამჯერ `დაბრაკეს~. მერე საკონტრაქტო ჯარში შესვლა გადაწყვიტა, იქ არავის დაუწუნია. 9 თვე მსახურობდა... თავიდან კაპრალი იყო. მერე სერჟანტის წოდება მიიღო. სახლში იშვიათად მოდიოდა... ლაგოდეხის რაიონში ვინც კი გოგო იყო, ყველა უყვარდა. ბოლოსაც ჰყავდა შეყვარებული. გორელი იყო, ძალიან უყვარდა. უსაჩუქროდ მასთან არასდროს ჩადიოდა... ომი რომ დაიწყო, ჩვენი სოფლელი ბიჭისთვის მესიჯი მოუწერია, ომში მივდივარ და დედაჩემს არ უთხრათო... წასვლისას, შეყვარებულისთვისაც დაურეკავს, გორში დამხვდიო, მაგრამ სხვა გზით წავიდნენ და ვეღარ ნახა... მე მატყუებდა გორში ვარო, მაგრამ ცხინვალის მისადგომებთან იყვნენ. 8 აგვისტოს ერთხელ გადარჩენილა დაბომბვისას, ყველანი გამოსულან, ესეც გამოსულა, მაგრამ მერე შებრუნებულა. ყველა ამბობდა თურმე, ეგ თუ ისევ იქ შებრუნდა, გიჟი ყოფილაო. ვერ გამოიყვანეს. სნაიპერმა ესროლა. მკვდარი რომ არ მინახავს, მაინც ვერ ვიჯერებ, მე დღესაც ველოდები მის ზარს. არ მინდა დავიჯერო რომ აღარაა.... იმედს არ ვკარგავ...“


საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 23.05.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0