სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
ოთარ სუხიტაშვილი დიმიტრის ძე 1975-08 გარდ. 33 წლის სამაჩაბლოში დ. სოფ. კარალეთი გორი ქართლი

426      

ოთარ სუხიტაშვილი დიმიტრის ძე 1975-08 გარდ. 33 წლის სამაჩაბლოში დ. სოფ. კარალეთი გორი ქართლი

კაპრალი

ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

1975 - 2008

 ის იჯდა იმ ტანკში, რომელიც უშუალოდ ოსების თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა გაანადგურა. ასე ტრაბახობდა ბარანკევიჩი რუს ჟურნალისტებთან, რომ 406-ე ტანკი ეკიპაჟიანად გაანადგურა… მემიზნე ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი იყო, მძღოლი – ბირთველაშვილი, მეთაური – გია რომელაშვილი…

ოთარ სუხიტაშვილს გული მამულისთვის უძგერდა და როგორც ოჯახში იგონებენ, უგრძნობდა კიდეც, რომ სამშობლოსთვის შეწყდებოდა მისი გულისცემა.

მისი ტანკი წინ მიუძღოდა ტანკების კოლონას… ეს იყო ომში. ომამდე კი მასთან სახლში ბიჭები ქეიფობდნენ. ოთოს მეუღლე, ციური ჩილინდრიშვილი ბიჭების ნათქვამს იხსენებს: „ჩვენ ჩვენი დროშა უნდა ავაფრიალოთ ცხინვალშიო“…

ომამდე ერთი კვირით ადრე კი ციური თავზარდამცემ სიზმარს ნახავს: „მესიზმრა, ვითომ გორი იბომბებოდა და გავრბოდით, ოთოს ვეძახდი, აქეთ გავიქცეთ-მეთქი, მაგრამ სადღაც დავკარგე, ვერსად ვპოულობდი. დავრჩი მარტო, ბავშვებთან ერთად...“

ციურის აუხდა თავზარდამცემი სიზმარი… დაიბომბა გორიც, დაკარგა მეუღლეც და დარჩა დაობლებული ბავშვებით…

ოთარ სუხიტაშვილი ახლა, 29 აპრილს, 35 წლის გახდებოდა.

კარალეთში დაიბადა, როგორც დედა – ქეთევან სუხიტაშვილი გაიხსენებს, ოთოს ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, ყოფილა ჭკვიანი და თბილი, მაგრამ ყოველთვის გულჩათხრობილი. მეხუთე კლასამდე კარგად უსწავლია, ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, სკოლიდან გამოუყვანიათ, ხელობა უსწავლებიათ, ელექტრიკოსობით საკუთარი შემოსავალიც გასჩენია.

18 წლის გახდა თუ არა, ჯარში გაიწვიეს. „ვეუბნებოდით, პირველ გაწვევაზე არავინ მიდის და მაინცდამაინც შენ რატომ უნდა წახვიდე-მეთქი, მაგრამ არ დაიშალა. იმ დღეს დილის შვიდ საათზე ადგა და გაიპარა, ჯარში წავიდა…

სავალდებულო სამსახური გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე მოიხადა და შინ დაბრუნდა… მალე მომავალი მეუღლე – ციური ჩილინდრიშვილი გაიცნო.

ციური 18 წლის იყო, ხიდისთაველი.

ციური ჩილინდრიშვილი: „ჩემი და გათხოვდა კარალეთში, ოთო ჩემი სიძის მეზობელი იყო და როცა ჩემს დასთან მივდიოდი, იქ ვნახულობდი ხოლმე. თანდათან ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაგვიჩნდა, ძალიან თბილი და ერთგული ადამიანი იყო, არ შეიძლებოდა, არ შეგყვარებოდა...“

გაცნობიდან სამი თვის თავზე, ოთომ თავისი მშობლები ციურის მშობლებთან მიიყვანა და მისი ხელი ითხოვა… ჯვარი დაიწერეს, პატარა ქორწილიც გადაიხადეს… პირველი შვილი რომ შეეძინათ, ოთო 21 წლის იყო, ციური – 19-ის…

„ბედნიერი იყო... სხვანაირი მამა იყო, შეიძლება თავისთვის არაფერი ეყიდა, მაგრამ ბავშვებს ყოველთვის ახარებდა და ყველაფერს უკეთებდა. სულ ცდილობდა, რომ რაღაცით ვესიამოვნებინეთ. ბოლოს კომპიუტერი უყიდა ბავშვებს... სამთვიანი კურსი გაატარა ორივეს, იქნებ რამეში გამოგადგეთო. ალბათ, გული უგრძნობდა, უნდოდა, ყველაფერი მოესწრო... სოფლის მეურნეობით ვირჩენდით თავს, მიწას ვამუშავებდით, შრომას არ თაკილობდა, ყველანაირად ცდილობდა, ოჯახში რაღაც, თუნდაც მიზერული თანხა შემოეტანა. გაჭირვებას დიდი სიყვარული გვატანინებდა... ერთად 12 წელი ვიცხოვრეთ...

კონტრაქტზე წასვლა 2005 წელს გადაწყვიტა. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არ დაიშალა. გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე მსახურობდა. აპრილში უმთავრდებოდა კონტრაქტი... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო პერიოდში, სულ იმას ამბობდა, რაღაც მოხდება და მე ვიბრძოლებ ჩემი შვილების გულისთვისო... არ ვიცი, შეიძლება სიზმარიც ჰქონდა ნანახი, მაგრამ არაფერს ამბობდა... თან მამხნევებდა, უნდა შეეგუო, ჯარისკაცს ერთი ფეხი სამარეში აქვსო...“

ოთარ სუხიტაშვილი ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა სახლიდან – განგაში იყო გამოცხადებული. საღამოს, მეუღლე რომ შეეხმიანა, უთხრა: დღეს შინ ვერ მოვალ, ყარაულში ვარო.

სიტუაცია რომ უფრო დაიძაბა, მეუღლემ ისევ დაურეკა.

ციური ჩილინდრიშვილი: „მატყუებდა, არაფერი ხდება, დაწყნარდიო, არადა იმ საღამოს უკვე ცხინვალში ყოფილა... ყველა ახლობლისთვის უთქვამს, უკვე ცხინვალში ვართო, მე მიმალავდა... ბავშვისთვისაც დაურეკავს და უთქვამს, მამი, ცხინვალში ვარ და დედას არაფერი უთხრაო... ბოლოს, 7 აგვისტოს, დილით ველაპარაკე, მითხრა, ტელეფონი უნდა გავთიშო და აღარ დამირეკოო... ბავშვებს მიხედე და მოუარეო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მერე ვრეკავდით, მაგრამ ხაზები იყო გადატვირთული და ვეღარ ვუკავშირდებოდი...“

კარალეთში რომ სიტუაცია დაიძაბა, 10 აგვისტოს ციურიმ ბავშვები სოფელს გაარიდა.

„სწორედ იმ დღეს დამირეკეს და მითხრეს, დაიკარგა და იქნებ დაჭრილებში ან გარდაცვლილებში ნახოთო. სწორედ წინა დღეს დაბომბეს გორის ჯავშან-სატანკო ბაზა... მეგონა, რომ იქ იქნებოდა... თბილისში თითქმის ყველა საავადმყოფო შემოვიარე. იმ იმედით, რომ სადმე ვიპოვიდი, მაგრამ... ერთ-ერთ საავადმყოფოში, ოთოს ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის, ბირთველიშვილის ძმა ვნახე, მაგრამ ვერც ერთი ვერსად ვერ ვიპოვეთ. ბოლოს გაირკვა, რომ 406-ე ტანკის ეკიპაჟის სამივე წევრი ისე დაიკარგა, რომ ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, არავინ იცის“.

ოთარ სუხიტაშვილი გმირულად იბრძოდა ცხინვალში – მისი ტანკი მიუძღოდა ტანკების კოლონას…

ციური ჩილინდრიშვილი: „მისი ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს, ბოლოს რომ შევდიოდით, რაციაში ვუთხარი, ოთო აღარ შემოხვიდე-მეთქი და უთქვამს, მაინც შემოვალთო... 8 აგვისტოს დაიკარგნენ... ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცის... სოფელში ყველა ამბობს, მათი ტანკი ააფეთქეს და ნაცრად აქციესო…

საშინელებაა ყოველდღე მის მოლოდინში... ხან მაქვს იმედი, რომ გამოჩნდება, მაგრამ ხანდახან ყველანაირი იმედი მეწურება...

ბავშვებს ძალიან აკლიათ და ენატრებათ მამა. უფროსი 13 წლის უნდა გახდეს, პატარა – 12-ის. არაფერს მეკითხებიან, მაგრამ ვხვდები, რომ გულში იკლავენ დარდს... ცოცხალს ელოდებიან... ვიღაც რომ გვეტყვის, როგორ მეწყინა თქვენი ამბავიო, მეუბნებიან, რას გისამძიმრებენ, მამაჩვენი ცოცხალიაო... არ უნდათ, მამა მკვდარი წარმოიდგინონ... დიტოს სახლში სულ ჯარის ფორმა აცვია. „კურტკაც“ კი ჯარის ფორმის მაყიდინა. მეუბნება, ნეტა მალე გავიზარდო, რომ ჯარში წავიდეო... გოგო უთქმელია, არაფერს ამბობს, დღიური აქვს, ყოველდღე რაღაცებს წერს. იმ დღეს დაუწერია: მამა, ღმერთს ვთხოვ, რომ მალე გამოჩნდე, ჩვენ ცოცხალს გელოდებითო...“






სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0