სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჯანო ბაგრატიონი 1909-79წწ ქორეოგრაფი მოცეკვავე დაბ. სოფ. აბანო ქარელი ქართლი

1909-1979 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბაგრატიონ სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ჯანო ბაგრატიონი 1909-79წწ ქორეოგრაფი მოცეკვავე დაბ. სოფ. აბანო ქარელი ქართლი

ჯანო ბაგრატიონი 15 სექტემბერი, 1909 15 მაისი, 1979 (69 წლის ასაკში) დაბადების ადგილი: სოფელი აბანო, ქარელის რაიონი.


1933–1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე" და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც: ზაალი(ანდრია ბალანჩივაძის "მთების გული"), დიტო(შალვა თაქთაქიშვილის "მალთაყვა"). 1938–1945წწ. და 1956–1970წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1970–1979წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები "საქორწილო", "ძველი თბილისის ფრესკები", "ალვანური" და სხვ. ბაგრატიონი იღვწოდა ქართული ხალხური ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. 1934–1939წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935–1945წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის(ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. აღსანიშნავია ბაგრატიონის მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზე. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს(1945–1950). აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს(1950–1953), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს(1953-1956). ასრულებდა ქართული და ამიერკავკასიის ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრები აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხური სიმღერა "ყვავილების ქვეყანა"(ტექსტი ბ. ფერაძისა). ბაგრატიონმა დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე დამკვიდრების საქმეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319 ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1967 - საქართველოს სახალხო არტის
ჯანო ბაგრატიონი 15 სექტემბერი, 1909 15 მაისი, 1979  (69 წლის ასაკში) 
დაბადების ადგილი: სოფელი აბანო, ქარელის რაიონი.


 1933–1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე" და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც: ზაალი(ანდრია ბალანჩივაძის "მთების გული"), დიტო(შალვა თაქთაქიშვილის "მალთაყვა"). 1938–1945წწ.  და 1956–1970წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1970–1979წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები "საქორწილო", "ძველი თბილისის ფრესკები", "ალვანური" და სხვ. ბაგრატიონი იღვწოდა ქართული ხალხური ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. 1934–1939წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935–1945წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის(ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. აღსანიშნავია ბაგრატიონის მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზე. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს(1945–1950). აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს(1950–1953), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს(1953-1956). ასრულებდა ქართული და ამიერკავკასიის ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრები აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხური სიმღერა "ყვავილების ქვეყანა"(ტექსტი ბ. ფერაძისა). ბაგრატიონმა დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე დამკვიდრების საქმეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1967 - საქართველოს სახალხო არტისტი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0