სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
მიხეილ (ალექსანდრე) პეტრეს ძე თამარაშვილი 1958-1911წწ რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი თეოლოგი დაბ. ახალციხე

1958-1911 წწ. გარდ. -47 წლის

ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი თამარაშვილი სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

404       ბეჭდვა

მიხეილ (ალექსანდრე) პეტრეს ძე თამარაშვილი 1958-1911წწ რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი თეოლოგი დაბ. ახალციხე

მიხეილ თამარაშვილი , ერისკაცობაში ალექსანდრე პეტრეს ძე თამარაშვილი (იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი) (დ. სექტემბერი1858ახალციხე — გ. 16 სექტემბერი1911, სოფ. სანტა-მარინელაიტალია) — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.


თამარაშვილების (ასევე – თამარაძეები) სამკვიდრო თავიდანვე მესხეთი ყოფილა. გადმოცემით, რაბათელი თამარაშვილები ჯავახეთის სოფელ თოკიდან, თამარაძეების გვარიდან გამოსულან და ახალციხის რაბათში დასახლებულან, სადაც კათოლიკე მისიონერებს ისინი კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოუქცევიათ.

მიხეილ თამარაშვილის პაპის მამა სოლომონი, ისევე როგორც მისი წინაპრები, საღვინე რუმბების მოკუპრვა–დამზადებით ირჩენდა თავს. XVIII საუკუნეში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მასიური გამაჰმადიანების გამო მხარეში მეღვინეობა დაეცა, შედეგად რუმბების საჭიროებამაც იკლო. მხარის სხვა ვაჭარ–ხელოსანთა ჯგუფთან ერთად სოლომონ თამარაშვილი იმერეთის მეფე სოლომონ II-ს ეახლა და იმერეთში ვაჭრობის უფლება მოიპოვა. ამის შემდეგ სოლომონი ახალციხეში დამზადებულ ტიკებს ბაღდათის ბაზარზე ყიდდა.

წინაპრების საქმიანობას აგრძელებდა მიხეილის მამაც, პეტრე თამარაშვილი. მისი დამზადებული რუმბები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში იყიდებოდა. ამიტომ მას ქუთაისში ბინაც კი შეუძენია და მთელი ოჯახით გადასახლებაც კი დააპირა, მაგრამ საბოლოოდ, ახალციხეში მშობლიური სახლი ვერ მიუტოვებია.

მიხელის დედა გაიანე ბათმანაშვილი სოფ. არლიდან იყო. იგი ქართული წერა-კითხვის შენანიშნავი მცოდნე ყოფილა, ზეპირად სცოდნია ხალხური ვეფხისტყაოსანი და კატეხიზმო, შვილებს საქართველოს და ქართული ენის სიყვარულით ზრდიდა.

დაიბადა 1858 წელს ახალციხეში, ე. წ. „რაბათის“ უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში. მის მშობლებს 10 შვილი ჰყოლიათ, ორი ქალიშვილი და რვა ვაჟი, რომელთაგან ალექსანდრე (შემდგომში – მიხეილი) მეცხრე ყოფილა. დაწყებითი სასულიერო განათლება მ. თამარაშვილმა მიიღო ახალციხეში, ე. წ. "ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში, სადაც მას მეურვეობდა პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე ("ვინმე მესხი").

14 წლის იყო მიხეილი, როდესაც მამა გარდაეცვალა. უმამოდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად მან სწავლას თავი მიანება და ხარაზს მიებარა ხელობის შესასწავლად. 1874 წელს მიხეილი საცხოვრებლად ქუთაისში, თავის ძმასთან, სოლომონთან გადავიდა, სადაც მის დუქანში წუღებს კერავდა. თავისუფალ დროს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში დადიოდა და ასომთავრულ და ხუცურ დამწერლობას სწავლობდა. 1876 წელს ძმები ქუთაისიდან ხაშურში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ ფეხსაცმლის სახელოსნო გახსნენს, მაგრამ მალევე გაკოტრდნენ, სახელოსნო დახურეს და მშობლიურ ახალციხეში დაბრუნდნენ.

ახალციხეში დაბრუნებული თამარაშვილი ივანე გვარამაძის რჩევით, 1878 წელს სტამბოლში გააგზავნეს , პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში. იქიდან ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით გაემგზავრა ესპანეთში, სადაც სასულიერო სემინარიაში დაჰყო სამი წელიწადი. შემდეგ დაბრუნდა სტამბოლში, სადაც მღვდლად ეკურთხა. სტამბოლიდან იგი გაემგზავრა პარიზში, სადაც 1888 წელს დაამთავრა წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი, გაეცნო პარიზის სამეცნიერო ცხოვრებას, მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში.

1888 წელს მიხეილ თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, მალე კი თბილისში, სადაც კათოლიკეთა მიძინების ტაძრის მღვდლად იქნა გამწესებული. მისი პროქართული ქადაგებანი აუტანელი იყო თბილისის ცარისტული მმართველებისთვის და ჩამოართვეს რა სამშობლოში მღვდელმსახურების უფლება, იგი გააძევეს თბილისიდან. 1889 წელს თამარაშვილი კვლავ ჩავიდა სტამბოლში. 1891 წელს იგი გაემგზავრა რომში და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. მალე დაინიშნა ამავე აკადემიის პროფესორად. ამ ხნის განმავლობაში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე, ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქედან თამარაშვილმა მოასწრო საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და გამოცემა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" (1902, თბილისი), "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას" (თბ., 1904), ხოლო მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია" (1910, რომი; 1995, თბილისი) ფრანგულ ენაზე დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. ორივე მონოგრაფია, რომლებიც შედგება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებული და ზედმიწევნით შესწავლილი უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებისგან, დღემდე წარმოადგენს სამაგიდო წიგნებს მკვლევართათვის.

თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქ. ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს. 1978 წელს იტალიის ქ. ჩივიტავეკიადან მიხეილ თამარაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში, დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მ. თამარაშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005419/

https://www.facebook.com/zaza.tamarashvili.16/videos/1413119748883286





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.09.2020
ბოლო რედაქტირება 04.10.2022
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0