სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
პაატა გუგუშვილი 1905-1987წწ აკდემიკოსი, ეკონომისტი დაბ. სოფ. კოდორი, აბაშა, სამეგრელო.

1905-1987 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გუგუშვილი სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

პაატა გუგუშვილი 1905-1987წწ აკდემიკოსი, ეკონომისტი დაბ. სოფ. კოდორი, აბაშა, სამეგრელო.

პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი (დ. 15 სექტემბერი1905კოდორიაბაშის მუნიციპალიტეტი ― გ. 27 თებერვალი1987თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საპატიო ნიშნის და შრომის წითელი დროშის ორდენების კავალერი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962)


პაატა გუგუშვილი დაიბადა 1905 წლის 15 სექტემბერს  სოფელ კოდორში. 1917-1923  წლებში სწავლობდა ფოთისა და ქუთაისის გიმნაზიებში.1927 წელს დაამთავრა ბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით. ლექციებს ისმენდა აგრეთვე სამართლისა და საქართველოს ისტორიისდარგებში, მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის სემინარებში, რომელთაც აკადემიკოსი  ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. 1930 წლიდან  გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სახალხო მეურნეობის ისტორიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სოციოლოგიის ლექციათა კურსებს. ავტორია მრავალი ათეული ნაშრომისა, რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის ისტორიის, სახალხო მეურნეობის განვითარების, დაგეგმვის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიბლიოლოგიის, ამიერკავკასიისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა საკითხებს. 1940 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკრ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერთა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1974 წელს კი — აკადემიკოსად.1973 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ სოციალურ ეკონომიკური პრობლემების სამეცნიერო საბჭოს.

დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონომიკური წყაროების მეცნიერულ პუბლიკაციაში.


მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც იგი სამ ათეულ წელზე (1944-76) მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში. ამ ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, მნიშვნელოვანი პრობლემების დამუშავებაში, კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ინსტიტუტს 1991 წლიდან მიენიჭა გუგუშვილის სახელი. პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად ეწოდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი (1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი (1989), პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი (), სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2006), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2011).

აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი იყო ქართულ საბჭოთა ენციკოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ეკონომიკური სექციის თავმჯდომარე, აკადემიკოს ივანე ჯავახიშილის რჩეული ნაწერების თხზულებათა 12 ტომეულის, აგრეთვე ხუთტომეულის „ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორია საქართველოში“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის რჩეული ნაწერების ორტომეულის მთავარი რედაქტორი.

ავტორია მრავალი ნაშრომისა, მათ შორის 50 მონოგრაფიის. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფია „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს.“ (I-VII ტომი, 1949-84), რომლის სამი წიგნი გამოცემულია  რუსულ ენაზეც (ამ ნაშრომს 2000 წელს ეკონომიკის მეცნიერების დარგში „XX საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიის“ სტატუსით ჟურნალ „მაკრო-მიკროეკონომიკის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიენიჭა პირველი პრემია).

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის,"საპატიო ნიშის" დროებათა და მედლებით.

პაატა გუგუშვილი გარდაიცვალა 1987 წლის 27 თებერვალს, 81 წლის ასაკში, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

წყარო- wikipedia.ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0