სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ნიკოლოზ ნიკოს ძე ვახანია 1930-2014წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1930-2014 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ვახანია სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

81       ბეჭდვა

ნიკოლოზ ნიკოს ძე ვახანია 1930-2014წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

ნიკოლოზ ნიკოს ძე ვახანია 


 (დ. 28 აგვისტო1930ქუთაისისაქართველოს სსრ — გ. 23 ივლისი2014თბილისისაქართველო) -ქართველი მათემატიკოსი. 

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970),პროფესორი(1971), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი  (1988), აკადემიკოსი (2001); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ.მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ლბათობიბის თეორიისა და ფუნქციური ანალიზის განყოფილების გამგე (1961-დან); ამავე ინსტიტუტის დირექტორი (1978-2006); ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2008 - 2013);თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა  და ამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი (1970 - 73); თსუ შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის გამგე (1964 - 2006); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; საქართველოს ცენტრალური კომისიის  წევრი (2003 - 2006); საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებების ჟურნალებისა და გამოცემების სარედაქციო კოლეგიების წევრი; ენციკლოპედია "საქართველოს" მთავრი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე (1992-დან); გამოთვლითი მათემატიკის საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის წევრი; საერთაშორისო ინოვაციის ფონდის წევრი; საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის წევრი; ნაციონალური გეოგრაფიის საზოგადოების წევრი.


ფერენციალურ განტოლებათა  თეორიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ალბათური განაწილებები წრფივ სივრცეებში" (1971, თბილისი, რუსულ ენაზე), "ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეებში" (მოსკოვი, 1985, რუსულ ენაზე. ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებული ნაშრომი). ორივე მონოგრაფია თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა "ნორთ ჰოლანდისა" და "რეიდელის" გამომცემლობების მიერ (1981, 1987).

ჯილდოები: ნ. მუსხელიშვილისა (1992) და ა. რაზმაძის (2003) სახელობის პრემიები; ივანე ჯავახიშვილის ორი მედალი (1976, 2000); ღირსების ორდენი (2000).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ვახანია - გვარის 3 ღვთისმსახური

2 0