სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
არსენ შველაშვილი 1935-1999წწ  გარდ. 64 წლის აკადემიკოსი, ქიმიკოსი, სამედიცინო ინსტიტუტის ბიოარაორგანული და ბიოფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე. დაბ. სოფ. ალვანი, ახმეტა.

1935-1999 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი შველაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

არსენ შველაშვილი 1935-1999წწ გარდ. 64 წლის აკადემიკოსი, ქიმიკოსი, სამედიცინო ინსტიტუტის ბიოარაორგანული და ბიოფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე. დაბ. სოფ. ალვანი, ახმეტა.

არსენ ერისტოს ძე შველაშვილი (დ. 30 მარტი1935, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1999) — ქართველი ქიმიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15-მდე ფუნდამენტური წიგნის ავტორი.



დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1960 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1961-1965 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანუკლი ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1979 წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. 1979 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამავე დროს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოარაორგანული და ბიოფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15-მდე ფუნდამენტური წიგნის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.



სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციკლის წარმომქმნელი ამინების შემცველი მეტალების კოორდინაციული ნაერთების კვლევა", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ. - 1998-1999. - გვ. 351; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირი, წევრი (1992-)
  • მენდელეევის საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი (1996-)
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1987-1994 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ''ლითონთა კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი-აღნაგობა-თვისება''.

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2020
ბოლო რედაქტირება 08.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0