სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ილია ვეკუა 1907-1977წწ. აკადემიკოსი, მათემატიკა. დაბ. სოფ. პირველი შეშელეთი, გალი, აფხაზეთი.

1907-1977 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ვეკუა სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ილია ვეკუა 1907-1977წწ. აკადემიკოსი, მათემატიკა. დაბ. სოფ. პირველი შეშელეთი, გალი, აფხაზეთი.

ილია ნესტორის ძე ვეკუა (დ. 6 მაისი [ძვ. სტ. 23 აპრილი]1907პირველი შეშელეთისოხუმის ოკრუგი ― გ. 2 დეკემბერი1977თბილისი)  


ილია ნესტორის ძე ვეკუა ეკუთვნის იმ მოღვაწეთა რიცხვს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მეცნიერების საგანძურში. მან წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო როგორც გამოჩენილმა მეცნიერმა, არამედ როგორ მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების დიდმა ორგანიზატორმაც. ი. ვეკუა დაიბადა 1907 წლის 23 აპრილს სოფელ შეშელეთში (გალის რაიონი). 1925 წ., ქ. ზუგდიდის საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1930 წ. ამავე წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. ასპირანტურის წლებში (1930–1933 წწ.) ა. კრილოვის, ნ. მუსხელიშვილისა და ვ. სმირნოვის ხელმძღვანელობით ი. ვეკუა სპეციალისტდება მათემატიკური ფიზიკის განტოლებებში. კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით მან შეისწავლა დრეკადობის თეორიის სტატიკისა და დინამიკის მრავალი ამოცანა, შექმნა მნიშვნელოვანი შრომები, რომლებიც მიეძღვნა პარალელური ბრტყელი საზღვრების მქონე უსასრულო შრეში დრეკადი ტალღების გავრცელების თეორიას. ეს შრომები საფუძვლად დაედო მის საკანდიდატო დისერტაციას, რომელიც დაიცვა მოგვიანებით (1937 წ.). 1933 წ. შემოდგომიდან ი. ვეკუა მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში მათემატიკისა და მექანიკის პრობლემებზე (ნ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით) მუდმივმოქმედი სამეცნიერო-კვლევითი სემინარის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ი. ვეკუამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება. თეორიულ და გამოყენებით მათემატიკაში სამეცნიერო მიმართულებათა შორის ი. ვეკუას განსაკუთრებითი იზიდავდა ელისფური ტიპის კერძოწამოებულებიან დიფერენციალურ განტოლებათა თეორია და ამ თეორიის სხვადასხვა გამოყენებანი. ამ მიმართულებით წარმოებული ინტენისური გამოკვლევები, 1936 წ. დაწყებული, ორმოციან წლებში დასრულდა ორი დამოუკიდებელი ცვლადის შემთხვევაში ანალიზური კოეფიციენტებიანი ელიფსური ტიპის კერძოწარმოებულებიანი წრფივ დიფერენციალურ განტოლებათა მწყობრი თეორიის შექმნით. ასეთი განტოლებების ამონახსნთა ზოგადი კომპლექსური წარმოდგენები, რომლებიც ი. ვეკუამ ააგო, ხელსაყრელი აღმოჩნდნენ ამ ამონახსნების ახალი თვისებრივი და სტრუქტურული თავისებურებების დასადგენად, აგრეთვე განტოლებათა ფართო კლასისა და სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად, რომლებსაც მანამდე ცნობილი მეთოდები არ შეხებია. ამ მიმართულებით ი. ვეკუას ნაშრომთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია მის მონოგრაფიაში „ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები“, რომელმაც 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. 1939 წ. ი. ვეკუამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1940 წ. მას პროფესორის წოდება მიენიჭა.


1944 წ. ი. ვეკუა აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წ. – ნამდვილ წევრად. 1940–1944 წწ. ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკამათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1944–1947 წლებში – პრორექტორი სასწავლო ნაწილში, 1947–1951 წწ. – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმდივანი. 1951 წ. შემოდგომაზე ი. ვეკუა საცხოვრებად გადავიდა მოსკოვში და მუშაობა დაიწყო ცენტრალური აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგედ; პარალელურად იყო მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე. 1952 წ. ბოლოს იგი აირჩიეს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ განტოლებათა კათედრის პროფესორად, ხოლო 1954 წ. დანიშნეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სტრელკოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. მოსკოვში ი. ვეკუამ გამოაქვეყნა შრომათა დიდი ციკლი განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში. ასეთ ფუნქციათა თეორიის აგების ცდა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო იტალიელმა მათემატიკოსმა ე. ბელტრამიმ. ოცდაათიანი წლების დასაწყისში ტ. კარლემანმა და ნ. თეოდორესკუმ აჩვენეს, რომ ერთი კომპლექსური ცვლადის ანალიზურ ფუნქციათა ბევრი თვისება გადაიტანება, ორი დამოუკიდებელი ნამდვილი ცვლადის შემთხვევაში, პირველი რიგის ელიფსური ტიპის ორი დიფერენციალური განტოლებისაგან შედგენილი სისტემის ამოხსნაზე. ი. ვეკუამ შექმნა ზოგადი თეორია ისეთი სისტემებისა, რომლებიც ამჟამად წარმოადგენენ განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის ძირითად შემადგენელ ნაწილს. თავისივე დადგენილი თეორემების გამოყენებით მან მიიღო მ. ლავრენტიევის მიერ აგებულ ბრტყელ არეთა კვაზიკონფორმულ ასახვათა გეომეტრიული თეორიის ანალიზური დასაბუთება, რაც უკანასკნელ ორმოცდაათწლეულში აღიარებულია ფუნქციათა თეორიის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად. პირველი რიგის ელიფსურ სისტემათა თეორიის შედეგები, რომლებიც ი. ვეკუამ დაადგინა, შევიდა მის მონოგრაფიაში – „განზოგადებული ანალიზური ფუნქციები“, რომელსაც 1963 წ. ლენინური პრემია მიენიჭა. მოსკოვში ყოფნისას ი. ვეკუამ უშუალო მონაწილეობა მიიღო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების დაარსების პროექტის შემუშავებაში. იგი იყო ერთერთი აქტიური წევრი მ. ლავრენტიევის მეთაურობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფისა, რომელიც სათავეში ჩაუდგა პარტიისა და მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დიდი სამეცნიერო ცენტრის ორგანიზაციის განხორციელებას.


1957 წ. შეიქმნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილება. 1958 წლის მარტში, მ. ლავრენტიევის თავმჯდომარეობით, აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების პრეზიდიუმი, რომლის წევრი ი. ვეკუაც იყო. ამავე წელს ი. ვეკუა აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1959 წ. ნოვოსიბირსკის მახლობლად, აკადემ-ქალქში გაიხსნა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის პირველი რექტორი 1965 წლამდეი. ვეკუა იყო. შეთავსებით იგი ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიულ განყოფილებას. 1965 წლის გაზაფხულზე საქართველოს სსრ ხელმძღვანელი ორგანოების მოწვევით ი.ვეკუა დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში. ჯერ მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, 1965-დან 1972 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ი. ვეკუა მაღალი მოქალაქეობრივი და სულიერი თვისებებით გამოირჩეოდა. ხშირად აღტაცებას და გაკვირვებას იწვევდა მისი მტკიცე, ვაჟკაცური და თავშეკავებული ქცევა რთულ მდგომარეობაში. მძიმე, უკურნებელი სენით დაავადებული მეცნიერი შეუპოვრად განაგრძობდა კვლევა-ძიებით მუშაობას დრეკად გარსთა მათემატიკური თეორიის ახალი ვარიანტის შესაქმნელად, რომელიც შევიდა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში „გარსთა თეორიის სხვადასხვა ვარიანტის აგების ზოგიერთი ზოგადი მეთოდი“ (მოსკოვი, 1982 წ.), რომელსაც 1984 წ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ამ მონოგრაფიის ინგლისური თარგმანი 1985 წ. გამოსცა „პიტმანის“ გამომცემლობამ. ი. ვეკუას სამეცნიერო შრომებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. იგი იყო უცხოელი წევრი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის (ქ. ბერლინი), გერმანიის საბუნებისმეტყველო აკადემიის „ლეოპოლდინას“ (ქ. ჰალე), პალერმოს (სიცილიის მეცნიერებათა აკადემია) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების აკადემიისა, პოლონეთის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საზოგადოების, გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის დანიის ცენტრისა და სხვა სამეცნიერო საზოგადოებებისა. არჩეული იყო თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის გენერალური ანსამბლეის წევრად. მინიჭებული ჰქონდა ჰალეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის და იენის უნივერსიტეტის საპატიო სენატორის წოდებები. პარტიამ და მთავრობამ დიდად დააფასა ი. ვეკუას ღვაწლი. მის მრავალ ჯილდოს შორის აღსანიშნავია სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი და ხუთი ლენინის ორდენი. ი. ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. მადლიერმა ქართველმა ხალხმა იგი საქართველოს ღირსეულ შვილთა სავანეს – მთაწმინდის მიწას მიაბარა. 


წყარო-gela.org.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0