სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი 1870-1963წწ. პათფიზიოლოგი, აკადემიკოსი. ტულის გუბერნია, რუსეთი. ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი 1870-1963წწ. პათფიზიოლოგი, აკადემიკოსი. ტულის გუბერნია, რუსეთი. ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი 1870-1963წწ. პათფიზიოლოგი, აკადემიკოსი. ტულის გუბერნია, რუსეთი.

1870-1963 წწ. გარდ. 93 წლის

მაქს.წარმატება 93 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ვორონინი სია

რუსეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი 1870-1963წწ. პათფიზიოლოგი, აკადემიკოსი. ტულის გუბერნია, რუსეთი.

ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი (დ. 15 ივლისი1870, სოფელ ნიკოლსკოე, ტულის გუბერნიარუსეთი — გ. 11 ნოემბერი1963თბილისი) 1893 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი პათოლოგი - პათოფიზიოლოგი. პროფ. მანუხინის მოწაფე. მუშაობდა და დახელოვნდა გერმანიასა და საფრანგეთში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Исследованния о воспалении“ (1897). 


1908–1922 წლებში განაგებდა ზოგადი პათოლოგიის და ბაქტერიოლოგიის კათედრას თავდაპირველად ოდესის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ–სამედიცინო ინსტიტუტში. 1923–1953 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრას, 1944–1960 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. იკვლევდა ანთების მექანიზმებს, ნერვული სისტემის, გულის, სისხლის, მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურ და ზოგადი პათოლოგიის საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ზოოლოგიის დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ბიოლოგიასა და მედიცინაში ვარიაციული სტატისტიკისა და კიბერნეტიკის მეთოდი. ფართოდ იყენებდა ფიზიკის მეთოდებს სისხლის მიმოქცევის შესწავლაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვლადიმერ ვორონინის პირადი ბიბლიოთეკა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ სამეცნნიერო ბიბლიოთეკაში. რუსი პათოფიზიოლოგი, მეცნიერული პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1897), პროფესორი (1908).



 ორტომიანი სახელმძღვანელოს ავტორი პათოფიზიოლოგიაში. მისი შრომები ეხება შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების შენებას და სხვა საკითხებს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბოგომოლეცის სახელობის სამეცნიერო პრემია
  • 1942 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

წყარო-npl.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0