სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
კირიაკ ზავრიევი 1891-1978წწ აკადემიკოსი, სეისმოლოგი. დაბ. თბილისი, ქართლი.

1891-1978 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ზავრიევი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

84       ბეჭდვა

კირიაკ ზავრიევი 1891-1978წწ აკადემიკოსი, სეისმოლოგი. დაბ. თბილისი, ქართლი.

კირიაკ სამსონის ძე ზავრიევი დაიბადა (დ. 28 იანვარი [ძვ. სტ. 16 იანვარი]1891თბილისი — გ. 14 დეკემბერი1978, იქვე), თბილისში, სამხედრო ტოპოგრაფის ოჯახში.


საშუალო განათლება მიიღო თბილისის მე-3 გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი. ავტორია რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტის ავტორი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას 1914-1915 წლებში პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში; 1918-1919 წლებში ოდესის; 1921-1930 წლებში კი თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში.

მრავალი წელი მოღვაწეობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტშიც (1931-1959).

1941-1947 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ანტისეისმური მშენებლობის ბიუროს თავმჯდომარე, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე კი ამ ბიუროს ბაზაზე ჩამოყალიბებული სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი.


მისი მთავარი შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა (1913) და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას (1926), მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტყლები. ზავრიევს დიდი ღვაწლი მიუძღვის მსუბუქი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში. იგი ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. 1957 წლიდან იყო აშშ-ის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის ინსტიტუტის წევრი.

დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენითა და მედლებით.

წყარო-www.wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.05.2023
სულ რედაქტირებულია 1