სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლელა თათარაიძე დ. 1949 წელს, ლოტბარი, მომღერალი. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა  კახეთი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ლელა თათარაიძე დ. 1949 წელს, ლოტბარი, მომღერალი. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

ლელა თათარაიძე (დ. 3 ივლისი1949ზემო ალვანი) — ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ლოტბარი.[1] თუშური სიმღერებისა და მელოდიების განთქმული შემსრულებელი, ქალ-ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „თუშეთის“ დამფუძნებელი, ეთერ თათარაიძის და. უკრავს აკორდიონსა და ფანდურზე.

დაიბადა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. საშუალო განათლება მიიღო ალვანის სკოლაში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.


მთელი ცხოვრების მანძილზე, ლელა თათარაიძე მშობლიურ ალვანში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში, შემდეგ, თბილისში, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. გარკვეული ხანი ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ამას სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორულ ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა.


პარალელურად საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „კელაპტრის“ სოლისტი იყო. სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „თუშეთი“.[2]

1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში, სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო „ქართულ ჰანგს“.

2000 წელს ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი „კესანე“ ჩამოყალიბდა. ლელა თათარაიძე კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია.

ხშირად მონაწილეობდა კულტურულ პროექტში: ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით). მრავალი ოქროს მედლისა და პრიზის მფლობელია. პერიოდულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში.

სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში ლელა თათარაიძის შემოქმედების მრავალი ნიმუში ინახება. იგი მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორია. დამუშავებული და არანჟირებული აქვს თუშური მელოდიები. გადაღებულია ქართულ ფილმში „ექვსი თოვლიანი დღე“ (1986).

2019 წლის 14 აპრილს ფილარმონიის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 08.03.2022
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0