სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
დაუდ ფაშა გურჯი (დავით გიორგის ძე მანველაშვილი) დაახლ. (1767-1851) ერაყის გამგებელი დუშეთი მცხეთა მთიანეთი დაუდ ფაშა გურჯი (დავით გიორგის ძე მანველაშვილი) დაახლ. (1767-1851) ერაყის გამგებელი დუშეთი მცხეთა მთიანეთი
ბმულის კოპირება

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

დაუდ ფაშა გურჯი (დავით გიორგის ძე მანველაშვილი) დაახლ. (1767-1851) ერაყის გამგებელი დუშეთი მცხეთა მთიანეთი

დაუდ-ფაშა გურჯი, ნამდვილი სახელი დავით გიორგის ძე მანველაშვილი (დ. 1767 ან დაახლოებით, 1774ქვემო ქართლი; გ. 1851მედინა) — ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი 1817-1831 წლებში. წარმოშობით ქართველი (მანველაშვილი). ბავშვობაში გაიტაცეს ტყვით მოვაჭრეებმა და ოსმალეთში გაყიდეს. მოხვდა ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა (საფაშოს ბეჭდის მცველი, ხაზინადარი, დავთარდარი და სხვა). გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, ერაყში 1829 წელს გახსნა პირველი სტამბა[1], შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1830 წელს სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. 1832 წელს სულთნის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834 წელს ბოსნიის გამგებლად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1839-1841 წლებში ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით, მაჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა. გარდაიცვალა 1851 წელს მედინაში, დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.  ვიკიპედია

5 წლის ბიჭი იყო, როდესაც დუშეთიდან მოიტაცეს ის იყო ერაყის ფაშა 1815-1831 წლებში. ბოსნიის ბეგლარბეგი გახლდათ 1834-1836 წლებში. ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს - "დივანი"-ს თავმჯდომარე იყო 1838-1839 წლებში. ამის შემდეგ 1839 წლიდან 1841 წლამდე განაგებდა ანკარის ვილაიეთს. 1846 წელს დაუდი მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად - შეიხ ულ-ჰარამად დაინიშნა მედინაში. დაუდ ფაშა გურჯი გარდაიცვალა 1851 წელს მედინაში და იქვე განისვენებს, ხალიფა ოსმანის აკლდამის გვერდით. დაუდ ხანმა უდიდესი როლი შეასრულა ერაყის ისტორიაში. იგი იბრძოდა ერაყის დამოუკიდებლობისთვის. შექმნა ძალიან ძლიერი არმია, რისთვისაც ჩამოაყვანინა სპეციალისტები ევროპიდან. კავშირები დაამყარა რუსეთის იმპერიასთან, საფრანგეთთან, ცნობილია დაუდ ხანის საქართველოსთან ურთიერთობის ზოგიერთი დეტალიც, მათ შორის თავისი დედისთვის მინაწერი წერილი, რომელიც ისევ საქართველოში ცხოვრობდა. ერაყის მმართველმა დავითმა შესთავაზა მოხუც დედას ჩასვლა ერაყში და ქალაქ ბაღდადში სამეფო სასახლეში ცხოვრება, საოცარია, მაგრამ ქალმა საქართველოში დარჩენა არჩია, თავისი მიწის და ხალხის სიყვარულის გამო. იმ წერილში ასევე ეწერა: კაცი ქვეყანაზე მოვა და ვენახს გააშენებს, რათა ნაყოფი მიიღოს. თქვენ ვენახი გაგიშენებიათ, მაგრამ ნაყოფი ვერ მიგიღიათ. ჩემთვის ილოცეთ მოწყალეო დედაო. თქვენი ძე - ხალიფა ბაღდადისა.


დაუდ ფაშას მშობლები - გიორგი და მარიამი, ორბელიანების ყმები იყვნენ, რომელნიც თავდაპირველად ქვემო ქართლში სახლობდნენ, ხოლოშემდეგ თბილისში გადმოსახლდნენ. ყმა გლეხების ერთი ადგილიდან მეორეზე საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ იმდროინდელი წესით გვარებიც იცვლებოდა და მანველაშვილები - ბოჩოლაშვილებად ჩაეწერნენ. როდესაც დავითი მოიტაცეს ტყვეებით მოვაწრეებმა ის მოხვდა ისევ ბაღდადის ქართველ ფაშასთან - სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც მას უპატრონა და მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. დაუდ-ფაშას ტახტზე ასვლის შემდეგ დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყანას უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდ ფაშამ თავდაპირველად საგარეო საქმეები მოაგვარა. ჯერ ირანს წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები. მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა, მოკლე ხანში კი ინგლისელესბ ამოაკვეთინა ფეხი ერაყიდან. და ბოლოს ოსმალეთის უმძლავრეს იმპერიას აგემა უამრავი მარცხი. დავით მანველაშვილი ერაყის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხეს.


გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ სასინაო და საგარეო პოლიტიკას. სამხედრო-პოლიტიკური მანევრებით ყველას ერთნაირად აყენებდა თავისი ძალაუფლების ქვეშ - მას ერთნაირად ემორჩილებოდნენ არაბი შეიხებიც და ქურთი ბეგებიც. თურქეთს არ ეპუებოდა და მთელი ერაყიც სმენაზე ჰყავდა დაყენებული. დავითი ოცნებობდა ოსმალეთისგან სრულიად დამოუკიდებელი "ბაბილონის სამეფოს" შექმნაზე. დაუდმა მთელი ერაყის არმია გარდაქმნა ევროპულ სტილზე და ამ ჯარში გააძლიერა სპეციალური დანაყოფი - ქართული გვარდია - ეს შეიარაღებული დანაყოფი, დღიდან მისი ჩასახვისა (1703-1705 წწ.) ყოველთვის იყო ბაღდადის ფაშების საიმედო საყრდენი ძალა. დაუდის რჩეულ რაზმში სხვადასხვა ისტორიკოსის ცნობით ართველთა რაოდენობა 3000-ს აღწევდა.

ფრეზერის მიხედვით: "ეს ქართველები ჩინებულად ჩაცმულ-შეიარაღებულნი, ძლიერ ვაჟკაცური გამომეტყველებისანი არიან და საუკეთესოდ მორთულ-შეკაზმულ, მშვენიერ ბედაურებზე სხედან."

ფრანგი კონსული ფონტანიე კი წერდა: "ისინი მსოფლიოში საუკეთესო მხედრები არიან."

ფრანგი ოსე დუა წერდა: "დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსალეთის მბრძანებელს."

არაბი მეცნიერი ალ აზ-ზავი აღნიშნავდა: "დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენა."

ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი კი ამბობდა: "ის იყო უდიდესი ადამიანთაგანი, რომელიც თანამედროვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭევრმეტყველი და მხიარული, ხოლო ომში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდა."

დაუდ ფაშას მოღვაწეობას ღირსებით აფასებს პროფესორი, ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი და წერდა: "დაუდ ფაშას ფილოსოფია უფრო პროგრესული გახლდათ, ვიდრე რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის." ინტერმედია.გე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0