სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9190

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე თვალჭრელიძე 1881-1957წწ გარდ. 76 წლის. აკადემიკოსი, გეოლოგი. საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელი წარმ. სოფ. ენისელი ყვარელი კახეთი

1881-1957 წწ. გარდ. 76 წლის

აკადემიკოსი

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

175       ბეჭდვა

ალექსანდრე თვალჭრელიძე 1881-1957წწ გარდ. 76 წლის. აკადემიკოსი, გეოლოგი. საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელი წარმ. სოფ. ენისელი ყვარელი კახეთი

ალექსანდრე ანტონის ძე თვალჭრელიძე(დ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი] , 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი) — გ. 29 ივლისი1957თბილისი) - ქართველი გეოლოგისაქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946), სკკპ წევრი 1941 წლიდან.

1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1910 წელს ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1912–1913 წწ. მუშაობდა პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი, ხოლო შემდეგ (1919 წლამდე) დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1919 წლიდან თვალჭრელიძე სათავეში ჩაუდგა თსუ–ს მინერალოგია–პეტროგრაფიის კათედრას. 1928–1948 წლებში ასეთივე პროფილის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).


1941 წლის თებერვალში, იმ წელს როცა ალექსანდრე თვალჭრელიძეს 60 წელი უნდა შესრულებოდა იგი საქართველოს სხვა მოწინავე მეცნიერებებთან ერთად, აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა დიდმა მასწავლებელმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ვერნადსკიმ: „ძვირფასო ალექსანდრე ანტონის ძევ! დიდად გამეხარდა, რომ თქვენ აგირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. მიხარია თქვენთვისაც და მიხარია პრინციპულად, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო სამეცნიერო მუშაობის მძლავრი ცენტრი“.

1941 წლიდან თავჯდომარეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელ საბჭოს, სადაც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. 1941-1947 წწ. იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის სექტორს.


ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელია.

მისი შრომები შეეხება კრისტალოგრაფიისმინერალოგიისპეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. თვალჭრელიძის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოსქალცედონისა და სხვ. საბადოები საქართველოში. ომის შემდგომ წლებში იგი აქტიურად აგრძელებს თავის მოღვაწეობას: საქართველოს ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ბენტონიტების შესწავლას, საქართველოს სხვადასხვა რაიონების ბუნებრივ სიმდიდრეთა კომპლექსური ათვისების პრობლემათა კვლევას; არ ცხრება მისი პედაგოგიური მოღვაწეობაც. ამავე წლებში ალექსანდრე თვალჭრელიძე დიდ ყურადღებას უთმობს მეცნიერების ისტორიის საკითხებს, ხშირად კითხულობს პოპულარულ ლექციებს, მუშაობს მოგონებებზე.

1947 წელს უმაღლესი საატესტაციო კომისია მას დისერტაციის დაუცველად, თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს წარდგინებით, ანიჭებს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ა. თვალჭრელიძის შრომათა დახასიათება თბილისში გამოაგზავნა ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე ფერსმანმა.

სსრკ მე–7 მოწვევის ცაკისა და საქართველოს ცაკის წევრი (1935–1937 წლებში). დაჯილდოებულის 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

წყარო- www.wikipedia.ge


დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
რედაქტირება 14.11.2021, 17.02.2022

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი რედაქტირება 05.12.2021



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


აკადემიკოსი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა