სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო. ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო. ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო. ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო. ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო. ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო. ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო. ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ  აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო.

1944-2017 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი თოდუა სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო.

ფრიდონ თოდუა (დ. 9 იანვარი1944ზუგდიდისაქართველოს სსრ — გ. 7 ოქტომბერი2017 დაიბადა 1944 წელს ზუგდიდში.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 


1968-1990წწ. იყო მოსკოვის ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დააარსა და ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს; 1998 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში; ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით;


1999 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს; 2002 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი. 600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: ალექსანდრე ვიშნევსკის სახელობის პრემია (1979), ევროპის "ღირსების ორდენი" (1999), მალტის ორდენი (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999),  ა. შვაიცერის სახელობის მედალი (2003), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის (მსოფლიოს გამორჩეული პიროვნებების ბიოგრაფიების შემსწავლელი ორგანიზაცია) მიერ ფ. თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლებში "წლის საუკეთესო ადამიანად".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცელომური კისტები, პერიკარდიუმის დივერტიკულები და კარდიო-დიაფრაგმული კუთხის ლიპომები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა სისხლდენით გართულებული ფილტვის ქრონიკული არასპეციფიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "Georgian medical News" - სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ბრიტანეთის, ჩრდ. ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • ჟურნალ ''საქართველოს სამედიცინო მოამბის'' სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ჟურნალი "რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე", მთავარი რედაქტორი
  • რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, ვიცე-სპიკერი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'', წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი "მოამბე", მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2004-)
  • საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საპატიო მოქალაქეობისა და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის საბჭო, წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, წევრი
  • ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მრჩეველთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი
  • 2006 - ღირსების ორდენი
  • 2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2000 - ანდრია პირველწოდებულის მედალი
  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1990-1995წწ. გამოქვეყნებული შრომათა ციკლისთვის - "ახალი ტიპის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნა და რესპუბლიკის სამედიცინო პრაქტიკაში დაავადებისა და უსისხლო ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების დანერგვა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს"
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ამირან ჩაჩავას სახელობის პრემია
  • 1993 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1993 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია

წყარო-nplg.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0